მიკვირს რომ აქამდე ეს თემა არ იყო ამას წინად იყო სანაფირო დაცვაზე. ხო და გადავწყვიტე ეს თემაც გამეხსნა.
დაარსება საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დღევანდელი ადგილმდებარეობა განპირობებულია ქვეყნის ისტორიული წარსულით.
1922 წლიდან 1991 წლის ჩათვლით საქართველოს, როგორც საბჭოთა რესპუბლიკას, სახელმწიფო საზღვარი გააჩნდა მხოლოდ თურქეთთან, ხოლო დანარჩენი საზღვრები ადმინისტრაციული დანიშნულების იყო. 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აქტიურად დაიწყო სასაზღვრო ძალების შექმნა, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ჩამოყალიბება.
1992წ. 8 აგვისტოს ძალაში შევიდა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ.
საქართველოს სასაზღვრო სამსახური შეიქმნა 1992 წელს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არსებული მთავარი სამმართველოს სახით. სამმართველოს უფროსად გენერალ-მაიორი პ. გიორგაძე დაინიშნა.
1993წ. 16 ივნისს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა ვ. ჩხეიძე.
1994წ. ივლისში, საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო გამოეყო თავდაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სახით, ხოლო 1996წ. მარტში, სახელმწიფო დეპარტამენტის სტატუსი მიიღო.
1998წ. მიღებული იქნა კანონი “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს სასზღვრო სამსახურის ამოცანებს და ფუნქცია-მოვალეობას.
1998წ. შეიქმნა სანაპირო დაცვის სამსახური.
1999წ. შეიქმნა სასაზღვრო ავიაცია.
1999წ. ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ბოლო სასაზღვრო ნაწილმა დატოვა საქართველო და სასაზღვრო ძალებმა დაიწყეს სახელმწიფო საზღვრის კონტროლი.
2004წ. 11 თებერვალს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო სტატუსით შევიდა.
2004წ. 24 თებერვალს გენერალ-მაიორი ბადრი ბიწაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა
2006წ. 28 ივნისიდან შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი საქართველოს შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციად გარდაიქმნა.
სტრუქტურა.სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი
სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო
სწრაფი რეაგირების რაზმი
მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი
სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი
ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე
ესეც სასაზღვრო პოლიციის გერბი. და ოფიციალური საიტი
http://www.gbg.ge/
მიმაგრებული სურათი