Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(66)
« პირველი
...
48
49
[50]
51
52
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
☽ მთვარე
, იდენტობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VlV
☯
ჯგუფი: Moderators
VlV
☯
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1519
წევრი No.: 118444
რეგისტრ.: 15-July 10
#35405697
· 28 Feb 2013, 23:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნათალური მთვარე ჰოროსკოპის IX სახლში
სამახსოვროდ გიტოვებ
„კეთილგონიერება“
ამაღლებული გრძნობები და იდეალების გულწრფელი ერთგულება საკუთარი ფილოსოფიის ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს. იდეოლოგიური და რელიგიური სისტემების აღქმა დოგმატიზმით არის სავსე. მისთვის უზარმაზარი მნიშნველობა აქვს ცხოვრებისა და არსებობის ღრმა შრეების შესწავლას. ძლიერია ინტერესი უმაღლესი „მეს“ მიმართ.
ეს მეოცნებე მოგზაურია,რომანტიკოსი და ენთუზიასტი. არ არის მიჯაჭვული ერთ კონკრეტულ ადგილზე. შეიძლება საკმაოდ შფოთიანიც იყოს. უყვართ სხვების სწავლება და ბანალური რჩევების მიცემა. გამოირჩევიან ძლიერი რელიგიურობით. ბავშვობიდან განსაზღვრული სოციალური ნორმებისა და ზნეობრივი ფასეულობების მიმდევრები არიან. ისინი იღებენ სულიერი და ეთიკური ფასეულობების განმტკიცების აუცილებლობას ოჯახურ ცხოვრებასა და შინაურ წრეში.
მათი სულიერი გაგება შესაძლოა გადაჭარბებული ემოციურობით იყოს შეზღუდული ან მშობლების გამოცდილებასთან უნებური გაიგივებით შებოჭილი. შესაძლოა წარმოიქმნას სერიოზული კონფლიქტები მშობლებთან,რელიუგიური შეხედულებების/მრწამსის შეცვლის გამო. ასეთი ადამიანის შეხედულებები მტკიცე,მაგრამ არა იმდენად რაციონალურია,რამდენადაც ემოციური. ისინი არაცნობიერად,გაუზრებლად,საკუთარი ნების მიუხედავად შეიმეცნებენ და სწავლობენ.
ორიგინალური,გამომგონებლური და გამჭრიახი გონება აქვთ. ჩაფიქრებულები არიან. უყვართ გამოკვლევა და პროგრესისკენ ისწრაფვიან. ინტენსიური წარმოსახვისა და მაღალი სულიერი იდეალების მფლობელნი არიან. ხშირად მოდას მისდევენ. არც ისე იშვიათად ქორწინებას სარგებელი მოაქვს მეუღლის ნათესავების მხრიდან. სამკაოდ მაღალია უცხო ქვეყნებში მოგზაურობის ალბათობა,სადაც მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ. აღსანიშნავია მიდრეკილება იურიდიული ან საოფისე საქმიანობისადმი. შესაძლოა საოცარი სიზმრები ან ნათელმხილველური განცდები. უყვართ ცვლილებები,მრავალფეროვნება და სიახლეები. საკუთარ ფილოსოფიურ და რელიგიურ შეხედულებებს საჯაროდ განიხილავენ,მგზნებარედ იბრძვიან მათ დასაცავად. საკმაოდ დაკვირვებული,ექსცენტრული და გაბედული ხალხია.გულწრფელად ისწრაფვიან,რაც შეიძლება მეტი შეიმეცნონ.
გადაადგილებებით გატაცება მათი ფანტაზიებით იკვებება. სავარაუდოა ქორწინება უცხოელზე. ინტერესით ეცნობიან უკანასკნელ მეცნიერულ მიღწევებს. ხშირად ხდებიან ემიგრანტები ან მშობლიური მხარისგან შორს ცხოვრობენ.
სერგეი ვრონსკი
მდიდარი ფანტაზია. ცოცხალი,ნათელი წარმოსახვა. ცვლილებები,გარდატეხები. შორეული და ხანგრძლივი მოგზაურობები. ხშირია უცხო ქვეყანაში ცხოვრება ან მოღვაწეობა. ძლიერი ინტუიცია და კარგი დაკვირვების უნარი. ინტერესდება მეცნიერებით და სწავლით,ფილოსოფიითა და რელიგიური პრობლემებით. მიილტვის სულიერი ცოდნის,ფილოსოფიის დაუფლებისკენ. წარმატება დამოკიდებულია მთვარის ასპექტებზე სხვა პლანეტებთან.
პაველ გლობა:
+ მაღალი ზნეობრიობა,ეთიკური ფასეულობები,რელიგიური შეხედულებები. ავტორიტეტი რელიგიაში. რომანტიკოსები,მოგზაურები,მაღალ ავტორიტეტთა წინამძღოლები. ბედნიერება და წარმატებული სამსახიობო კარიერა საზღვარგარეთ.
-მშობლიურ სახლს მოწყვეტილი უსაქმური მოხეტიალე. მის ცხოვრებაში ჭარბადაა უაზრო და უსიამოვნო თავგადასავლები. მერყევი ზნეობრივი პოზიციები,უზნეო დამოკიდებულებები. უბედურების მომტანი მოგზაურობები,განსაკუთრებით საზღვაო.
ფრენსის საკოიანი
ძლიერი რელიგიურობა. ბავშვობიდან ერთგულობს სოციალურ და ეთიკურ ფასეულობებს. თუ ასაკის მატებასთან ერთად რელიგიური პოზიციები იცვლება,მშობლები განსჯიან. მისი მრწამსი უფრო ემოციურია,ვიდრე რაციონალური. უყვარს მოგზაურობა.
შესაძლოა ადრეულ ასაკში ბევრს მოგზაურობდით ან რაიმე სხვა საშუალება გქონდათ ყველაზე განსხვავებული ტიპის ადამიანებისა თუ კულტურების გაცნობის. თქვენ გატაცებით მიილტვით ყველაფრისკენ,რაც თქვენგან შორს არისდა თქვენთვის უცნობია,მათ შორის უცხო ქვეყნებისკენ. გსურთ არამხოლოდ ინტელექტუალურად შეიცნოთ,არამედ მთლიანად ჩაიძიროთ ახალი ადგილების შეგრძნებებსა და არომატებში. ემოციურად ყოველთვის შფოთავთ. არის თქვენში რაღაც მაწანწალასგან.
