რუსთავი 2-ის მიერ გადაკეთებული BBC-ის სიუჟეტი
ეს არის BBC-ის ლინკი, სადაც თავიდან დევს სიუჟეტი, რომელიც რუსთავი 2-მა კურიერში გაუშვა და თარგმნა.
მე ეს სიუჟეტი ვთარგმნე და იმ მნიშვნელოვან ნაწყვეტებს მოგაწვდით, რომელიც კურიერში გამოტოვებული იყო.
<
“ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრს, რომელსაც შეუძლია ალიანსი ჩაითრიოს რუსეთთან ომში” (ეს არის ზუსტი ციტირება, რომელიც საერთოდ ამოღებულია რუსთავი 2-ის ვერსიიდან, ისე კი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფრაზაა).
ახლა საქართველოში ძალაუფლებისთვის მებრძოლი ახალი მეტოქე გამოჩნდა. თავის პირველ პრესკონფერენციაზე ამ მილიარდერმა ფილანტროპმა რუსეთთან ომში ბრალი სააკაშვილს დასდო და მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების “განადგურებაში” დაადანაშაულა(დაახლოებით ასე ჟღერს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შესახებ გაკეთებული კომენტარი).
ასევე ჩართულია ბიძინა ივანიშვილის კომენტარი, რომელიც ასევე ამოჭრა რუსთავი 2-მა და არ გაუშვა, საერთოდ არ არის ნაჩვენები, რომ ივანიშვილს გაესაუბრა BBC-ის ჟურნალისტი.
ახლა კი რუსთავი 2-ის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ:
“BBC-ის შეფასებით 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ კვლავ პრობლემად რჩება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებულია. მიხეილ სააკაშვილი: ისინი ამ პრობლემების წინაშე დგანან. ეს მათთვის პოლიტიკური ჩიხია, აშკარად შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ, მაგრამ ნამდვილად შეიცვლება უკეთესობისკენ და იმედი გვაქვს, რომ გადავრჩებით როგორც ქვეყანა.
ომის თემაზე საუბრისას BBC-ის კორესპონდენტი ივანიშვილის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ახსენებს, სადაც მისი თქმით მილიარდერმა ბიზნესმენმა უცნაური და წინააღმდეგობრივი პოზიცია გამოხატა და ომის დაწყება საქართველოს დააბრალა. დემინი გენესი მოგვიანებით თავის სიუჟეტში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ყვება. რასმუსენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე BBC-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უპირობოდ პროდასავლურმა მთავრობამ კორუფცია დაამარცხა და დანაშაულის რიცხვი შეამცირა(ჩემი კომენტარი: შეგახსენებთ მსგავსი არაფერი თქმულა BBC-ის სიუჟეტში). მიხეილ სააკაშვილი: ეს არის საუკეთესო მაჩვენებლები ქვეყნისთვის, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ თუნდაც რუკაზე დარჩენილიყო. 7_8 წლის წინსაქართველო არ შემდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელსაც დამნაშავეები მართავდნენ”.
ეს სიუჟეტის ტექსტური ვარიანტია, რომელიც მე თავად დავწერე მოსმენისას და სიტყვაც არ გამომიტოვებია.
რუსთავი 2-ის სიუჟეტი არის ხალხისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მათი შეცდომაში შეყვანა. ვინც ინგლისური იცით შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ მოცემული ლინკი და შეადაროთ. გამოტოვეს კომენტარი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით-ეს დანაშაულია.
საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, რუსთავი 2-ის და მსგავსი ტელევიზიების დახმარებით, დღეს ხალხზე ზემოქმედება ხდება.
ეს სიუჟეტი myvideo.ge-ზე 18 საათიან კურიერში შეგიძლიათ იხილოთ, 18:19 წუთზე. ხოლო ეს ტექსტური ვერსია იმიტომ გავაკეთე, რომ ემიგრანტები ძირითადად ქართულ ვიდეო პორტალზე ვერ უყურებენ ტელევიზიას.
დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია, ორივე სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ.
http://sivrce.wordpress.com/2011/11/09/რ...