daviti123
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 159
წევრი No.: 130054
რეგისტრ.: 14-April 11
|
#28144036 · 3 Nov 2011, 16:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვატკანის II 1962-2965 წ.წ. კრების მიერ მიღებულ (იხ. ლიტ. სია პ. 17) სწავლებებში, მის მთავარ დოკუმენტში – „ეკლესიის შესახებ დოგმატურ დადგეენილებაში“ და „არაქრისტიანულ რელიგიათა მიმართ ეკლესიის დამოკიდებულების დეკლარაციაში“,(წყარო: Второй Ватиканский собор. Конституции Декреты Декларации.tipografia poliglotta vatuekana. 1966 -1969. репр Брюссель.1996.) რომელიც დადასტურებულია და განვითარებულია 1992 წლის კათოლიკური კატეხიზმოთი (იხ. ლიტ. სია. პ 18),(წყარო: Катехизис Католической церкви. М. 1996)რომლებიც გამოხატავენ ვატიკანის ოფიციალურ სწავლებას, ლათინო–პაპისტებმა:
1. განაცხადეს და “დაასაბუთეს” დებულება მსოფლიო უნივერსალური ეკლესიის შესახებ, რომელშიც სხვადასხვა გზით შევლენ ყველა კონფესიის ქრისტიანები და ყველა, ვისაც სწამს შემოქმედი” – იუდეველები, მუსლიმანები და წარმართები, ვისაც სწამს “ღმერთი” და “უზენაესი ღვთაებები”, რითაც უარყოფილია ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტება; 2. განაცხადეს და “დაასაბუთეს” ქრისტიანთა, მუსლიმანთა და წარმართთა სხვადასხვა გზით ხსნის შესაძლებლობა, რაც ქრისტიანობის არსსა და ღვთაებრივ ზეშთაგონებას ეწინააღმდეგება, მთლიანად ამახინჯებს ღვთის განგებით ადამიანთა ხსნისა და განხორციელებული ძე ღვთისას მისიას; 3. “ცოცხალ შემოქმედებად” აღიარეს არაპიროვნული ღმერთ-კერპები, რომელთაც მუსლიმანები და თანამედროვე იუდეველები და წარმართთა “ღმერთები” და “უზენაესი ღვთაებები” ეთაყვანებიან, რითაც განუდგნენ ერთი ღმერთის, ყოვლადწმიდა სამების (მათ შორის, საღვთო სჯულის) ფუძემდებლურ ჭეშმარიტებას; 4. წარმართთა “უზენაესი ღვთაებები” გააიგივეს მამა ღმერთთან, მას განიხილავენ როგორც თვითმყოფ “ღმერთს”, ძისა და სულიწმიდისაგან დამოუკიდებლად, რითაც “გააცალკევეს” განუყოფელი ყოვლადწმიდა სამება. ამით მათ შექმნეს ახალი ღმერთ-კერპი “მამა”; 5. უარყვეს კაცობრიობის ერთადერთი მსაჯული – იესო ქრისტე; 6. წარმართთა “გაცისკროვნება”, “შუქის მოფენა” და “ზეგარდმო შემწეობა”, წარმართობის დემონური ზეგავლენა გაუთანაბრეს სულიწმიდის მადლს, რაც მისი გმობაა ; 7. მუჰამედისაგან მიღებული “ზეშთაგონება” ჭეშმარიტებად აღიარეს, რითაც განუდგნენ ღვთაებრივ ზეშთაგონებას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტს და უარყვეს ღმერთის ყოვლადწმიდობა. იგი გაუთანაბრეს “სიცრუის მამას”, რითაც დაგმ ეს ყოვლადწმიდა სამება და სულიწმიდა ; 8. გამოაცხადეს, რომ იუდეველები, მუსლიმანები და წარმართთა ნაწილი ღვთის მადლით ხსნისაკენ არიან მოწოდებულნი. ამით აღიარეს, რომ “ღვთის მადლი” მათ ხსნის აშკარად მცდარი გზისაკენ მიმართავს. ამით კიდევ ერთხელ დაგმეს ყოვლადწმ იდა სამება და სულიწმიდა ; 9. გამოაცხადეს, რომ ქრისტიანობასა და თანამედროვე იუდაიზმს მსგავსი მიზნები აქვთ, რომ იუდეველები “მესიას” მოელიან; ამით უარყვეს ჭეშმარიტება ქრისტეზე, როგორც ერთადერთ მხსნელსა და მაცხოვარზე; ასევე უარყვეს სწავლება ანტიქრისტეზე, როგორც ცრუ “მესიაზე”. ამით უარყვეს სწავლება ზეციურ ცათა სასუფეველში მომავალი ცხოვრების შესახებ; 