#28198224 · 7 Nov 2011, 02:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია” აცხადებს ნაშრომების მიღებას თემაზე: „საქართველო და თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს(როგორც ბაკალავრიატის, აგრეთვე მაგისტრატურის). აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში შესაძლებელია თემის სხვადასხვა საკითხზე მორგება და მისი სხვადასხვა მიმართულებით ინტერპრეტირება. ღონისძიების ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა. პროექტის მხარდამჭერები არიან ქ.რუსთავის მერიის „სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახური“ და „რუსთავის კულტურის ცენტრი“. ნაშრომის შერჩევის ეტაპები: პირველ ეტაპზე, მიღებული განაცხადებიდან კომპეტენტური ჟიური შეარჩევს 15 საუკეთესო ნაშრომს, რომელთა ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატები და მიეცემათ საშუალება გააკეთონ მოხსენება აუდიტორიის წინაშე. მეორე ეტაპზე კი გამოვლინდება 3 საუკეთესო მონაწილე, რომელნიც სერთიფიკატების გარდა დაჯილდოვებულნი იქნებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი 150 ლარი; II ადგილი 100 ლარი ; III ადგილი 50 ლარი
ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები: ნაშრომის მოცულობა: 7 – 15 გვერდი შრიფტის ზომა - 12, სქოლიო – 10 დაშორება - 1,15 შრიფტის სახე – Sylfaen ნაშრომს თან უნდა ახლდეს ავტორის რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გამოაგზავნოთ ნაშრომები მისამართზე: regionalyouth@yahoo.com 2011 წლის 15 ნოემბრამდე (18:00 საათამდე)
|