#28079179 · 30 Oct 2011, 13:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი ასე წერია 1 კორინთელთა 13 თავში:
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
მოდით ცალკ-ცალკ განვიხილოთ:
1) "სიყვარული სუგრძელია... ყველაფერს ითმენს" - როგორც ეს დაადასტურა ღმერთმა იმით, რომ ელოდა იქამდე, რომ პირველივე შეცდომაზე დაწყევლა კაცობრიობა ადამის ცოდვის გამო. (დაბადება 3:11-19 და რომაელთა 5:12)
2) "სიყვარული კეთილმოწყალეა" - მართლაც, ღმერთმა კეთილმოწყალებით მოკლა ყველა ადამიანი დედამიწაზე, შემდეგ კი კეთილმოწყალებით გზავნიდა გარეულ ცხოველებს რათა დაეგლიჯათ ადამიანები. ასევე კეთილმოწყალებით დამართა მთელ ნაციებს სხვადასხვა ტიპის დაავადებები და შეუსია მწერები. (დაბადება 6,7,8 და 1 მეფეთა 20:36; 2 მეფეთა 17:25; 2 მეფეთა 2:23,34 დაბადება 41:25-32; 1 ნეშტთა 21:1-14; რიცხვთა 11:3-34 და ა.შ.)
3) "არ შურს" - მართალია, თუმცა თავადვე ამბობს რომ "შურიანია უფალი". (გამოსვლა 34:14)
4) "არ ტრაბახობს" - თუმცა ხშირად მედიდურად წარმოგვიდგენს საკუთარ თავს, რომ დაუსაბამოა, რომ ყოვლისშემძლეა და ა.შ. (არ უნდა ციტირება, ყველა გვერდზე წერია ეს მგონი)
5) "არ ეძებს თავისას" - რა თქმა უნდა, თუმცა ყველგან მოითხოვს რომ ვადიდოთ და ვაქოთ. (1 კორინთელთა 10:31; მეორე რჯული 6:13 და ა.შ.)
6) "არ მრისხანებს" - ცხადია, თუმცა ხშირად პირველივე მიზეზისას ადამიანებს კლავს, ანუ როგორც კი რამე ცუდს ჩაიდენენ. (დაბადება 19:26; დაბადება 38:3-10 და ა.შ.)
7) "არ იზრახავს ბოროტს"(ზოგ თარგმანში: "არ იმახსოვრებს ბოროტებებს") - მართლაც ასეა, აი მაგალითად არსებობს ასეთი წიგნი, რომელშიც იწერება ყველაფერი რასაც ადამიანი სჩადის და შემდეგ მაგის მიხედვით განვისჯებით. (გამოცხადება 20:12)
8) "არ შეჰხარის უსამართლობას და ბოროტებას" - ასეა ნამდვილად, თუმცა ზოგჯერ სასიხარულოა როცა მტრის შვილებს კლდეზე მიახეთქებ ან მტრების სისხლში იბანავებ. (ფსალმუნები 58:10 და ფსალმუნები 137:9)
9) "ყოველთვის სწამს" - რა თქმა უნდა, თუმცა ხშირად ხდება რომ ადამიანებს გამოცდის, თუნდაც აბრაამის მაგალითი ავიღოთ, უამრავია ისე.
ამიტომ მგონია, რომ იოანე ამბობს "ღმერთი სიყვარულია"-ს კი არა - "სიყვარული ღმერთია"-ს.
პ.ს. ფსალმუნებში, თუ ქართულ თარგმანებს ნახავთ, 1 თავით "დაბლა" ნახეთ, არეულია ნუმერაცია. თანაც მინდოდა მარტო ქართული თარგმანით გამეკეთებინა, თორემ ყველა ფრაზაზეა წინააღმდეგობა.
This post has been edited by OtherguyL on 30 Oct 2011, 14:00
--------------------
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.
|