2 საათის უკან ჩემს სადარბაზოში დენი გაითიშა.
ხოდა სანამ ასე უშუქოდ ვიყავი ვიჯექი და სანთლის შუქზე ჩემს კატას ვეთამაშებოდი.
უცებ კატა წამოხტა და ლოჯიის გასასვლელისკენ გაიქცა,სანთელი აღარ გავიყოლე ისე გავყევი სიბნელეში .იქ ჩამრთველი დაზიანებულია და დენის სადენი ჩანს(მოგეხსენებათ დღევანდელი ეკ.პირობები,ვერა და ვეღარ შევაკეთებინე)ხოდა ხელის ცეცებით რომ მივდიოდი ამასობაში დენი მოვიდა,ერთი ის მახსოვს რომ უცებ გამინათდა თვალებში და უსულოდ დავეცი.რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ ვერ გეტყვით,ჩემი კატის კნავილმა გამომაფხიზლა.
გონს რომ მოვედი კარგად ,უცნაური ცვლილებები ვიგრძენი ჩემში,აშკარად ხილვები დამეწყო.სანამ მონიტორს მოვუჯდებოდი და ფორუმს გავხსნიდი უკვე გონებაში ვკითხულობდი ,ბურზოს გახსნილ თემას "დროებითი შეზღუდვები პოლიტ განყოფილებაში მოიხსნაო".არ დავიჯერე.ჰა შემოვედი და მართლაა ეს თემა, თან უკვე მეხუთე გვერდზე .კიდევ რაღაც დეტალები განვჭვრიტე წინასწარ,ნუ აღარ მოვყვები,მაგრამ გაოცებას ვერ ვმალავ.აშკარად დენის დარტყმის მერე ახალი უნარები შევიძინე.
ჯერ ჯერობით აღფრთოვანებული ვარ ამ სიახლით
მოდერს ვთხოვ ნუ ჩამიშხამებს