nika_144
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3372
წევრი No.: 13256
რეგისტრ.: 1-October 05
|
#28239563 · 9 Nov 2011, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვისგან დაორსულდა ევა?
მოდით შევეცადოთ მორიდებული პასუხი მოვუძებნოთ ამ საუკუნოდ გაუხსნელ, საყოველთაოდ მიტოვებულ და სწორი განმარტების გარეშე დარჩენილ კიდევ ერთ კითხვას. მაშ ასე, ვისგან უნდა დაორსულებულიყო ქალბატონი ევა მას შემდეგ, როდესაც მისი მეუღლე ბატონი ადამი მიიცვალა...
შეეცადეთ ეს თემა წაიკითხოთ მშვიდ გარემოში მარტომ, და რაც შეიძლება ნელა... სხვა შემთხვევაში არა მგონია რაიმე აქ შემოთავაზებული დეტალი თქვენთვის სარწმუნო და დასაჯერებელი გამოდგეს. (ფრაგმენტი ხუთწიგნეულიდან "მსოფლიო დასაბამისეული აღმოჩენა". მეოთხე ტომი)
"უნდა მაპატიოს მკითხველმა თუ დღეს კვლავაც "გახსნილი სივრცის თეორიის" ირგვლივ განვითარდება საუბარი. ვიცი მოსაბეზრებელიცაა ამ თემის გაუთავებელი განხილვა, მაგრამ იმდენი უპასუხო შეკითხვის სწორი პასუხი შემოგვთავაზა აღნიშნულმა კვლევამ არა მხოლოდ ფიზიკის, არამედ მეტაფიზიკისა და ასტროფიზიკის საკითხებში, რომ ალბათ ღირს კიდევ ერთხელ მივენდოთ მას. კიდევ ერთხელ უმოკლესად ჩამოვაყალიბებ ზემოხსენებული თეორიის არსს... კაცობრიობის არსებობის თავგადასავალის შესწავლის დროს ძველ ინდურ სასულიერო ტექსტებს აღმოაჩნდათ ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ უწინ არ ყოფილა სივრცე ისეთი ცივი და ჩაბნელებული, როგორიც ახლაა დღეს. დავინტერესდი! და ხანგრძლივი კვლევის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ რაც უფრო უკან დავიხევდით დროში და აზროვნებით შორს გავყვებით ძირძველ წარსულს, მით უფრო თანამედროვე კაცის ფიქრები მივა ზეროგორიღაცა ღვთიური სინათლის ფენომენთან, რითაც საწყის ეპოქებში მთელი სივრცეა განათებული (გაკაშკაშებული). მასში მხოლოდ სულთა სულიერი ნეტარებაა დავანებული. ხომ გასაგებია სიტყვა "ზამთარი" მათთვის უცხოა, თუმცა ახსოვთ. მაგრამ მას შემდეგ ჩვენი სამყარო და მთელი არეალი ბნელდება, ბნელდება და სულ ბნელდება. და ნახეთ რა სახის დეტალი დავიჭირე ძველქართულ ლოცვებში, კარგად "ჩააკვირდით" ამ სიტყვებს - "უკკუნითი უკუნისამდე"! ვიცით კი რას ნიშნავს ეს? აი თურმე რა არის აქ ნავარაუდები: ეს გახლავთ ოდესღაც არსებული ზეგანათებული სივრციდან დღემდე განვლილი დროის უკანასკნელი მონაკვეთი. - "უკუნითი უკუნისამდე", როდესაც მთელ სივრცეში ბნელდება და ცივა... ამას გარდა სცოდნიათ ისიც, რომ ზესინათლის კრიზისით ბოლო-ჟამში ვეღარ გავიხსენებდით, რა ხდება ოდესღაც სინამდვილეში. ვინ არის უზენაესი პიროვნება, რა ჰქვია, სად არის იგი, რატომ ცოცხლობდნენ ასე ხანგრძლივად ან რა იყო იმისი მთავარი მიზეზი, ასე, ხშირად ესაუბრათ უწინ უფალ-ღმერთთან. მაგრამ გპირდებით რომ იმის შემდეგ როდესაც თავის უზნეო არსებობას ჩაამთავრებს "უკუნითი უკუნისამდე", ერთ დღეს მოულოდნელად კვლავაც დიად ნათელში გადავა ჩვენი პლანეტა და დავისვენებთ. ეს გახლავთ ბიბლიური წინასწარმეტყველება უფლის, ე.ი, დასაბამისეული ზეცნობიერი ნათელის უცებ დაბრუნების ალბათობისა, რომელსაც ძველი სასულიერო ტექსტებით "მეორედ მოსვლა" ეწოდება.