ავესალომ პადვოდნი:
„საზოგადოებრივ ზნეობას არა ორგანიზაციები,არამედ კერძო პირები აყალიბებენ“
ამ ადამიანს ძალიან ინტიმური ურთიერთობა აქვს „მეს“ იდეალთან,ხანდახან ზედმეტადაც. მისი მთვარის მდებარეობის მიხედვით მისი „ეგო“ იდეალური „მეს“ პირდაპირი გავლენის ქვეშ იმყოფება(და პირიქით),რაც ადამიანს მეტად მოწყველადს ხდის საკუთარი იდეალის საყვედურების მიმართ. თუმცა ქვეცნობიერი თავის უსაფრთხოების ზომებს იღებს და ადამიანი,დაბალ დონეზე ან სასოწარკვეთილად ამახინჯებს თავის იდეალს(მაგალითად,იკავებს ნიჰილისტურ პოზიციას:“ყველა ადამიანი ეგოისტია,სამყარო კი ძალადობას ეფუძნება,ამიტომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია,რაც მომესურვება“). რის შედეგადაც ის სრულიად კარგავს სინდისს და ვალდებულების გრძნობას. ან საკუთარ თავს სქელი ყრუ კედლით მიჯნავს იდეალისგან,რომელსაც სხვა სამყაროსა და სხვა ცხოვრებისკენ მიმართავს,სადაც როდესმე მოხვდება. იმავდროულად,ადამიანს ძლიერი შინაგანი სწრაფვა ექნება,გაუგოს საკუთარ იდეალს და მიჰყვეს მის მითითებებს და როდესაც ადამიანი გამოიმუშავებს შინაგანი პატიოსნების საკმარის დონეს იმისათვის,რომ ზუსტად,დაუმახინჯებლად და გაუხრწნელად გააცნობიეროს იდეალის მოთხოვნები,მაშინ აღმოაჩენს,რომ ისინი არც ისე გამანადგურებელია მისი ეგოსთვის,როგორც მას ეჩვენებოდა.
დამუშავება იძლევა კარგ ინტიუციურ კავშირს მეს იდეალთან; უნარს,დაეკითხოს მას ნებისმიერ არსებით საკითხებზე და მთლიანობაში,სწრაფი ევოლუციური განვითარების შესაძლებლობას.
სულიერ მასწავლებლებთან ურთიერთობა ემოციური და არსებითია, ადამიანი ხანდახან იმაზე მეტს აღიქვამს,ვიდრე ჩანს,თუმცა ძლიერი მთვარის შემთხვევაში,მნიშნველოვანი დამახინჯებით,რაც არც ისე სწრაფად ხდება ცხადი.
ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ფილოსოფიური გაცნობიერება. მას უჩვეულოდ იზიდავს უცხო მხარეები,კულტურები,რომელთაც ის,ჰარმონიული მთვარის შემთხვევაში,აღტაცებით ითვისებს. თუმცა საჭიროა პირდაპირი ან ირიბი გამოსავალიც იპოვოს ამ საქმიანობიდან.
მთვარის ასპექტები ყოველთვის მოაიზრებს ეგოიზმის პრობლემებს,რომლებიც მხოლოდ შინაგანი ძალისხმევის შედეგად წყდება. ეგოისტია ადამიანი(კარმული თვალსაზრისით),რომელიც უცხო ენებს სწავლობს საკუთარი სიამოვნებისთვის? პასუხი ასეთია: თუ ის ამ საქმეს ისე წარმართავს,რომ საკმარისს წინააღმდეგობას გრძნობს მატერიალისგან,არა. წინააღმდეგ შემთხვევაში დიახ.
ბენ იზრაიტელი
ადამიანი საკუთარ თვალსაწიერს სხვადასხვა ადგილების მონახულებით,ისტორიისა და საკუთარი გენეოლოგიური შტოს შესწავლის მეშვეობით იფართოვებს. უყვარს საზღვაო მოგზაურობები, სიამოვნებით ითვისებს უცხო კულტურების სამზარეულოებს,ინტენსიურად იყენებს ლიტერატურას(ანუ ფანტაზიას). უფრო ხშირად მოგზაურობს არა ფიზიკურად,არამედ გონებაში,სიზმრებში.
ანომალურად ძლიერი დამოკიდებულება დედაზე,რომელიც ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში. საზღვარგარეთ მოხვედრილი,ადამიანი მარტივად იპოვის თავშესაფარს. ადვილად ფუძნდება და ბუდეს იშენებს ახალ ადგილებში.
ბილ ჰერბსთი
კონცეპტუალური სტრუქტურები.
მთვარის IX სახლში მდებარეობა იმაზე მეტყველებს,რომ თქვენ მენტალურად აღიქვამთ საკუთარ თავს. უმაღლესი გონება ემოციურად გამშვიდებთ და თქვენ ყოველდღიურად განიცდით მოთხოვნას აზრობრივად გაეცალოთ არსებულ სივრცეს იმისათვის,რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ. თქვენი აზროვნებისადმი ინტერესი ავტომატური და ჩვევითია,რასაც ვერ ვიტყვით თავად აზრებზე. თქვენ ასევე ზრდით სხვებსაც,როდესაც მენტალური საკვებით ამარაგებთ და დაგროვილი სიბრძნით დამშვიდებას სთავაზობთ. ეს თქვენი ხასიათის ერთერთი უძლიერესი თვისებაა,თუმცა შესაძლოა მახედაც იქცეს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ყოველთვის ვერ აღიქვამენ მენტალურ განვრცობას,მისი ჭეშმარიტების თუ ოპტიმისტური ხასიათის მიუხედავად. ამოაცანა_ჩაწვდეთ არამხოლოდ დედის სახებისგან,არამედ დედა-მიწისგან შექმნილ დაცვის არსს და იკვებოთ მისი სიბრძნით.
პერსპექტივა კულტურის სფეროში.
უსაფრთხოების გრძნობა მაშინ წარმოიქმნება,როდესაც თქვენ უცნობს ნაცნობად,გაუგებარს გასაგებად გარდაქმნით. თქვენთვის აუცილებელია მოგზაურობა იმისთვის,რომ ჩაახშოთ სევდა,მოიშოროთ ემოციური მოწყენილობა. თქვენ უფრო ბიბლიოთეკებში,წიგნების ფურცლებით მოგზაურობთ,ვიდრე საკუთარი ფეხებით არქტიკის თოვლში. მიუხედავად ამისა,თქვენს შიგნით მუდმივად ცოცხლობს წადილი თქვენი თვალით იხილოთ,რა ხდება ყოველი მომდევნო მთის მიღმა. დაიცვათ საკუთარი თავი ახალი მოგონებების მწკრივით.
თქვენი მოგზაურობების სენტიმენტალური მოგონებები ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ,თითქოს ცოცხალ მუზეუმს ქმნიდეთ. ამოცანა_ყველაფერი რაც გაიგეთ და შეიძინეთ,სახლში გადაიტანოთ. აქციოთ ჩვეულად და შინაურად.
უმაღლესი განათლება.
თქვენი სწავლის სურვილი ტემპერამენტის მდგომარეობით განისაზღვრება. ხან სახელმძღვანელოებს გვერდზე გადადებთ და ყველაფერს მიატოვებთ,როდესაც ემოციური ცხოვრება მტკიცეა,ხანაც დიდ მეცნიერებებს ეჭიდებით,როდესაც ემოციური კრიზისი გაქვთ. ცხოვრება უწყვეტად გთავაზობთ სულ ახალ ემოციურ ამოცანებს და გაიძულებთ იმ ცოდნის უფრო ღრმა შრეები აითვისოთ,რომელიც უკვე იცით და იყენებთ ან სხვა სფეროებში იჭრება. თქვენთვის უფრო ხელსაყრელია ცოდნის გაღრმავება უკვე ნაცნობ სფეროში,მაგრამ გახოვდეთ,რომ ცხოვრებაში არის მომენტები,როდესაც ჩვენ მკვეთრად უნდა შევცვალოთ რეალობის წვდომის მეთოდები. დაიმახსოვრეთ,რაც არ უნდა საშიშად გეჩვენებოდეთ უცნობ გზაზე შედგომა,ხანდახან ეს ყველაზე ნაყოფიერი გადაწყვეტილებაა.
