წავაწყდი ინტერნეტში. თავიდან მეთქი გავიღადავებ. მაგრამ კითხვისას სხვა რაღაცეებზე დავფიქრდი და ბოლოს გადავწყიტე გაგიზიაროთ. საშაყირო ვუალს იქით ბევრი დამაფიქრებელი ფრაზაც არის ტექსტში

---------
ძალიან ხშირად მშობლებს ეშინიათ ღიად ესაუბრონ საკუთარ შვილებს ამის შესახებ. ანალოგიური შიშები აქვთ შვილებსაც. ამის შესახებ ძმაკაცები და დაქალებიც კი მორცხვ დუმილს ამჯობინებენ. ამ ცოდვაში ჩავარდნისას ადამიანი გრძნობს აუტანელ სირცხვლისა და სულიერ შფოთვას. იგი საკუთარ თავს თავად იმწყვდევს კუთხეში და წარმოდგენა არა აქვს, რა მოიმოქმედოს. ამ დროს შეუძლებელია სულიერი სრულყოფილების კიბეზე ასვლა, თუ ამ ბინძურ ვნებაზე უარს არ ვიტყვით. აი რას გვთავაზობს მართ(ლ)მადიდებელი მამაო.
1. ის, ვინც ნძრევასთან ბრძოლა გადაწყვიტა, საკუთარ თავს მტკიცე სიტყვა უნდა მისცეს, რომ ამ ჩვევის დასაძლევას მხოლოდ ღვთის შეწევნას უნდა მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხსენებული დამღუპველი მიდრეკილების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი სურვილადვე დარჩება.
2. სხვა უწმინდური მიდრეკილების წინააღმდეგ ბრძოლის ანალოგიურად გამარჯვების საწინდარი იმ ფაქტის აღიარებაა, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის დაძლევა. ამის გაკეთება მხოლოდ ღვთის დახმარებით არის შესაძლებელი.
3. აუცილებელია ლოცვა. განსაკუთრებული სიძლიერით ღვთისმშობელი უნდა მოვიხსენიოთ, რომელიც უბიწოების დედოფლად ითვლება. თუ ტვინში ბნელი ზრახვა გაჩნდა, ღვთისმშობელს დახმარებისთვის, დაცვისთვის და ხსნისთვის მყისიერ უნდა მივმართოთ. თუ ეს ვედრება გულიდან იქნება წამოსული, მაშინ ღვთისმშობელი დაუყოვნებლად დაგეხმარებათ. ასე და ამრიგად ზრახვა ფუძეშივე იქნება აღკვეთილი, სწორედ ისე, როგორც ამას წმინდა მამები გვასწავლიან. სხვა სიტყვებით რომ ვთვათ, ნძრევის სურვილი მანამ იქნება აღკვეთილი, სანამ ჩვენ მის გათვითცნობიერებას შევძლევთ.
4. განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში, როდესაც ნძრევას თქვენი სხეულის ყოველი უჯრედი გთხოვთ, აუცილებელია პირჯვარის ინტენსიური გადაწერა და დაჩოქება იქამდე, სანამ ცოტათი მაინც არ მოგეშვებათ. ჩვეულებრივ ეს პროცესი არ გრძელდება დიდხანს, რამეთუ ხურუშის ეშმა ვერ უძლებს ვერც პირჯვარს და ვერც მუხლჩოქვას. როდესაც იგი ხედავს, თუ რა უკურეაქციას იწვევს ცდუნება, ეშმაკი უკანმოუხედავად გარბის.