10. განაცხადეს, რომ ყველა რელიგიაშია “სიმართლის მარცვალი” და ნაყოფიერად მოქმედებს სულიწმიდის მხსნელი ძალა, რითაც ისევ უარყვეს ღვთაებრივი ზეშთაგონება, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება; ამით ერთმანეთთან გაათანაბრეს ძის სიტყვა და ადამიანისა და ეშმას მონაგონი; ამით კიდევ ერთხელ დაგმეს ყოვლადწმიდა სამება და სულიწმიდა და სულიწმიდა კიდევ ერთხელ გამოაცალკევეს, როგორც ყოვლადწმიდა სამებისა და იესო ქრისტესაგან დამოუკიდებლად მოქმედი. ამით შექმნეს ახალი ღმერთ-კერპი “წმიდა სული”; 11. თანამედროვე იუდეველები გამოაცხადეს სარწმუნოებაში “ჩვენს უფროს ძმებად”. ამით დაეთანხმნენ იუდეველებს, რომლებიც გმობენ — იესო ქრისტეს, როგორც ღმერთ-კაცს, სულიწმიდისა და ქალწული მარიამისაგან მის განხორციელებას, ჭეშმარიტად ყოვლადწმიდა მარიამს, როგორც ღვთისმშობელსა და მარადქალწულს; 12. საკუთარი სწავლება ააგეს სახარებისა და მოციქულთა ეპისტოლეების რიგი დებულებების აზრის დამახინჯებებსა და ფალსიფიკაციაზე.
ვატიკანის II კრების ზოგიერთი მასალა დოგმატური დადგენილება ეკლესიის თაობაზე
პ. 13 “(დასასრული) ამრიგად, ყველა ადამიანი მოწოდებულიაღვთის ხალხის კათოლიკური ერთიანობისაკენ, რაც საყოველთაო მშვიდობის მომასწავებელი და განმამტკიცებელი ნიშანია, რაშიც სხვადასხვანაირად ერთიანდებიან ერთგული კათოლიკენიც და ქრისტეს სხვა მორწმუნენიც და ბოლოს, უკლებლივ ყველა ადამიანი, ღვთის მადლით ხსნისაკენ მოწოდებული. პ.14 “წმინდა კრება, რა თქმა უნდა, თავის მზერას პირველ რიგში ერთგულ კათოლიკეებს მიაქცევს. წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემებზე დაყრდნობით ის ასწავლის, რომ ეს მოარული, მოხეტიალე, მოგზაური ეკლესია აუცილებელია ხსნისათვის. ერთადერთი მხოლოდ ქრისტეა შუამავალი და გზა ხსნისა და ის ჩვენთვის მყოფობს თავის სხეულში, რომელიც არის ეკლესია; ის ზუსტი სიტყვებით, რწმენითა და ნათლობის დაჟინებული მოთხოვნით (შეად.; იოვ. 3.5) ამტკიცებს ეკლესიის აუცილებლობას, რომელშიც, როგორც კარებში, შედიან ნათლობის საშუალებით. ამიტომაც ადამიანები, რომელთათვისაც კათოლიკური ეკლესია ცნობილია როგორც აუცილებელი, რომელიც ღმერთმა დააფუძნა იესო ქრისტეს საშუალებით გადარჩებიან, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც ან შესვლა არ სურთ მასში, ან – დარჩენა, ხსნას ვერ მოიპოვებენ. პ. 15.“ეკლესია, მიზეზთა გამო, თვლის თავს იმათთან დაკავშირებულად, ვინც თუმცა მონათლულია და ქრისტიანად იწოდება, მაგრამ არ აღიარებს შეულახავ რწმენას ან პეტრეს მემკვიდრის, მონაცვლის მეთაურობით, არ იცავს ურთიერთობის მთლიანობას. პ. 16. 1) “დაბოლოს, ისინი, რომელთაც სახარება ჯერ არ მიუღიათ, ღვთის ხალხს სხვადასხვა გზით მიეკუთვნებიან. უპირველესად კი ის ხალხი, რომელთაც ნაბოძები აქვთ აღთქმები და მცნებები და რომელთაგან თვით ქრისტე იშვა ხორციელად, “რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი; რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ” (რომ. 9.4-5); “სახარებისა მისგან – მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან – საყუარელი მამათათÕს. რამეთუ შეუნანებელი არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი” (რომ. 11.28-29). 