ე.ი. მივედი ონკანებამდე
მაინტერესებს სად ვიყიდო, კარგი ხარისხის ონკანები ადამიანურ ფასად.
ვიყავი დემასში და წერეთელზე, მანახეს გროჰეს ფირმის ონკანები.
მაგალითად ხელსაბანისთვის ყველაზე იაფიანი 125 ლარიანია, ასევე ყველაზე პატარაც, რაც არ გამომადგება. ნუ 125 ლარი მისაღები ფასი აღმოჩნდა ერთი შეხედვით, მაგრამ საქმე იმაშია რომ მხოლოდ ხელსაბანისთვის კი არა, დუშისთვისაც მჭირდება ონკანი, ( რომელიც ერთ სისტემად არ არის და შემრევი თუ სწორად მახსოვს 174 ლარი მითხრეს და ცალკე დუშის შლანგი, ყურმილი და სიმაღლის სარეგულირებელი 90 ლარი ყველაზე იაფი.
ასევე სამზარეულო ონკანი 140 ლარი ( თუ არ ამერია )
მჭირდება ასევე ხელის ბიდე, თუ როგორც ქვია, კედელზე დასამონტაჟებელი, 55 ლარიო რომ მითხრეს გამიხარდა, აღმოჩნდა მხოლოდ შლანგი და თავი ღირს მაგდენი და ამასაც ცალკე შემრევი ჭირდება რომელიც ისევ ას რაღაც ლარი ღირს
ჯამში 840 ლარი გამოდიოდა
რა თქმა უნდა გროჰეს ფირმისვე 840 ლარიანი მხოლოდ ერთი შემრევიც ბევრი ეწყო იქ, მაგრამ ნუ
ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის

რომელიც ამხელა თანხას ნამდვილად ვერ შეწვდება , მინდა ვიყიდო უფრო ნაკლებ ფასად ვიდრე 850 ლარია.
ამიტომ ვრცლად კი გამომივიდა, მაგრამ გთხოვთ, იქნებ დამაკვალიანოთ თუ სად შეიძლება კარგი ხარისხის, ( მთლად ელიავას 20 ლარიანი კრანების ყიდვაც არ მინდა, ყოველ თვე რომ უნდა ვცვალო ) ონკანების ყიდვა
მადლობთ
This post has been edited by Salome_L on 2 Nov 2011, 20:47