უფლება არ გვაქვს არ დავინტერესდეთ, რა ხდება შორს, დიად ნათელ-სასუფეველში. რა სახით იწყება მატერიიდან გამოვლინება იქიდან აქეთ და ა.შ. (შეგახსენებთ, რომ ავტორის მოსაზრებით დრო წრის მსგავსად მრვალია, ანუ ყველაფერი დაიწყება თავიდან და გრძელდება ასე უსასრულოდ) ბიბლიის თხრობით... თავდაპირველად დედამიწაზე არსებობენ ადამი, ევა, და მათი ორი ვაჟი. აბელი მალევე კვდება თავისი ძმის კაენის ხელით. ხოლო ადამის სიკვდილის შემდეგ ჩვენს ნორჩ პლანეტაზე რჩებიან დიდი ქალბატონი ევა და მისი ორი ვაჟიშვილი - კაინი და სეთი.
აქ თავს იჩენს ფრიად უხერხული სასაყოველთაო შეკითხვა, თუ როგორ გამრავლდა შემდეგ ადამიანის მოდგმა, თუ ადამი უკვე მკვდარია, ხოლო ევასა და მისი ორი ვაჟიშვილის გარდა იმ ეპოქაში დედამიწაზე მეტი არავინაა... როგორ გამრავლდენ ისინი? ხვდებით რას ნიშნავს ეს? მაშასადამე ერთ-ერთმა შვილმა გაანაყოფიერა თავისი დედა? და რა გამოდის: ჩვენ, ყველა, მთელი კაცობრიობა ამ სისაძაგლის ნაშიერნი ვართ?
სხვათაშორის მეც დავიჯერე ეს და ვიფიქრე - იქნებ რაღაც მართლა ახსოვს ამ მხრივ ახალგაზრდა მამაკაცთა ქვეცნობიერებას და, სადაც მიმოვიხედავთ დღეს, ალბათ ამიტომ გვესმის ყოველდღიურად "ჩემი დედა მტყ..."! ნუთუ ეს სიმართლეა და პირველი ეპოქის პირველი ოჯახის ამორლური საქციელი უდევს საფუძვლად ჩვენს არსებობას? თუ ეს ასეა, რიღათი ვიამაყოთ ამის შემდეგ პირადი ღირსების წინაშე? რა ვუთხრათ ამის თაობაზე შვილებს, შვილიშვილებს, ან რა მოვიმოქმედოთ აწი, ისეთი იქნებ დიდ სიცრუეს დავამსგავსოთ წარსულის ეს უხერხული სინამდვილე? - ერთ დღეს გავყევი ღრმა და წარსულის შორეულ ფიქრებს.
მაგრამ დაიცათ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე და ვგონებ გადავრჩით. მოკლედ...
ახლა შევეცდები მოსეს გენიალური ტექსტების გამოყენებით ლოგიკურად დავადასტურო, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე და მსოფლიოს დიდი დედა - ევა ზნეობრივად სუფთაა თავისი შვილთა-შვილიშვილთა წინაშე. ამის დადგენაშიც ჩემი მოკრძალებული თეორია დამეხმარა. რაზედაც ჯერ ბევრი მაქვს სათქმელი.
თუ ძველთა დიდ ცოდნას ვენდობით იმის თაობაზეც, რომ ადამიანის მოდგმა თავდაპირველად სულიერად და სექსუალური აქტის გარეშე არსებობს იქ, - "აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყუნენ ცათა შინა"
- ბოლო ჟამიდან სასუფეველში გასული 144 000 წმიდა სული დროის გასვლასთან დაკავშირებით ნელ-ნელა იძენს სხეულს და მყარდებიან.
ამ დროს გვაცნობს მოსე წინასწარმეტყველი : "ადამ იცნა ევა, ცოლი თვისი და მიდგომილმან შვა კაინ"
ე. ი, ეს გახლავთ კაცობრიობის პირველი სექსუალური აქტი. მაგრამ, ყველა გათვით, ადამისა და ევას დღეებში, როცა მათი მეტაეპოქის ზეგავარვარებული სივრცე ნელ-ნელა იწყებს ჩანავლებას, იქვე უკვე არსებობენ ჯერ კიდევ ასტრალური სხეულების მქონე ზეადამიანები, რომლებიც დროთა მანძილზე დაქორწინებასა და შეუღლებას იწყებენ. აქედან გამომდინარე, ადამისა და ევას ეს ორი პიროვნება არ უნდა გავაიგივოთ,როგორც მხოლოდ და მხოლოდ ორი პირველარსების არსებობა სადრაც ედემის სივრცეში, რამეთუ მოსე წინასწარმეტყველის თხრობით, იმ მომენტში იქვეა 144 000 სხვა სულიერი სხეულიც (ამ ორის გამოკლებით) რომლებიც მათთან ერთად პარალელურად იწყებენ ხორცშესხმას. ე.ი, ბიბლიის დაბადებისეული ადამი გახლავთ ის პირველქმნილება, რომელმაც სხვათა უწინარეს შეიძინა ხორციელი სხეული. ბოლოს და ბოლოს, თუ იქაურმა ირგვლივეთმა მატერიალიზაცია დაიწყო, ვიღაც ხომ უნდა გამყარებულიყო კაცტა შორის პირველი, ჰოდა ეს გახლავთ ადამი. მოგვიანებით გამყარდა ევა.