ჭეშმარიტების ძიება.
თქვენ ეძებთ ჭეშმარიტებას სამყაროში,ის კი კითხვებით გხვდებათ. თქვენი ამოცანა პასუხების გაცემაა,რაც არცი ისე რთულია,როგორც გეჩვენებათ,რადგან თქვენგან არ მოითხოვენ ლაკონურ პასუხებს. ასევე არ იგულისხმება,რომ თქვენ ყველა კითხვაზე უნდა მოგეპოვებოდეთ პასუხი. სრულიად საკმარისია,თუ იტყვით,რომ პასუხი თქვენთვის უცნობია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია,მზად იყოთ იმისთვის,რომ ჭეშმარიტება თქვენში გაატაროთ,იმ შემთხვევაშიც კი თუ მის წყაროს ვერ ხედავთ. თქვენი ჭეშმარიტება გაელვებიდან გაელვებამდე,სიტუაციიდან სიტუაციამდე იცვლება,ამიტომ არ ჩამორჩეთ ცხოვრების ცვლილებებს,იყავით დინების ეპიცენტრში. ნუ ეცდებით რაციონალურად გამოხატოთ ჭეშმარიტება_უბრალოდ იგრძენით ის. თავი აარიდეთ მახეს უთხრათ სხვებს ის,რისი მოსმენაც სურთ. ჭეშმარიტი საჭიროებებზე გამოხმაურება გაცილებით ძლიერ აღმზრდელობით გავლენას ახდენს. ამოცანა_შეინარჩუნოთ ემოციური მთლიანობა ჭეშმარიტების როგორც შემეცნების,ისე გადაცემის მომენტში. გახდით უფრო თავდაჯერებული ობიექტური სიმართლის და ემოციური შემეცნების შერწყმის მეშვეობით. თქვენთვის სწორედ ჭეშმარიტება წარმოადგენს უსაფრთხოებას.
იდეალური საზოგადოება.
თქვენ გჯერათ,რომ საზოგადოება მეტად სრულყოფილი იქნებოდა,ყველას რომ შეეძლოს საკუთარი ემოციების გახსნა,საჭიროებებისა და მოთხოვნების თავისუფლად გამოხატვა. ამ საზოგადოებაში არ იარსებებდა შიმშილი,როგორც ფიზიკური,ისე ემოციური თვალსაზრისით. აბსტრაქტულ აზროვნებას გაცილებით მოკრძალებული როლი ექნებოდა და მხოლოდ შეგრძნებების უფრო ეფექტური გაცვლისთვის გამოიყენებოდა. უსაფრთხო საზოგადოება ისაა,სადაც ოჯახური ფასეულობები წმინდაა,მაგრამ არ არის შეზღუდული მხოლოდ ბიოლოგიური კავშირებით_ეს თქვენი იდეალია. თქვენ ისურვებდით,რომ სამყარო ერთი დიდი ოჯახი იყოს,სადაც უპირატესი ყურადღება ბავშვებს ეთმობათ ან პირდაპირი გაგებით ან იმ ბავშვის თვალსაზრისით,რომელიც ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს. როგორც სამყაროს მმართველი,თქვენ დედობრივად გულისხმიერი და უტეხი იქნებოდით დისციპლინის საკითხებში.
Het Monster
მოგზაურობა, ცხოვრება უცხო მხარეში. საზღვარგარეთ მოღვაწეობამ შეიძლება მოუტანოს სახელი. მდიდარი ფანტაზია. იდუმალების სიყვარული.
ინდუბალა
ამ ადამიანს ძალიან ძლიერი გონება აქვს. შეიძლება გამოვლინდეს შემოქმედებითი,ხელოვნებასთან დაკავშირებული აზრები. ისინი ზრუნავენ საზოგადოების განვითარებაზე. მათი გონება სულიერი,ფილოსოფიური წყობისაა. იძენენ ქონებას,კარგი შვილები ჰყავთ. ხელსაყრელი მდებარეობაა შორეული,ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.
ბრუნო ჰუბერი
მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.
IX სახლის მთვარე მაღალმგრძნობიარეა,შეიძლება აუტანლადაც,განსაკუთრებით იმ საკითხებში რაც პირადად ჩვენ გვეხება. ჩვენ ზედმეტად ღია და შემეცნებითები ვართ ყველაფრის მიმართ,რაც გარეთ ხდება. IX სახლის მზისგან განსხვავებით,მთვარე უკიდურესად მტკივნეულად ეკიდება კრიტიკას და საჭიროა სპეციალური ძალისხმევა და საკუთარ თავზე მუშაობა,რომ ამის კონტროლი ვისწავლოთ.
IX სახლი ფილოსოფიის სამეფოა,მთვარე კი ნამდვილად არ არის საუკეთესო ფილოსოფოსი,რადგან ის გრძნობებით ფუნქციონირებს. ამიტომ ის ბადებს ემოციებზე დაფუძნებულ ფილოსოფიას,რომელიც თავისთავად შეიძლება გონიერი იყოს,მაგრამ მარტივად გაბათილდება კრიტიკითა და გაქილიკებით ინტელექტუალთა მხრიდან,რომლებიც არგუმენტებით განმტკიცებულ შეხედულებებს ელიან,რასაც, რა თქმა უნდა,ვერ იღებენ,რის შემდეგაც თავდაჯერებას გვილახავენ. ასეთი ფორმით ზეწოლამ,რეაქციის სახით, შეიძლება გამოიწვიოს ფანატიზმი საკუთარი იდეოლოგიის მიმათ.
სასიყვარულო ურთიერთობაში IX სახლის მთვარე იძლევა პარტნიორის სიღრმისეულად გაგების,მისი გძნობების ბოლომდე გაზიარების უნარს,თუმცა ამ სფეროშიც ძალიან სათუთი და მარტივად მოწყველადია,განსაკუთრებით ინტელექტუალების მხრიდან. თუ ეს მთვარე ტრავმირებულია,თავდაცვის რეჟიმში შეიძლება სასტიკიც გახდეს,არა ფიზიკურად ბუნებრივია,არამედ ეს იქნება ვერბალური დაუნდობელი თავდასხმის გამოვლენა.
ცნობილი ადამიანები IX სახლის მთვარით:
ვერძში:
Angelina Jolie, Dominique Strauss-Kahn, Vincent Cassel, Selena Gomez, Andy Warhol, Jean-Michel Jarre, Eva Green, Luciano Pavarotti, Ingrid Bergman, Jeremy Irons, Galileo Galilei, Marcel Pagnol, Faith Hill, Jorge Luis Borges, Claude Roy…
კუროში:
Edgar Cayce, Florence Nightingale, Jean-Jacques Rousseau, Bernard Madoff, Guillaume Apollinaire, Françoise Dorléac, Christiane Taubira, Sophia Brahe, Diego Rivera, Rudolf Diesel, Jan-Michael Vincent, Luiz Antonio Gasparetto, Jim Jarmusch, Michelle Kwan…
ტყუპებში:
Ewan McGregor, Billy Corgan, Omar Sharif, Jeff Bridges, Bernard Kouchner, Jeane Manson, Barbara Walters, Freddie Jr. Prinze, Francisco Franco, Christopher Lee, Lauren Graham, Roy Orbison, Billy Connolly, George Foreman, Bernard Pivot, Margaret Mitchell…
კირჩხიბში:
Vanessa Paradis, Isaac Newton, Courtney Love, Julio Iglesias, Angus Young, Zazie, David Icke, Aretha Franklin, Christian Dior, Charlton Heston, Jean-François Champollion, Chaka Khan, André Gide, Ivan Lendl, Arianna Huffington, Giacomo Puccini, Bob Hope…
ლომში:
Soeur Emmanuelle, Tom Cruise, Clint Eastwood, Margaret Thatcher, Chelsea Clinton, Gustave Flaubert, Paul Hogan, Yves Rocher, Jacques Charrier, Francis Perrin, Louis Braille, Gloria Steinem, Ann Wilson, Oliver Reed, Eva Marie Saint…
ქალწულში:
Jodie Foster, Brigitte Lahaie, Axelle Red, Courteney Cox, Frank Zappa, Toni Collette, Frank Lloyd Wright, Ian McKellen, Philippe Starck, Terence McKenna, Chaz Bono, Hirohito, Candice Bergen, Sela Ward, Meg Tilly, Anjelica Huston, Giorgio Morandi…
სასწორში:
Joseph Stalin, Swami Vivekananda, Marcello Mastroianni, Simone Signoret, Milton Erickson, Jerry Lee Lewis, Bertold Brecht…
მორიელში:
Bono, Amitabh Bachchan, Adam Levine, Leona Lewis, Whoopi Goldberg, Tori Spelling, Ellen Pompeo, Luc Ferry, Truman Capote, George Washington Carver…
მშვილდოსანში:
Line Renaud, Johannes Brahms, Alain Bernard, Laure Adler, Barbara Hershey, Ernst August Prince of Hanover, Phylicia Rashad…
თხის რქაში:
François Hollande, Tim Burton, Kourtney Kardashian, George Washington, David Letterman, Mia Farrow, Dodi Fayed, Jean Anouilh, Roland Orzabal, Michel Petrucciani, Jonathan Togo, Juliette Drouet…
მერწყულში:
Sandra Bullock, Victoria Beckham, Voltaire, Lauren Conrad, Jayne Mansfield, Orson Welles, Ryan O'Neal, Arthur Conan Doyle, Philippe Noiret, Gene Wilder, Joan Allen, David Cassidy, Harry Belafonte, Fabio Capello…
თევზებში:
Robert de Niro, Cindy Crawford, Ava Gardner, Kanye West, Aleister Crowley, Christophe Lambert, Matt LeBlanc, Pierre Boulle, Yves Montand, Blaise Pascal, James Woods, Charlie Parker, Chris Farley…
--------------------
Whatever makes you happy ^_^
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
speechl1
Super Member
ჯგუფი: Registered
speechl1
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 815
წევრი No.: 124089
რეგისტრ.: 25-November 10
#35454249
· 4 Mar 2013, 15:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
VlV
X სახლს ველოდებიიიიიი ...........
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ემპეწრი
Crazy Member
ჯგუფი: Members
ემპეწრი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4257
წევრი No.: 120140
რეგისტრ.: 27-August 10
#35457668
· 4 Mar 2013, 18:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი მთვარე მესამე სახლში მაგრად არ დამევასა
და თევზებში როგორი მდებარეობაა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VlV
☯
ჯგუფი: Moderators
VlV
☯
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1519
წევრი No.: 118444
რეგისტრ.: 15-July 10
#35476118
· 5 Mar 2013, 22:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნათალური მთვარე ჰოროსკოპის X სახლში
„პოპულარობა“
ეს ადამიანი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით არაერთხელ შეიცვლის სამუშაოს და მიდრეკილი იქნება თანამდებობათა ხშირი ცვლისკენ. მისთვის აუცილებელია ინტენსიური კონტაქტი შეინარჩუნოს ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან. არც ისე იშვიათად ორიენტირდებიან ისეთ პროფესიებზე, რაც დაკავშირებულია ქალური პრობლემების მოგვარებასთან. ზოგადად, მათ ცხოვრებაში ყველა დადებითი და უარყოფითი მოვლენა, გარკვეული სახით, ქალებს, მათ გავლენასა და ინტერესებს უკავშირდება. ხშირად მოღვაწეობენ მარკეტინგის, ნედლეულით ვაჭრობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავი საზოგადოებრივად სასარგებლოდ იგრძნონ. წარმატებულნი არიან საჯაროდ სიტყვით გამოსვლებში, ხშირად ხდებიან პოპულარული პოლიტიკოსები.
ავტორიტეტს მათთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან მძაფრია საზოგადოებრივი აღიარების მოთხოვნა. მათთვის სამყარო მაყურებელთა დიდი დარბაზია, ამიტომ თუ სათანადო ყურადღებას ვერ იღებენ, სკანდალებსა და აყალ-მაყალსაც არ მოერიდებიან. მათი გრძნობები მკაფიოდ გამოხატული ამბიციებისა და პროგრესისკენ სწრაფვის გავლენის ქვეშ იმყოფება. პროფესიულ საქმიანობას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირად ივიწყებენ და არ უღმავდებიან ოჯახურ პრობლემებს.
ხანდახან თავს „აკვარიუმის თევზივით“ გრძნობენ (გამჭვირვალე მდგომარეობაში; ადამიანი,რომელსაც ყოველთვის უყურებენ და აკვირდებიან), რადგან პირადი ემოციები სოციალური სტანდარტებითა და პროფესიული ვალდებულებებით არის შებოჭილი.
კარიერული ზრდა არამყარია, მაგრამ სხვა სახლებთან შედარებით სიმარტივით და სიმსუბუქით გამოირჩევა. თუმცა, როგორც ვიცით, მთვარე ცვლილებების, მერყეობისა და ეჭვების სიმბოლოსაც წარმოადგენს, ამიტომ მათი საზოგადოებრივი და პროფესიული მიღწევები მტკიცე ხასიათის არ არის და დიდ აღმაფრენებს ხშირად დაცემა მოჰყვება. პროფესიული, ფინანსური და სოციალური მდგომარეობის არასტაბილურია. ძალიან დიდი დაკვირვებითა და აკურატულობით უნდა წარმართონ თავიანთი ფინანსური საქმეები.
დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე პირადი ცხოვრებასაც. მიდრეკილნი არიან მრავალშვილიანობისკენ. შესაძლოა დაქორწინდნენ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეზე ან ზოგადად, პოპულარულ ადამიანზე.
