დღეს, საუდის არაბეთის მოქალაქეს თავი მოკვეთეს, ის დაადანაშაულეს "ჯადოქრობაში", რომელიც აკრძალულია უაღრესად რელიგიურ ქვეყანაში.
ამინა ბინტ აბდულაჰიმ ნასარი ჩრდილოეთ პროვინციაში დასაჯეს "ალქაჯობისა და ჯადოქრობისთვის" განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია მსგავსი დანაშაულისთვის რამდენი ქალი მოაკვდინეს საუდის არაბეთში. თუმცა ცნობილია რომ კიდევ ერთ ქალს ოქტომბერში მოკვეთს თავი, დაადანაშაულეს რა საკუთარი ქმრის მკვლელობაში, რომელიც ხანძარს შეეწირა.
თავის მოკვეთა 73-ე სასიკვდილო სასჯელი იყო, მხოლოდ ამ წელს საუდის არაბეთში.
სექტემბერში "ემნისტი ინთერნეიშენალმა" მოითხოვა 140 ადამიანის სასიკვდილო განაჩენის დაუყოვნებელი შეჩერება. საუდის არაბეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელმაც უარი თქვა ხელი მოეწერა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც კრძალავს ყველა სახის სასიკვდილო განაჩენს მის წევრ ქვეყნებში.
გაუპატიურება, მკვლელობა, ძარცვა, ნარკოტიკების გადატანა, ტრეფიკინგი, ეს და სხვა მრავალი პირდაპირ სიკვდილით ისჯება ქვეყანაში, რომელიც დიდი ხანია მთლიანად ისლამის შარიათის კანონით იმართება.
"ემნისტი ინთერნეიშენალის" განცხადებით, საუდის არაბეთმა 27 ადამიანი დასაჯა სიკვდილით 2010 წელს, 67 ადამიანი 2009 წელს და ეს მხოლოდ ის რაოდენობაა, რაც მათთვის ცნობილია.
http://www.dailystar.com.lb/News/Middle-Ea...x#axzz1gLacmaUY