


დამატებითი ინფორმაციაბოლო 10-12 წელია, ევროპის სხვადასხვა კომიტეტები და ექსპერტი სამუშაო ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და დიდ დროს უთმობენ შექმნან საერთო მოხმარების ერთიანი ევროპული სტანდარტები - რემონტისა და რკინაბეტონის გაძლიერება - გამყარების საკითხებში.
დღეს ეს პროცესი და მთელი რიგი სტანდარტების გაწერა თითქმის დასრულებულია. არსებითად, ევროკავშირის ქვეყნების მიზანი იყო ეროვნული სტანდარტები ჩაენაცვლებინათ ახალი ერთიანი ევროპული სტანდარტებით, რომელსაც EN 1504 სტანდარტი ეწოდება. დღესდღეობით, ამ სტანდარტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც კი.
სტანდარტი EN 1504 ოფიციალურად აღიარებულია, როგორც ყველაზე ოფიციალური სახელმძღვანელო, რემონტისა და რკინაბეტონის გაძლიერება - გამყარების საკითხებში. ევროპული სტანდარტი EN 1504 დაყოფილია 10 ძირითად თავად (ქვეკატეგორიებად) და დაახლოებით 65 შემოწმების მეთოდების სტანდარტებად. EN 1504-ის ოფიციალური პრეზენტაცია საჯაროდ შედგა 2000 წელს და 2009 წლის დასაწყისიდან კი გახდა აუცილებელი დირექტივა, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიმართ.
Sintecno მყარად იცავს EN 1504 სტანდარტებს და ჩვენი ყველა პროდუქცია მზადდება ამ სტანდარტზე დაყრდნობით.
დამატებითი ინფორმაცია