მათი ცხოვრება და შინაგანი მდგომარეობა არსებითად არის დამოკიდებული მთვარის ფაზების ცვლაზე. ინიციატივები და საქმიანობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია მათ შინაგან განწყობაზე. კარიერულმა წარუმატებლობებმა შეიძლება ნერვულ აშილობამდე და ისტერიკებამდეც კი მიიყვანოს.
სერგეი ვრონსკი
ინტუიცია და მგრძნობიარობა გონებაზე ბატონობენ. გეგმებისა და ზრახვების რეალიზება არათანმიმდევრულად, ინტერვალებით მიმდინარეობს, რასაც საპასუხო დარტყმებისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს. ინდივიდის პოზიციები მყარია, მაგრამ არა პროფესიასთან დაკავშირებით. შეიმჩნევა ცვალებადობა, მერყეობა, არასტაბილურობა როგორც პროფესიასთან, ისე სოციალურ მდგომარეობასა და მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით. პროფესია, როგორც წესი, არა გულის კარნახით, არამედ აუცილებლობით ირჩევა. ცვლილებების ფორმა და ხარისხიც დიდად არის დამოკიდებული მთვარის ასპექტების ძალასა და ხასიათზე სხვა პლანეტებთან და მთლიანი ჰოროსკოპის სხვა ელემენტებთან. მკვეთრად გამოსხივებული და გამოხატული „მთვარის გავლენა“ განსაკუთრებით ხაზს უსვამს მთვარის ესენციური ბუნების ნეგატიურ მხარეებს. მთვარის ფაზებთან ერთად, ადამიანის შინაგანი იმპულსები, მისი სულიერი მდგომარეობა და განწყობაც იცვლება. ამას ხშირად მიჰყვას ადამიანი (განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლები) ნერვულ აშლილობამდე, ისტერიკებამდე. მამაკაცების შემთხვევაში, ეს სხვა ფორმით ვლინდება_წარმატება კარიერაში ქალებისა, ბავშვების, პუბლიკის, ბრბოს ან სახალხო მასების მეშვეობით.
პაველ გლობა
+ ავტორიტეტისა და აღიარების მოთხოვნა. „ბლატით“ და პროტექციით სარგებლობს. მკაფიოდ ასახულია ვიღაცის გავლენა. მაღალ პოსტამდე უმეტესად მშობლებს მიჰყავთ. მარტივად იღებს კარგ კარიერას, ადამიანი ამისთვის თითქმის არაფრს აკეთებს. შეუძლია დაეხმაროს სხვა ადამიანებს ემოციური სამყაროს გახსნაში. პოპულარულია. კარგი მდებარეობაა პოეტების, მხატვრების, მუსიკოსებისთვის.
- წინააღმდეგობა მშობლების მხრიდან კარიერაში. სახლსა და სამსახურს შორის იხლიჩება. ხელმძღვანელს ნეგატიური ემოციური გავლენა აქვს. ზოგადად, კარიერული წინსვლისას ბევრ უარყოფით ემოციას აწყდება. ხშირად მისი მაღალი პოზიცია ფასადურია_ადამიანი, რომელსაც სხვები იყენებენ დიდ თამაშში. კარიერული ზრდა და დაქვეითება.
ფრენსის საკოიანი
ავტორიტეტისა და აღიარების მოთხოვნა. მშობლებს მაღალი სოციალური მდგომარეობა უჭირავთ და პატივმოყვარე გეგმებს აწყობენ შვილებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დიდია დედის ზემოქმედება. კარიერული წინსვლა უმეტესად ქალებზეა დამოკიდებული.
თქვენ კარგად მუშაობთ ხალხის მასებთან,რადგან ადამიანებს ინსტინქტურად ესმით თქვენი და მარტივად გიღებენ. საკუთარი „ბუდე“ არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ემოციების მეტი წილი კარიერისა და საზოგადოებრივი ,და არა პირადი, ცხოვრებისკენ არის მიმართული. საკმაოდ სავარაუდოა, ისეთმა პროფესიამ გაგიტაცოთ, რაც სხვებზე ზრუნვას და სხვების უზრუნველყოფას უკავშირდება
ავესალომ პადვოდნი:
„ჭეშმარიტად რელიგიური ხალხი პოლიტიკურ არჩევნებს მისტერიად აღიქვამს“
მთვარე X სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.
ეს რთული მდგომარეობაა: ადამიანი შინაგანად საკმაოდ გულგრილია ძალაუფლების მიმართ, მაგრამ რა დამოკიდებულება აქვს ძალაუფლებასთან და რა როლი უნდა შეასრულოს მის ცხოვრებაში, მისთვის გაუგებარია. მთვარის როლი კარიერასა და კონკრეტულ არჩევნებში სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, ქალების მხრიდან ზეგავლენით (ძირითადად დედის ფიგურის ჩარევით); დედის ან მისი სახების გავლენა ასევე ძალიან ძლიერია. ამ სახლის დაზიანებული მთვარის ტიპური გამოვლინებაა დედის მიერ განვითარებული პატივმოყვარეობა, აუცილებელი სიყვარულისა და ალერსის ნაცვლად. შედეგად, მოზრდილ ასაკში ადამიანი ცდილობს ამა თუ იმ იერარქიაში მაღალი პოსტის დაკავებით აინაზღაუროს დედობრივი სითბოს დანაკლისი.
დაუმუშავებელი მთვარე დიდ ეგოისტებს იძლევა, რადგან მიზნებისა და ამოცანების არჩევნები, ხელმძღვანელობასთან და ხელქვეითებთან ინტერაქცია, X სახლით, უპიროვნებო და ობიექტურ ურთიერთობას გულისხმობს; მთვარე კი, პირიქით, ადამიანის პიროვნულ-ემოციური პრინციპის გამომხატველია, ამიტომ მას ძალიან მოსწონს არჩევა, ხელმძღვანელობა და დაქვემდებარება გამორჩეულად პირადი ანგარებიანი ინტერესებით. დამუშვება უნდა მოხდეს უპიროვნებო დამოკიდებულების ჩამოყალიბებით X სახლის სიტუაციების მიმართ, მათი სულიერი როლის გააზრებით, რასაც ადამიანი ინტუიციურად გრძნობს, მაგრამ იმავდროულად მათი პროფანაციის (დამახინჯების, გახრწნის) უძლიერეს სურვილს განიცდის. ამ სურვილთან ბრძოლა ხანგრძლივი და რთული იქნება, მაგრამ სწორედ ეს მოეთხოვება ნატივს.
საშუალო დონეზე ადამიანს შეუძლია კარგად შეიგრძნოს კონკრეტული კარმა და სხვებსაც გადასცეს საკუთარი შეგრძნებები. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბუნებრივ სიზარმაცეს დაძლევს და პასუხისმგებლობას გააცნობიერებს იმ ადამიანებზე, ვინც პრაქტიკულად საკუთარი ბედისწერა გადასცეს ხელში და სულიერი მოსწავლეების თვალებით შესცქერიან. თავად მან კი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გასცეს ისეთი რჩევები, რომელთა აუცილებლობაც არ დგას, რათა რუხი მასწავლებლობის/სწავლების გზას არ დაადგეს.
