
სკოლის შენობა აგებულია 1900 წელს. მასში თავდაპირველად მოთავსებული იყო მიწისმზომელთა სასწავლებელი.
გასაბჭოების შემდეგ იგი გადაკეთდა შრომითი პროფილის, შემდეგ კი გაიყო მე-18 და 25-ე საშუალო სკოლებად. 1943 წლიდან 1954 წლამდე იწოდებოდა მე-7-ე ვაჟთა, 1954 წლიდან ქალ-ვაჟთა სკოლების გაერთიანების შემდეგ კი 53-ე სკოლად.
საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1940 წლის 20 ნოემბრის ბრძანებულებით სკოლას მიენიჭა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი, რომელსაც იგი დღემდე ატარებს.
1966 წელამდე სკოლას ხელმძღვანელობდა ანდრო მჭედლიძე.
1966 წლიდან 2003 წლამდე სკოლას ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი ქალბატონი ლამარა მარგველაშვილი. 2003-2006 - ზაალ სამადაშვილი, 2006-წ007- ქეთევან გვაზავა, 2008 წლიდან - გიორგი კაშია.
განათლების სამინისტროს 1998 წლის 17 თებერვლის N30 ბრძანების საფუძველზე სკოლას მიენიჭა საუნივერსიტეტო სკოლის სტატუსი.
1968 წელს აშენდა სასწავლო კორპუსი, 1985 წელს დამხმარე ნაგებობა (სპორტული დარბაზი, კვების ბლოკი, სააქტო დარბაზი), 1987 წელს საცურაო აუზი.
1993 წლიდან სკოლა იუნესკოსთან ასოცირებული წევრია.
სკოლაში ფუნქციონირებს საბალეტო, ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერების შემსწავლელი სტუდია, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის კლას-კაბინეტი, 1999-2000 სასწავლო წელს სკოლას მიენიჭა საუკეთესო სასწავლებლის სახელი.
====
სკოლის ძალიან კარგი წამოწყება:
http://eco53.com/ 
ესეც ფეისბუქის გვერდი
http://www.facebook.com/group.php?v=feed&s...OL/199223386816 * * *
ესეც ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://skola53.ge/