22 წლის ბიჭი - მირზა გოჩუაძე - 2014 წლის ოქტომბერში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მიერ ნასროლი ტყვიით დაიღუპა.
ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის მთავარ ოპოზიციას ეს ძალიან მძიმე ფაქტი არ გამოუყენებია პოლიტიკური მიზნებისთვის, არ დაუწყია ამ ფაქტით სპეკულაცია. ივანიშვილის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის გამალებული დევნის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები ამაზე არ წასულან. არავის უთქვამს ბიძინა ივანიშვლი მირზა გოჩუაძის მკვლელიაო.
გავრცელებული ინფორამციით, გოჩუაძე ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, პოლიციელმა მას მანქანის გაჩერება სთხოვა, არ დაემორჩილა და გასროლაც სავარაუდოდ ამის შემდეგ მოხდა .
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცუდი ამბავი თავადაც დაემართა, ივანიშვილის მთავრობა უტიფრად არ იშლის, მეტიც - ახალი შემართებით სპეკულირებს კორტებთან ჩატარებული ოპერაციით და ახლა უკვე მამა-შვილ ვაზაგაშვილების საქმით . ამას ის არ აკეთებს სამართლიანობის აღდგენისთვის, ამას აკეთებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი ისტერიკის აგორებისთვის,პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის, საზოგადოებაში დაპირისპირების გამძაფრებისთვის, თავისი მორიგი ბნელი ზრახვების განხორციელებისთვის.
ეს არის ინფორმაცია ფაცედან, სადაც სურათიც დევს.
ვინ იცის მეტი ამის შესახებ?
This post has been edited by onavara on 4 Feb 2015, 23:01