ფასი ნამდვილად არ არის ძვირი. გერმანიაში მათი ფასი სტანდარტულად 179,90 ევროა.
თანაც უმაღლესი ხარისხია. Timberland თავის კლასიკურ Yellow Boots 1972 წლიდან უშვებს და ამდენი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი რჩება.
თანაც ეს ბოტები ფაქტიურად წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიცვა. ნუ რა თქმა უნდა არა 40 გრადუსიან სიცხეში, მაგრამ ზაფხულშიც კი წვიმის დროს ბევრი იცმევს. ზამთარში კი ძალიან პრაქტიკულია, იმიტომ რომ აბსოლუტურად წყალგაუმტარია. ტყავი იდება სილიკონში, ისე რომ პორები მთლიანად იკეთება და წყალს აღარ უშვებს. თუმცა დაახლოებით ნახევარ ან ერთ წელიწადში სჭირდება იმპრეგნირება. + Timberland იყენებს მხოლოდ იმ მწარმოებლების ტყავს, რომლებსაც ოქროს ან ვერცხლის მედალი აქვთ. ასე რომ ძალიან კარგი ხარისხია.
PuTKiiI
მე ერთდროს Timberland-ში მიმუშავია და იქ სხვადასხვა ხრიკი მასწავლეს

საერთოდ ტყავის გასაწმენდად აქვთ სპეციალური სპრეები, თუმცა შესაძლებელია ასევე ბოტების სხვანაირადაც გაწმენდა. მაგალითად, თუ შენი ფეხსაცმელი Nubuck-ის ტყავისგან არი, შეგიძლია ის გაწმინდო Gallseife-თი (არ ვიცი ქართულად რა ქვია, გერმანულად სპეციალური საპონია. ეს ვიკიპედიაში გერმანულად ვიპოვე:
http://de.wikipedia.org/wiki/Gallseife ). ანუ თვითონ საპონი კი არა მხოლოდ ქაფი წაუსვა, ისე რომ ფეხსაცმელი მთლიანად დაფაროს, და გუფკით ცოტა მოხეხო, მერე კი დუშით მოაშორო. ანუ საკმაოდ მარტივია, მთავარია მხოლოდ ლაქა კი არა, ორივე ფეხსაცმელი გაწმინდო, თორემ შეიძლება წყლის ზოლები დაეტყოს.
აბა წარმატებებს გისურვებთ გაყიდვაშიც და გაწმენდაშიც