მე მგონი ტყუილად გაგვიხარდა ეს თემა >>
სააკაშვილი: ჩემთვის პრემიერობა საინტერესო არაა=
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=5683&Itemid=1საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ EurActiv-ის პოლონეთის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით გაცემული პასუხი განმარტა.
„ინტერვიუს ეს ნაწილი არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება იგი 2013 წლის შემდეგ, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ორი წლის შემდეგ და როგორ გაგრძელდება ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორცილებს. პრეზიდენტი ორიენტირებულია საქართველოს განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ბოლო წლებში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი - პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც, გვსურს განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია”