ქართველ ექსპერტთა ხედვა: ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრი, ალასანია - პრეზიდენტი, უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე "მას შემდეგ რაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ის ამტკიცებს, რომ ჯერ პარლამენტში მოვა უმრავლესობით და შემდეგ ხელისუფლებაში. მან ისიც განაცხადა, რომ საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმოუდგენია და პრეზიდენტობა ამ ეტაპზე არ სურს. ბუნებრივია, ჯერ არავინ იცის, მოხდება თუ არა ასე და მოახერხებს თუ არა ივანიშვილი ქვეყნის სათავეში მოსვლას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი თავის დანაპირებს შესარულებს, მას, როგორც პრემიერს დასჭირდება გუნდი და ადამიანები სხვადასხვა თანამდებობებზე. "რეზონანსმა" ქართველ ექსპერტებს სთხოვა შეეფასებინათ ივანიშვილის გუნდში თუ ვის რა თანამდებობაზე ხედავენ და როგორ აფასებენ მის გარემოცვაში მყოფი ადამიანების პოტენციალს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მომავლის ქრონიკა" / ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრი, ალასანია - პრეზიდენტი, უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე.
"მიუხედავად ამისა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი თავის მომავალ გეგმებზე ღიად საუბრობს, მას ისიც ექნება ნაფიქრი, ვის რა პოსტი შეიძლება შესტავაზოს და რომელი უწყება შეიძლება ჩააბაროს. შესაბამისად, "რეზონანსმა" თავს უფლება მისცა ქართველი ექსპერტებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა ეთხოვა. აღსანიშნავია, რომ სამივე ექსპერტი, რომელთაც "რეზონანსი" ესაუბრა - გია ნოდია, გია ხუხაშვილი და რამაზ საყვარელიძე - ამა თუ იმ პოლიტიკოსს ერთსა და იმავე თანამდებობაზე ხედავენ! ივანიშვილი - პრემიერ მინისტრი, ალასანია - პრეზიდენტი, უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე", - აღნიშნავს გამოცემა.
"ალბათობა, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, არ არის მაღალი, მაგრამ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ. ივანიშვილი პრემიერად, როგორც მან განაცხადა კიდეც, ეს არის მთავარი პოზიცია სინამდვილეში. ალასანია პრეზიდენტად, თუკი ივანიშვილი პრემიერი იქნება. ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებს დარჩებათ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი - უსუფაშვილი რომ აირჩიონ პარლამენტის ტავმჯდომარედ, ლოგიკური იქნებოდა ასეთი განაწილება. რაც შეეხება ხიდაშელს, ის, ალბათ, რომელიმე უწყების მინისტრად დაინიშნება. იუსტიციის მინისტრობაზე დიდი რიგი იქნება, ბევრი იურისტი ჰყავთ, შესაძლოა შს მინისტრად განვიხილოთ ხიდაშელი, არ ვიცი. რაზეც ვისაუბრეთ, ეს ძალიან სათუოა, ამაზე საუბარი ნაადრევია და მხოლოდ თეორიაა, თუმცა ასეთი განაწილება ლოგიკურია ნამდვილად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ნოდია.
"ჩვენი საუბარი არის თეორიული. ვნახოთ ჯერ რა ალიანსები შედგება და როგორ განვითარდება მოვლენები - ეს გუნდი წავა არჩევნებზე თუ ვინმე დაემატება ან გამოაკლდება... ვფიქრობ, რომ ალასანია მზარდი პოლიტიკოსია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან დიდი იმედები, მერე საზოგადოებაში ეს იმედები გარკვეულწილად გაქარწყლდა, ის აქტიურია და შეიძლება ვიხილოთ ნებისმიერ თანამდებობაზე, ის ნელ-ნელა ჩამოყალობდა სახელმწიფო მოღვაწედ. ალასანია არის კლასიკური პოლიტიკოსი, ამიტომ, ვფიქრობ, მისთვის გზა ხსნილია უმაღლეს თანამდებობაზეც კი და სიმართლე გითხრათ კონკრეტულ თანამდებობას მას არ მოვარგებდი - ის შეიძლება ვიხილოთ თუნდაც პრეზიდენტის პოსტზე. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მე მგონი საზოგადოებაში მისი როლი გარკვეულია და აქ ყველაფერი ნათელია - ის არის ძალიან კარგი იურისტი, ძალიან პრინციპული ადამიანი და შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ რომ ის უფრო სამართალდაცვითი მიმართულებით შეიძლება წავიდეს - იგივე იუსტიციის სამინისტროში, შს სამინისტროში, პროკურატურაში. ახლა ისეთ რამეს ვამბობ, ძალიან ბევრს, ალბათ, შეაჟრჟოლებს, რადგან თინა ხიდაშელი პროკურორი ძალიან ბევრისთვის ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"რაც შეეხება უსუფაშვილს, წეღან იუსტიციის მინისტრი ვახსენეთ და დავით უსუფაშვილი არის საკმაოდ იშვიათი გამონაკლისი - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ამასთანავე ის არის ბრწყინვალე იურისტი. აქედან გამომდინარე, უსუფაშვილი ძალიან კარგი არჩევანია. დავით უსუფაშვილი შეგვიძლია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზეც განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელებთან ჩვენ პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს მათ პარტიულ წარმატებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არის ბევრი პიროვნება, რომელსაც აუცილებლად მოეძებნება ადგილი მომავალ მთავრობაში", - დასძენს გია ხუხაშვილი.
"თქვენ ახლა ძალიან შარიანი ამბის პროგნოზირებას მთხოვთ. არ ვიცი, რა გითხრათ, რადგან ძალიან დიდი დროა წინ. თუ მაინც უნდა გამოვთქვათ ვარაუდები, იმ გუნდის მიხედვით რაც დღეს ივანიშვილის გვერდით დგას, მაშინ თავად ივანიშვილი, როგორც თავად განაცხადა, პრემიერ-მინსიტრი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი წარმომიდგენია, ირაკლი ალასანია პრეზიდენტად. დავუშვათ ეკა ბესელიას ერგო ან მთავარი პროკურორის პოსტი ან იუსტიციის მინსტრის. თინა ხიდაშელი მერად მესახება, ჩემი ბოლო ხანების ასოციაციის მიხედვით, მას უფრო მერიაში ვხედავ - იმედია, არ გამინაწყენდება, რადგან მერობა მინისტრობაზე ნაკლები ნამდვილად არ არის. ისე აღვნიშნავ, რომ ამაზე საუბარი ახლა ძნელია. თითქმის დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შიცვლება, კიდევ უფრო მეტი ადამინაი გაჩნდება იოვანიშვილის გრშემო და გაიზრდება კონკურენცია თითოეულ პოსტზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მასეთი ექსპერტი მეც კი ვარ

ამის მერე თუკიმართლა ასე მოხდა ზალაუფლების გადანაწილება კიდევ იტყვიან რომ საქართველოში რუსეთუმე ხელისუფლება მოვა???

პ.ს ნაცებს ჩავაბაროთ დასუფთავება და წყალკანალი, უყვართ მაგათ შადრევნების ყურება
This post has been edited by forumeli64 on 5 Nov 2011, 12:26
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...