5. ადამიანის ცხოვრების მთელი წესი უნდა იყოს გონივრული და მთლიანად კონტროლდებოდეს მის მიერ. აუცილებელია საკონტროლო ბარიერის აგება მასმედიის საშუალებების წინააღმდეგ (განსაკუთრებით ტელევიზიის, კინოს, მუსიკის). სწორეს ისინი მოგვიწოდებენ შემდეგისკენ -- "მოეშვი, აღეგზნე, ყველაფერს იოლად შეხედე, შენ დასვენებას იმსახურებ, კარგად მოკალათდი" და ა.შ. -- ეს ამცირებს ჩვენ წინაღობას ცდუნების ყველა სახეობისადმი, განსაკუთრების ბინძური სახის გადახრებისადმი. მასმედიის საშუალებები წარმოადგენენ იმ საკანალიზაციო სისტემას, რომლითაც ჩვენი გამოკვება უნდათ კარგად შეფუთულ და მიმზიდველი იდეებით დამუხტულ, მაგრამ დამპალი შიგთავსის პროდუქტებით, ისე, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. სახელდობრ, არ არის საჭირო ისეთი ფილმების ნახვა, სადაც გვხვდება ეროტიკული სცენები. სამწუხარო ის არის, რომ ფილმების უმეტესობაში ასეთი სცენები არის. ამიტომ ჯობია გქონდეთ ვიდეო და ეს მომენტები უბრალოდ გადაახვიოთ.
6. საჭიროა შევიზღუდოთ კვებითი რაციონი. ეს განსაკუთრებით ალკოჰოლს ეხება, რომელიც ერთიორად ამცირებს ადამიანის მედეგობას ბინძური ზრახვებისადმი.
7. არაა სასურველი აბაზანის მიღება, ხოლო საშხაპე პროცედურა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვამთავროთ. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ძველი გამოცდილი მეთოდი, რომელიც ცივი შხაპის მიღებაში მდგომარეობს. დილით, მაღვიძარის გამორთვისთანავე, საჭიროა დაუყოვნებლივ წამოვდგეთ, გადავიწეროთ პირჯვარი, იესოს სახელზე ლოცვა წავიკითხოთ და დავიჩოქოთ. ყოვლად დაუშვებელია საწოლში კოტრიალი.
8. თავი უნდა შევიზღუდოთ ძილში, რათა საღამოსკენ მაქსიმალურად გამოსავათებულები ვიყოთ. თანამედროვე ადამიანები ისედაც ზედმეტი ძილისკენ არიან მიდრეკილნი. თუ ჩვენ ძილს გამოწვევას გამოვუცხადებთ, ამან შეიძლება ძალიან შეგვიწყოს ხელი ნძრევაზე ხელის აღების საქმეში.
9. ბიჭთან (გოგოსთან) პაემანის დანიშვნა აუცილებელია ხალხმრავალ ადგილას, რათა უნებურად ისეთ საქმიანობას არ მივეცეთ, რომელიც ჩვენ აღგზნებადობას გაზრდის და შესაბამისად ბინძურ ზრახვებს წარმოშობს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენ ტვინში ისეთ ბინძურ მუხტად დაილექება, რომელიც უბრალოდ გვაიძულებს დანძრევას. ზოგადად პაემნები აბსოლუტურად უბიწო უნდა იყოს, რათა ახალგაზრდებმა ერთმანეთის აღგზნება ვერ შეძლონ. ეს იდეა არის რევოლუციური ჩვენი ახალგაზრდობისთვის, თვით მართლმადიდებელი ახალგაზრდობისთვისაც კი. პრობლემა კი იმაშია, რომ მათ ამ კუთხით არავინ გვაძლევს რჩევებს, რომლებიც აუცილებელია.
10. ცუდი არ იქნება მონაზვნების ნაცადი ხერხის გამოყენება, რასაც ზრახვათა აღსარებას ვეძახით. უბრალო აღსარება და ზრახვების გულწრელი გაზიარება ნძრევის მუხტს ერთიორად ჩაკლავს.
11. მამოსთან რომ მიხვალთ უთხარით, ნძრევა მინდოდა და თავი შევიკავე. მაშინ ადვილად მოგეტებათ. ხოლო თუ იტყვით, ნძრევით დავკავდი და ახლა რაღა მეშველებაო, მაშინ ვაი თქვენს პატრონს.
შედგენილია აშუშუში,
2002 წელს
----------
პოლის გაკეთება დამავიწვდა, ამიტომ აქ დავწეროთ, ვინ ვანძრევთ, ვინ არა და ვინ აღარ... და როგორ მოხერხდა ნძრევის ეშმაზე გამარჯვების მიღწევა?!