#28078677 · 30 Oct 2011, 12:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ის (ივანიშვილი) არის მორალური პოლიტიკოსი, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ის უცოდველი პოლიტიკოსია. მას, როგორც მორალურ პოლიტიკოსს, აქვს სინდისის ფენომენის განცდა - სინდისი ქენჯნის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკაში მოვიდა."
"სააკაშვილი არის სულ სხვა ტიპის პოლიტიკოსი, არ ვამბობ, რომ ის ამორალურია, უბრალოდ, სააკაშვილი არის ბედისწერის და რისკის პოლიტიკოსი, რომელიც დამოკიდებულია კამათელზე, თამაშში გამართლებაზე. ასეთივე იყო ნაპოლეონიც. აი, განდი კი მორალური პოლიტიკოსია, მან იცოდა დაშვებული შეცდომების შესახებ და განიცდიდა კიდეც მათ".
"ველოდი ისტერიკას და ასეც არის. როცა ხარ ერთდაერთი და განუმეორებელი და გამოჩნდება სხვა, ამ დროს მთელი ნარცისისტული სამყაროს მოშლა ხდება. როცა ოლიგარქიაში სხვა, ასე ვთქვათ, უცხო ჩნდება, ეს მის დაშლას იწვევს. თავისთავად, დემოკრატიაშიც კარგი არაფერია, უბრალოდ, ის სისტემურად განსხვავდება ოლიგარქიისგან. შესაბამისად, პლატონის მიერ დაწერილი ყველა დროისა და ეპოქისთვის არის განკუთვნილი - ახლა საქართველოში მოვიდა დემოკრატიის დრო."
|