"თანამდებობის პირთა" ნუსხა ფართოვდება."თანამდბობის პირები" არიან პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და მათი მოადგილეები ; მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე და ა.შ.
ასევე, აქამდე თანამდებობის პირებად სამინისტროებიდან მხოლოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი შედიოდა.
"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით კი ზუსტდება, რომ
თანამდებობის პირები იქნებიან როგორც სამინისტროების დეპარტანტების ხელმძღვანელები, ასევე, მათი მოადგილეები, სამმართველოს ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები.შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ თანამდებობის პირებად განსაზღვრულმა პირებმა ქონებრივი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს 2 თვეში უნდა წარუდგინონ. იმავდროულად, მათ საჩუქრების მიღებისას გარკვეული ლიმიტები დაუდგინდებათ და ა.შ
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე არიან.
_________________________________________________________
ვისაც ეს იურიდიული დეტალები არ ესმის მარტივად განვუმარტავ თუ რატომ არის კანონმდებლობის ეს ცვლილება ნაც-მოძრაობის მიერ თავის თავისთვის მორგების მცდელობა...
მოგეხსენებათ რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტს არ შეუძლია რამენაირად მატერიალურად დაეხმაროს (ან თუნდაც დაპირდეს) მოსახლეობას. თუ ის ამას მაინც გააკეთებს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ეს აღიქმება ამომრჩევლის მოსყიდვათ და ითვალისწინებს ამ სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნას! (ახლა ცვლილებებს რო იხილავს ბიძინას მოსვლის შემდეგ ნაცები იქ გამკაცრებულია სასჯელი და საერთო სისხლის სამართლის დანაშაულად გაყავათ

)
ახლა რაც შეეხება თანამდებობის პირების როლს ამ საკითხში... როგორც მოგეხსენებათ ამ ცვლილებებამდე თანამდებობის პირები იყვნენ ძალიან ცოტანი (მართლა ვინც არიან ანუ პრეზიდენტი, მინისტრები, მათი მოადგილეები და ა.შ.)... თანამდებობის პირს კი შეუძლია დარჩეს თანამდებობაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ის წამოაყენებს თავის კანდიდატურას არჩევნებისთვის და გახდება საარჩევნო სუბიექტი... ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ჩვეულებრივ თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დაემხარნნონ მოსახლეობას, გზა დაუგონ და ა.შ. და თან კენჭი იყარონ იმავე რაიონში... ასეთ უამრავ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2010 წლის არჩევნებში, მაგალითად როცა უგულავა მერის თანამდებობაზე იყო და ისე მართავდა საარჩევნო კამპანიას რომ თან მერი იყო, ასევე კახეთის ყველა რაიონში მაშინდელი გამგებლებს ქონდათ დაყენებული კანდიდატურები ზსუტად იმავე რაიონებში სადაც გამგებლები იყვნენ და თან გამგებლებად რჩებოდნენ და ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საქმიანობას, ასევე იყო საქართველოს უმეტეს რეგიონებში. განსხვავება უბრალოდ ის არის რომ ადრე თუ ცოტანი იყვნენ თანამდებობის პირები ახლა ძალიან ბევრნი არიან და ამ რესურსს ხელისუფლება გამოიყენებს ამომრჩევლების მოსასყიდად...
რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს საქართველოში მაჟორიტარულ არჩევნებში. მაშინ როცა ივანიშვილს ფაქტიურად არ ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ თავისი ფული დახმარებისთვის გამოიყენოს!
აქვე ჩამოვთვლი იმ კანონების ნუსხას რომელიც ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ თავის თავზე მორგების მცდელობისთვის მიიღეს...
1. 8იანის 2 წვერთან მიღწეული "შეთანხმების" თანახმად იურიდიულ პირებს გაუზარდეს დაფინანსების მიღების ლიმიტი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე (იმიტომ რომ ოპოებს მაგდენი ფული არ ქონდათ), ხოდა შემოვიდა ივანიშვილი და უფს

მთლიანად გააუქმეს იურიდიული პირებიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.
2. გაამკაცრეს ფულადი დაპირების შესახებ სასჯელი, რაც დამატებით ბერკეტებს ქმნის და უფრო საფრთხილოს ქმნის ოპოზიციის ქმედებებს, განსაკუთრებით მაშIნ რომ ხელისუფლებას ყურს ისე აბავს კანონს როგორც უნდა...
3. აღნიშნული ბოლო ცვლლება რომელმაც გაზარდა თანამდებობის პირთა ჩამონათვალი...
თუ რამე გამომრჩა თქვენ ჩაამატეთ...
პ.ს. გაგრძელება იქნება დარწმუნებული ვარ...
პ.პ.ს. ეს ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე ვინ ტრულაილები არიან ყველა კანონპროექტები რო "მათი ინიცირებულია?"
იმედია არასამთავრობოები ამ ფაქტებს ინიშნავენ და რეპორტებში იქნება წლის ბოლომდე!!!
This post has been edited by MacBook on 6 Nov 2011, 18:21