საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, გაჩერებაზე თავისთვის მდგომი ადამიანი შეიძლება მანქანამ გაიტანოს და მძღოლმა ამაში გაჩერებაზე მდგომი ადამიანი დაადანაშაულოს;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, ავტობუსის ერთი ბილეთით შეიძლება ოთხმა კაცმა იმგზავროს;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, (დაჟე გუატემალაშიც კი) შეიძება გცემონ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ “კაი ბიჭის” დაიკოს ეცეკვე;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ ბანანის ისეთ გამყიდველს, რომელსაც ბანანი არასდროს უჭამია;.
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანს, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება ისეთი ადამიანი გეწუწუნოთ უფულობაზე, რომელსაც 200 დოლარიანი ტყავის ქურთუკი აცვია;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ადამიანს შეიძლება ჰყავდეს “სლს”–ს მარკის მერსედესის ავტომობილი, მაგრამ არ ჰქონდეს საწვავის ფული და ამ მანქანას “გარაჟში” ალპობდეს;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს Nokia Kinetic–ის მობილური ტელეფონი, რომელიც დავალიანების გამო ორმხრივადაა გათიშული;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მზის სათვალეს ატარებს ( ღამით );
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება მოხდეს ის, რომ სტუდენტმა „დაბადების ადგილი“–ს გრაფაში „სამშობიარო“ დაწეროს;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება მოხდეს ის, რომ „პროფილი“ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ჩაითვალოს;
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თსუ–ს წითელი დიპლომი პოლიტოლოგიაში და არ იცოდეს, როდის დაინგრა „ბერლინის კედელი“
საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ……..
ღამის თემაა, განიტვირთეთ და გაერთეთ ძილის წინ
არ დამიწყოთ ეხლა სადაური shamugiashvili ხარო... :D :D :D
грузинские системы залпового огня "град", открыли шквальны огонь, по спяшей москве ... : D