http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=5557&Itemid=1რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ ხელმძღვანელმა იური ვაზაგაშვილმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა ოქტომბრის შუა რიცხვებში შეუწყდათ. სამოქალაქო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი მათ მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის აღება გახდა.
ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ივანიშილის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრძანებულების მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ვაზაგაშვილის განცხადებით, [/B]არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ასევე შეუერთდება სოლიდარობის აქცია და ივანიშვილის „ბანკ ქართუში“ ანგარიშს გახსნიან.
[B]გარდა ამისა, კვირას, 11.30 საათზე საქართველოს მოსახლეობისა და ბიძინა ივანიშვილის სახელზე სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდიან