http://ghn.ge/news-53956.htmlმიხეილ სააკაშვილი: საქართველოში facebook-მა დაჯაბნა odnoklassniki, რადგან პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი აღარ გვაქვს თბილისი 20:03 - 07.11.11 "ჯი-ეიჩ-ენი"
საქართველოს, როგორც არასდროს, ახლა სჭირდება შრომითი რესურსები ყველა ასაკის კატეგორიაში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ხალხი.
"მთავარი გამწევი ძალა უნდა იყოთ თქვენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები აქტიურად იყვნენ სოციალურ მედიაში, რადგან იქ ცოდნაა. დღეს იდეოლოგიური ბრძოლა მიდის მედიაში. "ოდნაკლასნიკი" შეიქმნა იმისთვის, რომ გაეგოთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში რა კლიშეები მოძრაობდა, რა მოახდენდა გავლენას პოსტსაბჭოთა ადამიანებზე, მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ, თუ რა ხდებოდა ყველა რესპუბლიკაში. სხვათ აშორის საქართველოში ძალიან მოდაში იყო,
თუმცა ახლა "ფეისბუქმა" დაჯაბნა, იმიტომ რომ მენტალიტეტით ჩვენ აღარ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა", - განაცხადა სააკაშვილმა და მოსწავლეებს მიმართა: "ძალიან მნიშვნელოვანია სისტემურები გახდეთ, იმიტომ რომ ქართველებს გვიყვარს შედეგი".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...rda-mkhars.html"თავისუფალმა საქართველომ” გამოკითხვა ჩაატარა14:32 08-11-2011
სოციალურ ქსელ ფაცებოოკ-ზე "თავისუფალი საქართველოს" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უმეტესობა ბიძინა ივანიშვილის პარტიას დაუჭერდა მხარს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს, 1,124 გამოკითხულიდან ხმები ასე გადანაწილდა.
1. ქართული ოცნება (ბიძინა ივანიშვილი) 30.16%
2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (მიხეილ სააკაშვილი) 21.53%3.თავისუფალი დემოკრატები (ირაკლი ალასანია) 16.99%
4.თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) 10.77%
5.ქდმ (გიორგი თარგამაძე) 7.56%
6. წარმომადგენლობითი სახალხო კრება (ნინო ბურჯანაძე) 2.40%
7.ლეიბორისტული პარტია (შალვა ნათელაშვილი) 2.14%
8.ეროვნული ფორუმი (გუბაზ სანიკიძე) 1.25%
9.ეროვნული საბჭო (ზვიად ძიძიგური) 0.44%
10.სხვა 6.76%
1005 გამოკითხულიდან, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, მხარს დაუჭერდა შემდეგ კანდიდატებს:
1.ნათელაშვილი შალვა 11.34%
2.სააკაშვილი მიხეილი 11.24% 
3.გაჩეჩილაძე ლევანი 6.07%
4.გამყრელიძე დავითი 1.19%
5.სარიშვილი ირინა 1.19%
6.მაისაშვილი გიორგი 0.80%
7.არც ერთს 68.16%~თავისუფალმა საქართველომ~ ფაცებოოკ-ზე გამოკითხვები ჩაატარა სხვა საკითხებზეც.