მოდელ მირანდა კერის და მის მილიარდერ საქმროს ქორწინებამდე სექსი არ აქვთ
დასავლური პრესა ააჭრელა ახალმა ამბავმა ავსტრალიელი ლამაზმანის მირანდა კერისა და ამერიკელი მილიარდერის ევან შპიგელის შესახებ. წყვილი უკვე წელიწადზე მეტია ხვდება ერთმანეთს და გასული წლის ზაფხულიდან დანიშნულებიც არიან, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობისგან თავს იკავებენ.
"ის ძალიან ტრადიციულია. ჩვენ უბრალოდ ვიცდით, იქამდე, სანამ დავქორწინდებით" - გამოტყდა Victoria's Secret-ის ყოფილი "ანგელოზი" The Times of London-თან ინტერვიუში.
სხვათაშორის, მსგავსი აღიარებები უცხო არ არის მოდელისთვის: ის წლების წინ იმაშიც გამოტყდა, რომ ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ორლანდო ბლუმს შეხვედრებიდან ექვს თვეში აკოცა პირველად.
Snapchat-ის დამფუძნებელი 26 წლის შპიგელი და ცნობილი მოდელი ივლისში დაინიშნენ. ამერიკელი ევან შპიგელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია - 26 წლის ასაკში 4 მილიარდი დოლარის მფლობელია. შპიგელმა რამდენიმე წლის წინ პოპოულარული სერვისი Snapchat დაარსა და დღემდე რჩება კომპანიის გენერალურ დირექტორად.
ევან შპიგელი და მირანდა კერი წელიწადზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს. შპიგელთან შედარებით მოდელის ქონება მოკრძალებულია, თუმცა ის "ფორბსის" რეიტინგის თანახმად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღურებადი მოდელია - კერის შემოსავლი 5,5 მილიონი დოლარია.
..................................................
აბა რას ფიქრობთ ამაზე აქაური საზოგადოება საინტერესოა?
გოიმები არიან?
http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/1...i-ar-aqvth.html This post has been edited by siml11 on 12 Feb 2017, 22:14
მიმაგრებული სურათი