ბენ იზრაიტელი
მთვარის ეს მდებარეობა ხელოვნების წარმომადგენლებს შორის უფრო ხშირად გხვდება. ძალიან ძლიერია დედის გავლენა პროფესიაზე. ადამიანი არ არის დამოუკიდებელი ცხოვრებისეული გზის არჩევისას. მას ძალზედ ამძიმებს მკაცრი სამუშაო გრაფიკები. თავს არიდებს პასუხისმგებლობას. მისი მოწოდება სხვა ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. მედპერსონალი, მზარეული, ყოფითი სამსახურის მუშაკი.
ბილ ჰერბსთი
კოლექტიური პასუხისმგებლობა.
თქვენი დედობრივი ენერგია ძალიან ძლიერია, თუმცა კი ყოველთვის ვერ ცნობთ მას მოქმედებაში, რადგან ეს თვისება ბუნებრივად ზის თქვენში. სხვა ადამიანებზე ზრუნვა_ეს ღრმა იმპრინტია, ძლიერი პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში აიღეთ თქვენს თავზე. ჩვეულებრივ, ეს არის რეაქცია თქვენ დედაზე. საშულო შემთხვევაში, დედა შესაძლოა მუდმივად თქვენს გვერდით იმყოფებოდა და თქვენთვის შემეცნებითი ძალის მაგალითს წარმოადგენდა. უკიდურეს შემთხვევებში, ის შეიძლება ყოფილიყო ძალიან ძლიერი და ყოველმხრივ მფარველი (ჰიპერმზრუნველობა) ან სუსტი და საერთოდ არ აკმაყოფილებდა თქვენს მოთხოვნებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ გაცნობიერეთ, რომ თქვენი ამოცანა სხვებზე ზრუნვაა. თქვენი მფარველობა მხოლოდ იმ ადამიანებზე არ ეხებათ, ვისთანაც პირადი ცხოვრებით ხართ დაკავშირებული, ის უფრო ფართო მასშტაბებით ვრცელდება. მთვარის ეს მდებარეობა სამყაროს ყველა უბედურებაზე რეაგირებს („მსოფლიო სევდა“). თქვენ მონდომებით ეძებთ ბავშვს ყოველ ჩვენთაგანში და იქიდან გამომდინარე, რა მეთოდებით ახორციელებთ ამას, მოცემული პროცესი შესაძლოა გულითადი იყოს და ტრაგედიითაც დასრულდეს. ამოცანა_გამოეხმაროთ ყველა უბედურებას/გასაჭირს სპონტანურად, ცნობიერი ძალისხმევის გარეშე.
პროფესიული პატივმოყვარეობა.
თქვენი დამოკიდებულება სოციალური მდგომარეობის მიმართ გარკვეულწილად კონსერვატულია, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ძლიერ გაღელვებთ კარიერის ჰარმონიული განვითარება, რადგან სამსახურის საქმეების რეგულარულად კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება_მოცემული სიმბოლიკის გულია. რაც შეეხება რეალურ პროფესიას, თქვენთვის მეტად ბუნებრივია მომსახურების სფერო, ვიდრე წარმოების,რადგან ნივთებზე უფრო ადამიანები გიზიდავთ. თქვენ შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ ნებისმიერ პროფესიაში, რომელიც გადარჩენას, მფარველობას, მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეხება. თქვენი პატივმოყვარეობა ძლიერ არის გადაჯაჭვული პირად უსაფრთხოებასთან.
მისიები და გზავნილები.
ადამიანები კარგად ამჩნევენ თქვენში მოწყვლადი სირბილის და ძლიერი დამცავი ზედაპირის შეთავსებას, რაც საშუალებას აძლევთ დაუბრკოლებლად აღიქვან უნივერსალური გზავნილი. მართალია, თქვენი პირადი ემოციები ხანდახან თითქმის უხილადვად ვლინდება, მაგრამ მუდმივი ზრუნვა სხვა ადამიანებზე ყოველთვის შესამჩნევია. თქვენი არსებობა გვახსენებს ადამიანის ძირითად მოთხოვნას, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ დედობრივ თვისებებს_როგორ უნდა ან არ უნდა მოვიქცეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ გაგვიხსნათ დედობრივი გავლენის პროცესებისა და შედეგების არსი, ბავშვობის იმპრინტების ძალა და უსაფრთხოების მნიშნველობა, ამ სიტყვების ყველანაირი გაგებით.
მშობელი გარეგნულად გადაჯაჭვულია ადამიანთან.
შესაძლოა თქვენ ოჯახში მშობლების კლასიკური როლები გადანაცვლებულია. მაღალი ალბათობით, თქვენი დედა დომინანტ როლს ასრულებდა გარესამყაროს შემეცნების ფორმირების პროცესში. მამა კი უფრო მეტად ქალური ბუნების, რბილი აღმზრედელი იყო, ვიდრე მტკიცე სტრუქტურის შემქმნელი ძალა, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებ სავარაუდოა. თავისთავად როლთა შეცვლა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, მაგრამ საგრძნობ ტენდენციას ქმნის,ჩვეულებრივ დიფერენცირებული,დედობრივი და მამობრივი როლების აღრევაში.
ავტორიტეტი
. თქვენი ვარაუდით ავტორიტეტის კორექტული როლი მფარველობით, უსაფრთხოების უზრუნველყოფით და კრიტიკულ სიტუაციებში საკუთარი ძალების გადაცემით გამოიხატება. ავტორიტეტული პოსტის დაკავების მოთხოვნა თქვენში ძალიან ძლიერია, მაგრამ ბოლომდე არ არის გაცნობიერებული. სინამდვილეში, ავტორიტეტული ან ძალაუფლებიანი მდგომარეობის დაკავებასთან დაკავშირებული გააზრებულმა არჩევანმა შესაძლოა კონფლიქტებამდე მიგიყვანოთ. თქვენ თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ბუნებრივად და ინსტინქტურად (მთვარის პრინციპი) ეხმიანებით სხვა ადამიანების მოთხოვნებს და ოფიციალური პოსტის თუ მდგომარეობის მეშვეობით.
Het Monster
წარმატება საზოგადოებრვი სარბიელზე,ცნობადობა,რასაც შეიძლება მოჰყვეს დაცემა. მერყეობა ცხოვრებაში. ძალიან ძლიერია ქალების გავლენა.
ინდუბალა
კარგი იდეები აქვს. მისგან შეიძლება დადგეს კარგი დამხმარე ბიზნესში. ეს ადამიანები პოპულარულები არიან, სალმიანი მასპინძლები, კარგი მშობლები, მზრუნველობით უვლიან ავადმყოფებს. კლასიკური ტექსტების თანახმად, დღეგრძელობითა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში/ორგანიზაციებში აქტიურობით გამოირჩევიან.
ბრუნო ჰუბერი
მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.
