#28070827 · 29 Oct 2011, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირაკლი ბათიაშვილი - "ხელისუფლება ივანიშვილს მოქალაქეობას არ აღუდგენს... სააკაშვილი არ იჩქარებს არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანას"
"ჩვენ გავაოცებთ ევროპას დემოკრატიის ხარისხით", - მე მივესალმები ივანიშვილის ასეთ სურვილს. ყელში ამოგვივიდა ეს ავტორიტარიზმები. დაწყებული 90-იანი წლებიდან დღემდე. გამოვეცი პოლიტიკური ნარკვევი "შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ", სადაც გაანალიზებულია 90-იანი წლები, როგორ ვერ გამოვედით ავტორიტარული მმართველობიდან. დღეს ამ მანკიერმა მოჯადოებულმა წრემ მიიღო მთლად კატასტროფული ხასიათი. ვერ შევქმენით დემოკრატიული ინსტიტუტები, მუდმივად ხან ბელადის, ხან ყოვლისშემძლე ბაბუს, ხან ვარსკვლავბიჭუნას მხრიდან ხსნის მოლოდინში ვიყავით. ჩვენი ბედი კი ვიღაც "მესიებზე" კი არ არის დამოკიდებული. მესია არის ერთი - უფალი ძე ღვთისა, იესო ქრისტე", - აცხადებს სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი ბათიაშვილი: "ხელისუფლება ივანიშვილს მოქალაქეობას არ აღუდგენს"
"სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირება გაღრმავდება. აუცილებლად გამწვავდება ვითარება სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან, სადაც უხვად არიან პათოლოგიური ზნის ადამიანები. სერიოზული პროვოკაციები, აგრესიული ქმედებებია მოსალოდნელი. ივანიშვილი ყველანაირი დარტყმისთვის მზად უნდა იყოს. არჩევნებამდე დიდი დროა, სააკაშვილი არ იჩქარებს არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანას. სააკაშვილი და მისი გუნდი ახლა მსჯელობს, როგორ გამოუთხარონ ძირი ივანიშვილს, ნელ-ნელა როგორ მოახდინონ მისი დისკრედიტაცია. იმაზე კი არ ფიქრობენ, რა მოუხერხონ კატასტროფულ სოციალურ მდგომარეობას ქვეყანაში. ბინძურ ტექნოლოგიებში, სამწუხაროდ, გაწაფული არიან. ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინონ. უსირცხვილოდ, თავხედურად წაართვეს მოქალაქეობა, საზოგადოებრივ აზრს არ მოერიდნენ. მთელი მათი სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ ივანიშვილი არჩევნებზე არ მიუშვან. მას იმის საშუალებასაც არ მისცემენ, რომ პარტია შექმნას. ბატონ ივანიშვილს, ალბათ, ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი და შეკითხვას - "სტრასბურგში რომ გადაიტანოს საქმე, იქნებ მაინც იპოვოს სამართალი?" - პასუხობს:
"სტრასბურგში ხუთი წლის შემდეგ განიხილავენ მის საქმეს. ჩემი საქმე 2007 წელს არის იქ შესული და ჯერ არ განუხილავთ. სულხან მოლაშვილის საქმე ჩემს საქმეზე ადრე მიიღეს, მაგრამ არ განუხილავთ. გამორიცხული არ არის, დააჩქარონ ივანიშვილის საქმე. მაგრამ მთლად სტრასბურგის იმედად ყოფნაც არ იქნება სწორი".
|