გიგი უგულავა - პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ერთ ყურში შეუშვან და მეორედან გამოუშვან, რადგან რას ბჟუტურობს თვითონაც არ იცის.
სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება „გასაკოჭი“, ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
იმ შუბებსა და მსგავს სისულელეებზე აღარაფერს ვიტყვი - როდის გავხდით ცხოველების დამველებიო, როდესაც თქვა. ყოველი მისი სუნთქვა უკვე შეურაცხმყოფელი ხდება ამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის არარსებობის გამოც გააკრიტიკა.
„შუბაზე შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს და მოსამართლეებზე არა? ადამიანმა მოიწყო თბილი სიბერე. დავარქვათ ყველაფერს საკუთარი სახელი. ორი ფუნქცია აქვს პრეზიდენტს დარჩენილი, ერთი შეწყალება, მეორე მოქალაქეობის მინიჭების. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ორივე მთავრობამ მოამზადოს, მე მხოლოდ ფორმალურად მოვაწერ ხელსო. ანუ პასუხისმგებლობას პოლიტიკურს და სამართლებრივს არ ავიღებო. ეს ნიშნავს, რომ უფუნქციო ვარ, უნდა ვისეირნო შუბით, ვიარო და ვილაპარაკო სისულელეები ბიუჯეტის ხარჯზე და მოვიწყო ტკბილი სიბერე და რეალური პრობლემები არ მაინტერესებსო.
აბა რაში გვინდა ჩვენ პრეზიდენტი? - იმისთვის ხომ გვინდა, რომ როდესაც უჭირს მოქალაქეებს გვერდში დაუდგეს. კი ბევრი ფუნქცია არ აქვს, მაგრამ დარჩა მთავარი ფუნქცია და თითოეული მოქალაქის ადვოკატი უნდა იყოს.
თუ არაფერი აინტერესებს, კი ბატონო იაროს შუბით და სისულელეებს მაინც ნუ ილაპარაკებს. შევეგუოთ, რომ ხარჯი გაწეულია და ეს 6 წელი ზარატუსტრას ლეშივით უნდა საქართველომ და ქვეყანამ ვატაროთ.
მე პირადად არაფერს და სასიკეთოს არ ველოდები მისგან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.