2) ღვთის მხსნელი მადლი მოიცავს მათაც, ვინც აღიარებს შემოქმედს; მათ შორის, პირველ რიგში, მაჰმადიანებს, რომლებიც თავს თვლიან აბრაამის სარწმუნოების აღმსარებლებად, ჩვენთან ერთად ეთაყვანებიან ერთ, მოწყალე ღმერთს, ვინაც უკანასკნელ დღეს განსჯის ადამიანებს. 3) მაგრამ ღმერთი მათგანაც არ არის შორს, ვინც ლანდებისა და გამოსახულებების საშუალებით ეძიებს იდუმალ ღმერთს, რამეთუ ის (ღმერთი) თვით ანიჭებს მათ სიცოცხლესა და სუნთქვას და ყოველივეს (შდრ. საქმე 17. 25-28) და რამეთუ მაცხოვარს ნებავს, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს (შდრ. I ტიმ. 2.4). მაგრამ თუკი ადამიანი, არა საკუთარი ბრალის გამო, ჯერ არ იცნობს სახარებასა და მის ეკლესიას, მაინც წრფელი გულით ეძიებს ღმერთს და მადლის ზემოქმედებით ესწრაფვის თავისი საქმეებით ღვთის ნების აღსრულებას, რასაც იგი საკუთარი სინდისის ხმით შეიცნობს, შეუძლია მიიღოს საუკუნო ცხონება. ხსნის გზაზე აუცილებელ შემწეობაზე ღვთის განგება უარს არ ეუბნება მას, ვისაც თავისი ბრალის გარეშე ჯერ არ მიუღწევია ღმერთის ნათლად შეცნობისათვის და ღვთის მადლით ცხოვრებას ცდილობს; რამეთუ ყველა სიკეთესა და ჭეშმარიტებას მათგან მოპოვებულს, ეკლესია უფლის სახარებისათვის მომზადებასა და მისი ნიჭის წყალობად მიიჩნევს, ვინც მას – ყოველ ადამიანს – ანათლებს, რათა საბოლოოდ მოიპოვოს ცხოვრება. 4) მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ მზაკვარის მიერ შეცდენილი ადამიანები ჭკუას ატანენ ძალას და ღმერთის ჭეშმარიტებას ამაოდ ცვლიან სიყალბით, სიცრუით და შემოქმედის ნაცვლად ემსახურებიან ქმნილებებს, ანდა ცხოვრობენ და კვდებიან უღმერთოდ და უკიდურესად იმედდაკარგულნი. ამიტომ ღმერთის სადიდებლად ყველა ამ ადამიანის შემწეობისა და ხსნისათვის ეკლესია იხსენებს ღვთის სწავლებას, “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ” (მათ. 28.19) და თავგამოდებით, გულმოდგინედ ზრუნავს მისიონერული საქმის განვითარებისათვის. (კრების დოკუმენტებში მე-16 პუნქტი ერთიანი ტექსტითაა მოცემული. აბზაცები, ნომერაცია და კურსივი შემდგენლისაა).
ბ) არაქრისტიანული რელიგიებისადმი ეკლესიის დამოკიდებულების დეკლარაცია სხვადასხვა არაქრისტიანული რელიგიები
2. “უძველესი დროიდან დღემდე სხვადასხვა ხალხში არსებობს იმ საიდუმლო ძალების რაღაც ერთგვარი აღქმა, რომელნიც ყოველგვარი საქმისა და ადამიანთა ცხოვრების მომსწრენი არიან. მათ ხანდახან “უზენაეს ღვთაებად” ან “მამად” აღიარებენ. ეს აღქმა და აღიარება ადამიანის ცხოვრებას ღრმა რელიგიური შინაარსით მსჭვალავს. ის რელიგიები, რომლებსაც კულტურის პროგრესთან აქვთ კავშირი, ცდილობენ კითხვებს უფრო დახვეწილი მცნებებითა და თანაც სრულყოფილი ტერმინოლოგიით გასცენ პასუხი. მაგალითად, ინდუიზმში ადამიანები იკვლევენ ღვთაებრივ საიდუმლოებებს და მათ გამოხატავენ ამოუწურავი მითებისა და ფილოსოფიის გულში ჩამწვდომი სიძლიერით; ისინი ჩვენი არსებობის საზრუნავისაგან გათავისუფლებას ეძიებენ სხვადასხვა გზით – ცხოვრების ასკეტური ფორმით ან ღრმა აზროვნებით, ანდა ღმერთისადმი სიყვარულითა და სასოებით. ბუდიზმი იცნობს ამ ცვალებადი სამყაროს საფუძველშივე დაუსრულებლობას და უჩვენებს გზებს, რომლითაც ღვთისმოშიში და ღვთისმოიმედე სულის მქონენი შეძლებენ სრული თავისუფლების მდგომარეობა მოიპოვონ ან მიაღწიონ გაბრწყინებას თავიანთი საკუთარი ძალებითა თუ ღვთის შეწევნით.
