მე მაინც ქართულად ვეცდები დაწერას,
ცოტა დრო რომ დაგიზოგოთ

შემდეგი წესი :
ელემენტების ბალანსიგადასაღებად თუ აირჩიეთ მხოლოდ ერთი ობიექტი, ცენტრისგან მოშორებით ჯობია განათავსოთ , ეს უფრო საინტერესოს გახდის ფოტოს.
თუმცა დანარჩენი ნაწილი "მოშიშვლებული" , სიცარიელის შესავსებად ამ ნაწილში მოახვედრეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტი.
მაგალითად ისე, როგორც ამ ფოტოშია.

საგზაო ნიშანი მთავარი ობიექტია და მისი მარჯვნივ მოთავსება განსხვავებულ ელფერს აძლევს ფოტოს. მარჯვნივ დარჩენილი სიცარიელის შესავსებად კი , შენობა გამოიყენა ფოტოგრაფმა
* * *
F1veGeo-GeoLilith-LesTaT-NikolOzzIn-i-c-kმადლობთ მხარდაჭერისთვის
იქნებ პირადი გამოცდილებიდან გვირჩიოთ პატარა წესები

მე გავაგრძელებ :
წესი :
Leading Linesთუ გინდათ თქვენს გადაღებული ფოტოზე ყურადღებით მოატაროს მზერა მნახველმა, გამოიყენეთ ბილიკი,ზოლი , მდინარე, მოკლედ უწყვეტი ხაზები. ადამიანის თვალი ძალაუნებურად მიჰყვება ამ ხაზებს და ამ დროში ბევრ ისეთ ობიექტს ამჩნევს ფოტოზე , რასაც ზედაპირული შეხედვისას ვერც კი შეამჩნევდა. მაგალითად ეს ბილიკი :

იქნება ეს დიაგონალური , ზიგზაგური თუ ნებისმიერი ფორმის ზოლები, ამით მოახერხებთ მნახველის თვალმა "იმოგზაუროს" ფოტოს გარშემო

იგივე მეთოდია გამოყენებული ამ ფოტოშიც: