#39533407 · 22 Jan 2014, 13:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის 15 წარჩინებული სტუდენტი სტიპენდიის სახით, ყოველთიურად, "კალა ფონდიდან" 200 ლარს წელსაც მიიღებს.
ამის შესახებ სტუდენტებთან დღევანდელ შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმ კახა კალაძემ განაცხადა.
"როცა ერთი წლის წინ აქ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ წარჩინებულ სტუდენტებს წავახალისებდით და დავუნიშნავდით სტიპენდიას. ეს გაგრძელდება წელსაც და 15 სტუდენტი თვეში 200 ლარს მიიღებს", - აღნიშნა კალაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგის განვითარება სურს.
"ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ დარგს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სპეციალისტები ჰყავდა და ახალგაზრების სახით გვინდა ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდეს. დიდი რესურსი აქვს ქვეყანას, რომ საქართველო ენერგეტიკული კუთხით მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული არ იყოს და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი", - განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა.
|