მაჰმადიანური რელიგია 3. ეკლესია, ასევე, პატივისცემით ეპყრობა მაჰმადიანებს, რომლებიც ერთ ღმერთს ეთაყვანებიან, ცოცხალსა და მყოფს, მოწყალესა და ყოვლისშემძლეს, ცისა და მიწის შემოქმედს, ადამიანებთან მოლაპარაკეს. ისინი მთელი სულით მიისწრაფვიან, დაემორჩილონ ალაჰის განწესებებს, იდუმალსაც კი, როგორც დაემორჩილა ღმერთს აბრაამი, რომელზედაც ისლამი ხალისით მიუთითებს. თუმცა მაჰმადიანები იესოს ღმერთად არ აღიარებენ, მას წინასწარმეტყველად მაინც თვლიან და პატივს სცემენ მის ქალწულ დედას – მარიამს, ხანდახან მას ღვთისმოსაობით კიდეც მოიხმობენ. ამის გარდა ისინი მოელიან სამსჯავროს დღეს, როცა ღმერთი ყველა მკვდრეთით აღმდგარს თავისას მიუზღავს. ამიტომაც ისინი აფასებენ ზნეობრივ ცხოვრებას და ღმერთს პატივს სცემენ ლოცვებით, მოწყალებითა და მარხვით.
ებრაული რელიგია
4. ეკლესიის საიდუმლოთა კვლევისას წმინდა კრებას ახსოვს კავშირები, რაც ახალი აღთქმის ხალხს სულიერად აერთებს აბრაამის შთამომავლობასთან. რამეთუ ქრისტეს ეკლესია აღიარებს, რომ მისი რწმენის საწყისები ღმერთის მაცხონებელი საიდუმლოთი მოიპოვება უკვე ძველი აღთქმის პატრიარქებთან – მოსესა და წინასწარმეტყველებთან. ეკლესია აღიარებს, რომ ყველა, ვისაც ქრისტე სწამს, აბრაამის შვილნი არიან რწმენაში. (გალ.3.7). ეკლესიის ხსნა სიმბოლურად გამოსჭვივის რჩეული ერის მონობის ქვეყნიდან გამოსვლით. ამიტომ ეკლესია არ ივიწყებს, რომ მან ძველი აღთქმის გამოცხადება იმ ხალხის საშუალებით მიიღო, რომელთანაც ღმერთმა თავისი ენითგამოუთქმელი მოწყალებით ინება უძველესი კავშირის დამყარება და, რომ ის იკვებება იმ ნაყოფიერი ზეთისხილის ფესვიდან, რომელზედაც დაემყნო ველური ზეთისხილის ტოტები ე.ი. წარმართი ხალხები (რომ. 11.17-24), რამეთუ ეკლესიას სწამს, რომ ქრისტემ ჯვარზე შეარიგა იუდეველები და წარმართები და შექმნა მათგან თავისთვის ერთი (ეფეს. 2.14-16). თუმცა ეკლესია ახალი ღმერთის ხალხი კი არის, მაგრამ იუდეველები არ უნდა წარმოვიდგინოთ არც ღმერთისაგან განკიცხულად, არც დაწყევლილად, თითქოს ეს წმიდა წერილიდან გამოდიოდეს. ამიტომაც ყველა უნდა ეცადოს კატეხიზმოს სწავლებისას და ღვთის სიტყვის ქადაგებისას არ ითქვას არაფერი, რაც არ შეესაბამება სახარების ჭეშმარიტებასა და ქრისტეს სულს.
Второй Ватиканский собор. Конституции Декреты Декларации.tipografia poliglotta vatuekana. 1966 -1969. репр Брюссель.1996. Катехизис Католической церкви. М. 1996
პ.ს. ზემოთ მოყვანილი :ვატიკანის II კრების ზოგიერთი მასალა დოგმატური დადგენილება ეკლესიის თაობაზე, მოყვანილია პირდაპირ ვატიკანის კრების ოქმებიდან ყოველგვარი კომენტარების გარეშე,მითეთებულია წყარო და ასევე პარაგრაფები
|