10 სახლში ჩვენ კვლავ ვაწყდებით სტატუსით შეპყრობილ შინაგან მდგომარეობს, თუმცა აქ გამოკვეთილია არა იმდენად სტატუსის მიღწევისკენ სწრაფვა, არამედ ისეთი მდგომარეობა, თითქოს უკვე ვფლობთ ამ სტატუსს და მის საკადრისად უნდა ვიქცეოდეთ. წარმოდგენა იმაზე, რას მოითხოვს ჩვენი სტატუსი, ბუნებრივია, სუბიექტური და ფარდობითია. თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ მყარად ვიცავთ საკუთარ სტანდარტებს და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ მათზე თავდასხმას.
ჩვენ მძიმედ ვმუშაობთ ძალაუფლების მისაღწევად, ვესწრაფვით ლიდერობას. უკიდურეს შემთხვევაში,ვცდილობთ ისეთი პოზიცია დავიკავოთ, რომ სხვებმა ვერ შეძლონ ჩვენზე დომინირება.
ამ მთვარის პატრონები ცდილობენ იყვნენ ძლიერი ინდივიდები და მყარად იდგნენ ფეხზე. ამასთან,შეუძლიათ მათი უფლებების იგნორირება, ვინც საფეხურით დაბლა დგას. X სახლში ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, როგორ გვიცქერენ და გვაფასებენ გარშემომყოფები. აფსუს!ყველა ძალაუფლების მპყრობელი ვალდებულია უკან მიიხედოს თავისი ამომრჩევლების, ხელქვეითებისა და დაქვემდებარებულებისკენ.
X სახლის მთვარით ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ფართო სამეგობრო და სანაცნობო წრე გვყავდეს იმისათვის, რომ პოპულარულები ვიყოთ საზოგადოების ყველაზე განსხვავებულ ფენებში. თუმცა ამასთან ერთად, პირადი კონტაქტი, პიროვნული ჩართულობა რომელიმე ჯგუფთან ჩვენთვის დამახასიათებელი არ არის. ჩვენ მოგვწონს პოპულარობა,საზოგადოების გულის როლი. ინტიმური ურთიერთობების უუნარობა საჯარო შექებით კომპენსირდება. თუმცა ასეთი ჩანაცვლება ყოველთვის ვერ აგვაცილებს თავიდან იმედგაცრუებას. მაგალითად, მთვარე თხის რქაში სავსებით კმაყოფილია ასეთი სიტუაციით, მაგრამ არა სასწორი მთვარე, თავისი უფრო ინტიმური ურთიერთობების ძლიერი შინაგანი მოთხოვნით, რასაც ბლოკავს X სახლი, სადაც სასწორი მთვარე იძულებული ხდება დაკმაყოფილდეს ფართო აღიარებითა და აღტაცებით,ახლო პირადი ურთიერთობების ნაცვლად. ხანდახან ეს ბასრ პრობლემებში გადაიზრდება,თვითშეგრძნების კრიზისის სახით.
ცნობილი ადამიანები X სახლის მთვარით:
ვერძში
: Bill Gates, Céline Dion, Tyra Banks, Salvador Dalí, Gary Oldman, John Forbes Nash, Lauren Bacall, Srinivasa Ramanujan, Didier Drogba, Guy Corneau, Emiliano Zapata...
კუროში:
Meryl Streep, Chris Brown, Jean Reno, Robert Downey Jr., Charles Prince of Wales, Frida Kahlo, Brigitte Nielsen, Iggy Pop, Bobby Fischer, Nick Jonas, Jerry Lewis, Bernard Arnault, Yul Brynner, Delta Goodrem, Alexandre Dumas, Ian Anderson, Clyde Barrow...
ტყუპები:
José Bové, Heidi Klum, Tina Turner, Brooke Shields, Audrey Pulvar, Roger Moore, Karunanidhi, James Spader, Chris Noth, Marie Laforêt, Farah Pahlavi, Julie Delpy, Dave Navarro, Doris Day, Lisa Edelstein, Art Garfunkel, Franz Joseph Haydn, Beverly d'Angelo, Irène Jacob, Rudyard Kipling, John Keats...
კირჩხიბში
: Kurt Cobain, Harrison Ford, Roman Polanski, Laetitia Casta, Nicole Richie, Guy de Maupassant, Guillaume Canet, Franklin D. Roosevelt, Olivia Newton-John, Ramana Maharshi, Nick Carter, George Orwell, Antonin Artaud, Robert F. Kennedy, Caligula, Igor Stravinsky, Olivia de Havilland, Lilian Thuram, Mayer Amschel Rothschild, Donny Osmond, Steve Wozniak...
ლომში:
Mahatma Gandhi, Megan Fox, Hassan II of Morocco, Jawaharlal Nehru, Paul Verlaine, Fernando Pessoa, Nancy Reagan, Erasmus, Melody Thomas Scott, Charlotte Church, Joseph Campbell, Victor Noir, Sydney Omarr, Kris Kristofferson, Ralph Waldo Emerson, Sonny Bono, Bing Crosby...
ქალწულში:
Keith Richards, Lance Armstrong, Marquis de Sade, Rudolf Steiner, David Lynch, Jay Kay, Anne Parillaud, Danielle Darrieux, Rebecca Gilling, Georges Simenon, Akira Kurosawa, Alexander Hamilton...
სასწორში:
Jude Law, Sylvester Stallone, Nicolas Cage, Maria Callas, Anne Hathaway, Shania Twain, Bradley Cooper, Ray Charles, Ray Liotta, Niels Bohr, Benjamin Netanyahu, Martin Heidegger, Frida Boccara, Alessandra Martines, Donald Rumsfeld...
მორიელში:
Gisele Bündchen, Mila Kunis, Patricia Bündchen, Raquel Welch, Priscilla Presley, Michael Hutchence, Nathalie Delon, Rosanna Arquette, Rebecca Romijn, David Trezeguet, Abdullah II of Jordan, Billy The Kid, Shirley Bassey...
მშვილდოსანში:
Bertrand Cantat, Naomi Campbell, Adele, Pamela Courson, Sylvia Browne, David Grohl, Letizia Ortiz, Thomas Jefferson, Lucky Luciano, Yuri Gagarin, Ritchie Valens, Ethel Kennedy, Margot Fonteyn, Montesquieu, Billy Graham...
თხის რქაში
: David Beckham, Rachida Dati, Stevie Nicks, Pierre Palmade, Robert F. Kennedy, Naveen Andrews, David Spade, Zucchero, Richard Pryor, Suzi Quatro, Ron Howard, Eddie Kidd...
მერწყულში
:Ashton Kutcher, Charles Manson, Salman Khan, Jeanne Moreau, Melanie Griffith, Tony Blair, Vivien Leigh, Prince of Asturias, Richard Wagner, Jennifer Jason Leigh, Helen Mirren, George Lucas, Lana Turner, Angela Davis, Flavio Briatore...
თევზებში:
Ricky Martin, Jean-Baptiste Maunier, Ben Stiller, Klaus Kinski, Juliette Lewis, Joni Mitchell, Franz Schubert, Christina Applegate, Jennifer Grey, Gene Tierney, Prosper Mérimée, John Denver, Nikolai Rimsky-Korsakov, Georges Clemenceau, Ginger Rogers, Louis Renault...