ამ დროს ადამი მიიცვალა. გავიდა ათასწლეულები.
და ჩაბნელებული კოსმოსის მეხსიერებას დღემდე აწვალეს ეს უპასუხო შეკითხვა, ვისგან უნდა დაორსულებულიყო ევა მეოთხეჯერ. არადა ფაქტია მოსე ამბობს - პლანეტის პირველ ოჯახს არ ჰყავდა ქალიშვილი!!!
- და რომც ჰყოლოდათ, მაინც ზნეობრივად შეგვაწუხებდა ეს შეკითხვა - ადამიც რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვისგან დაორსულდებოდა ევას ქალიშვილი, თუ იმ მომენტში მამისა და ორი ძმის გარდამეტი არავინ იყო დედამიწაზე კაცტა გენის მატარებელი. და ვართ ასე, უპასუხოდ.
აი, სად მივიდა "უკუნითი" დასნეულებული მეხსიერება. მაგრამ ბოლო ჟამის თბილისში დაიბადა "გახსნილი სივრცის თეორია", რომელმაც თავი გაართვა ამ სამარადისო შეკითხვასაც და შეგვახსენა კერძოდ: თუ ძირძველ სასულიერო ტექსტებს ვენდობით და წუთიერად მაინც გავითავისებთ, რომ ჩვენი არსებობის დიდი სათავე დიდი ღვთიური სინათლიდან იწყება ოდესრაც, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ არქაულ მეტაარსებობას თან მოჰყვებიან უფლის "მეორედ მოსვლის" დროს ბოლო ჟამიდან გადატყორცნილი დადებითი სულები, რომელთა განხორციელებულ სხეულებს თავისუფლად შეეძლოთ ხორციელი განმრავლება. მაგრამ ეს ხდება არა სასუფეველში, არამედ მოგვიანებით...
"ხოლო იხილეს რაი ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თვისთა ცოლებად ყოველტაგან, რომელნი გამოირჩინეს" (დაბადება 6-2)
მასასადამე იქვე არსებობენ ნახევრად გამყარებული გოგონებიც, რომლებსაც, ქალბატონ ევასთან ერთად "დიდი დედები" შეგვიძლია ვუწოდოთ. ასე, რომ შორეული წარსულის დაოჯახების პირველი ფაქტები თვითნებურად გამორიცხავენ ევას ორი ვაჟის საკუთარ დედასთან ხორციელი შეუღლების ვარაუდს, რითაც ჩვენი მოდგმა პირნათელი რჩება საკუთარი სულისა და ადამიანური ღირსების წინაშე.
ამგვარად ჯერ სულები გამყარებულან ახლად შემყარებული დედამიწის შიგნით გამოკეტილ წმიდა არეალში, ეს გახლავთ აღწერილობის ედემის სივრცე, - და ჩამთავრდნენ თუ არა "დღენი სასუფევლისანი", მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა სექსუალური აქტი ზესინათლეში დავანებულ ადამიანის ფანტომს. ნახეთ, რა მშვენიერი ლოგიკა მოგვაშველა მოსემ. რა გვიშლის ხელს ვენდოთ მას? სწორი აზროვნებით და დასკვნებით მსოფლიო თავს აარიდებს სიცოცხლის ისეთ უმსგავსო საწყისს, რომლის მიხედვითაც თითქოს ჩვენ ყველა ერთი ნაბუსარი ოჯახის შთამომავლები ვართ... თურმე არავითარი!!! ეს არ გახლავთ სურვილი და მცდელობა, იქნებ შემელამაზებული თეორიით თავი ავარიდოთ ზნეობრივად დაცემული კაცობრიობის ამ ახალ გულისტკივილს. ეს გახლავთ ის ჭეშმარიტება, რასაც კარგა ხანია ეძებს იდეურ სიბნელეში ჩარჩენილი ადამიანი."
ვფიქრობ სხვა კომენტარი ზედმეტია...
|