რადგან არ ვიცი სად დამეწერა ეს ისტორია ვხსნი ამ თემას, დავხურავ როგორც კი ამოწურავს თავის თავს
****
ეს ისტორია ჯარისკაცზეა რომელიც ვიეტნამიდან შინ დაბრუნდა, მშობლებს სანფრანცისკოდან დაურეკა.
"დედა, მამა სახლში მოვდივარ, მაგრამ სათხოვარი მაქვს თქვენთან. მეგობართან ერთად ვბრუნდები სახლში."
"რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავიცნობთ მას."
"კიდევ არის რაღაც რაც უნდა იცოდეთ, ჩემი მეგობარი მძიმედ დაიჭრა ომში, ნაღმზე დააბიჯა და აფეთქდა, რის შედეგადაც დაკარგა ხელი და ფეხი. ახლა წასასვლელი არსად აქვს, ამიტომ მინდა ჩვენთან იცხოვროს."
"ძალიან ვწუხავრთ შვილო მის გამო, იქნებ დავეხმაროთ იპოვნოს საცხოვრებელი სხვაგან."
"მე მინდა რომ მან ჩვენთან იცხოვროს"
"შვილო"უთხრა მამამ "შენ არც კი გესმის ახლა რას გვთხოვ. ქმედუუნარო ადამიანი დიდი ტვირთი იქნება ჩვენთვის. ჩვენ გაქვს ჩვენი ცხოვრება და არ შეგვიძლია ასეთ შემთხვევას მასში ჩარევის უფლება მივცეთ. ვფიქრობთ უბრალოდ უნდა დაივიწყო ეგ ბიჭი და სახლში დაბრუნდე, ის კი იპოვნის თავის გზას."
ამის შემდეგ ტელეფონი გათიშა შვილმა, მშობლებს მისგან აღარაფერი სმენიათ. თუმცა რამდენიმე დღეში სანფრანცისკოს პოლიციიდან დაურეკეს:
"თქვენი შვილი შენობის სახურავიდან გადმოხტა, გთხოვთ მობრძანედეთ ცხედრის ამოსაცნობად"
დამწუხრებული მშობლები ქალაქის მორგში მიიყვანეს, ცხედარი ამოიცნეს მაგრამ მას ხელი და ფეხი არ ჰქონდა.