#28237197 · 9 Nov 2011, 19:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით! გვაქვს ასეთი დავალება: მოცემულია ცხრილი, რომლის ერთ გრაფაში ჩამოწერილია რელიგიები (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი), შემდეგ გრაფაში მათი ადგილმდებარეობა საქართველოში, რაც საკმაოდ ადვილია და მესამე სვეტში ძალიან მოკლედ, ცხრილს რომ შეესაბამება ისე, უნდა ჩავწეროთ როგორ ესმით ამ რელიგიებს ღმერთის რწმენა.
ფრიად გინება მომინდა, საკმაოდ შრომატევადი, ფართოდ განსახილველი და სადისკუსიო თემა გვაქვს დასაწერი და რა ჯანდაბად უნდა მისცე მეექვსე კლასელ მოსწავლეს დავალება, რომელზეც სოციოლოგია/ფილოსოფია/თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მთელ დღეს დახარჯავს?
იქნებ დამეხმაროთ და მცირე რჩევა მომცეთ, როგორ შეიძლება დაიწეროს ძალიან მოკლედ, ცხრილში ჩასატევად, თუ როგორ აგიქვამენ ღმერთს ან ღმერთის რწმენას სხვადასხვა რელიგიები?
პ.ს. დავალება ისტორიის საგანშია, რელიგია თემაა უბრალოდ.
This post has been edited by Wes on 9 Nov 2011, 19:41
--------------------
To Die To Run Away To Forget What I've Been To Erase My Past To Kill My Guilt
|