* * *
speechless№1
ემპეწრი
QUOTE
ჩემი მთვარე მესამე სახლში მაგრად არ დამევასადა თევზებში როგორი მდებარეობაა?
☽ მთვარე (post #28708883)
☽ მთვარე (post #28778499)
☽ მთვარე (post #28882214)
This post has been edited by
VlV
on 5 Mar 2013, 22:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ემპეწრი
Crazy Member
ჯგუფი: Members
ემპეწრი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4257
წევრი No.: 120140
რეგისტრ.: 27-August 10
#35485686
· 6 Mar 2013, 15:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
VlV
მადლობ, მაგრამ ვიცი ეგენი
პროსტო მარტივ კითხვას ვსვამ, როგორი მდებარეობაა გოგოებისთვის
))
სამშაბათს მთვარე რა ნიშანში იყო?
This post has been edited by
ემპეწრი
on 6 Mar 2013, 15:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ქეთუ
პიტაჩოკა
ჯგუფი: Members
ქეთუ
პიტაჩოკა
ჯგუფი: Members
წერილები: 9451
წევრი No.: 62401
რეგისტრ.: 26-May 08
#35544939
· 10 Mar 2013, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მთვარე ვერძში- X სახლში და წერია კიდევ რომ Аль Ферг
Звезда четвертой величины, имеет природу Юпитера и Сатурна. და ანუ იუპიტერი და სატურნი გავლენას ახდენენ? ბიჭის რუკაა.
--------------------
სულ შენ და სულ შენთან. . . .
და მაინც... ისევ ისეთი ვარ როცა ვღელავ
სიჩუმეს ვსუნთქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი... <3
мечты надо заставлять сбываться.. ^_^
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chaPPek
Candy Says`
ჯგუფი: Members
chaPPek
Candy Says`
ჯგუფი: Members
წერილები: 4151
წევრი No.: 20490
რეგისტრ.: 14-June 06
#35848745
· 2 Apr 2013, 10:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე12 სახლიც დადეთ რა. ისედაც გვიჭირს მაგ სახლით
--------------------
There's a young girl with sweet little dreams and pretty blue wishes standin' there just gettin' all wet
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lutz Euler
Super Member
ჯგუფი: Registered
Lutz Euler
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 205
წევრი No.: 154345
რეგისტრ.: 23-September 12
#35853191
· 2 Apr 2013, 16:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მთვარე თხის რქაში რომელი სახლია?? და კიდე მზით მორიელი და მთვარით თხის რქაზე არ გაქვთ ინფორმაცია??? მგონი ძაან რთული შერწყმაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nachita
Super Member
ჯგუფი: Registered
nachita
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 470
წევრი No.: 134134
რეგისტრ.: 25-July 11
#35858391
· 2 Apr 2013, 23:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Lutz Euler
მეც მასე მაქვს. ცოტა ცივი ხარ ალბათ.სახლი რომ გაიგო,დაბ,საათი უნდა იცოდე,ნიშანი არ განსაზღვრავს სახლს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lutz Euler
Super Member
ჯგუფი: Registered
Lutz Euler
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 205
წევრი No.: 154345
რეგისტრ.: 23-September 12
#35863426
· 3 Apr 2013, 11:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცივი ვარ კი ოღონდ გარეგნულად მხოლოდ, ახლო ურთიერთობის შემთხვევში არ ვარ ისეთი ცივი)).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
feeling good
Super Member
ჯგუფი: Registered
feeling good
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 372
წევრი No.: 137642
რეგისტრ.: 27-October 11
#35863551
· 3 Apr 2013, 11:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ, სავსე მთვარის დროს ღამე ვბოდავ და ხანდახან ვდგები
ვინმეს ემართება ასე? თუ ხართ დაკვირვებული?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6983
წევრი No.: 117674
რეგისტრ.: 26-June 10
#35927204
· 8 Apr 2013, 12:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აცის ჰოროსკოპში მთვარე შეესაბამება ქალის ტიპს, რომელიც მას ცოლად უნდა(ანუ მეორე ნახევრად), უფრო სწორედ ეს ის ტიპია ქალის, რომლის დანახვაც კაცს უნდა თავის მეორე ნახევარში.(ვენერისგან განსხვავებით, რომელიც ახასიათებს კაცისთვის სასურველი საყვარლის ტიპს.) სასურველია რომ მთვარესა და ვენერას შორის არ იყოს ცუდი ასპექტი(კვადრატი, ოპოზიცია), და საყვარლის ტიპი მეორე ნახევრის ტიპთან არ იყოს წინაამღდეგობაში.
ეს უნდა გავიაზრო კარგად, ანუ კაცს რა ნიშანშიც ყავს მთვარე იმ ზოდიაქოს ქალი უნდა ცოლად?
წინა თემაში წავიკითხე ასევე რომ ყველაზე მყარი ,რომატიული სასიყვარულო კავშირი მყარდება მაშინ როცა კაცის ზოდიაქო ქალის მთვარის ნიშანს ემთხვევაო? საინტერესოა...ანუ წყვილის მთვარე და მზე თუ არის ერთნაირი ორივე მხრიდან გადასარევი ყოფილა))
--------------------
"თვალებს თუ დახუჭავ, სულში ვეღარ ჩაგიძვრებიან"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რუსა_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
რუსა_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1869
წევრი No.: 154079
რეგისტრ.: 16-September 12
#35927657
· 8 Apr 2013, 13:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Leo woman
QUOTE
რომ ყველაზე მყარი ,რომატიული სასიყვარულო კავშირი მყარდება მაშინ როცა კაცის ზოდიაქო ქალის მთვარის ნიშანს ემთხვევაო
პირიქით.
თუმცა მეორე ვარიანტია პარტნიორების მთვარის, ვენერის ჰარმონიული ასპექტები . (მე ეს უფრო უკეთესი მგონია ემოციური ურთიერთგაგების კუთხით) + მარტო მთვარე და მზე არაა საკმარისი >>
სინასტრია
This post has been edited by
რუსა_
on 8 Apr 2013, 13:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6983
წევრი No.: 117674
რეგისტრ.: 26-June 10
#35928476
· 8 Apr 2013, 14:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პირიქით.
აბა ცრუ ინფოს გვაძლევენ?
) დამაიმედებილი იყო ჩემთვის: ))
This post has been edited by
Leo woman
on 8 Apr 2013, 14:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რუსა_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
რუსა_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1869
წევრი No.: 154079
რეგისტრ.: 16-September 12
#35929253
· 8 Apr 2013, 15:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Leo woman
QUOTE
აბა ცრუ ინფოს გვაძლევენ?
მარტივად რომ ვთქვათ სასურველი ქალის "სახე"
მამაკაცის რუკაში - მთვარე და ვენერაა. ქალის შემთხვევაში - მზე და მარსი . დანარჩენი თვითონ დაასკვენი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(66)
« პირველი
...
48
49
[50]
51
52
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0592 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.