ძვირფასო მეგობრებო!
მაშ ასე, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვიარეთ ტიტანური რუდუნებით შექმნილი თემები:
ნორჩი მიშისტის გზამკვლევი და
შენძრეული მიშისტის გზამკვლევი , გადავღეჭეთ და შევისისხლხორცეთ ის, ბევრმა წყალმა ჩაიარა. აგერ ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური რეალობის წინ დადგა სრულიად საქართველო და ბუნებრივია ფორუმიც. დაკვირვებული ადამიანის მახვილ თვალს არ გამოპარვია ოპო (თუ მიშისტ) იუზერთა რიგებში ჩოჩქოლი და გაურკვევლობა, გნიასი და რია-რია. არამხოლოდ ფორუმზე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ჟურნალისტთა თუ ხელოვანთა საზოგადოებაში გემბანი შეყანყალდა, ეტყობა იფიქრეს იძირებაო და რიგში დადგა ბევრი. ჰოდა, ამ ძნელბედობის ჟამს თავგზა რომ არ აგებნეთ, მსახვრალ მიშკვებულთა კლანჭებში რომ არ მოხვდეთ და უმწეო ბეღურასავით არ აფართხალდეთ, ჩემს ბუმბერაზ წინამორბედთა მსგავსად რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს შემოგთავაზებთ და იმედია, თქვენც გაითვალისწინებთ.
1. ნურასოდეს მოიხსენიებთ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ ბიძინად - ბიბიზე, ბიძოზე, ბორიაზე ზედმეტია საუბარი - მუდამ ბატონი ბიძინათი მოიხსენიეთ.
2. არასოდეს წამოგცდეთ, რომ ივანიშვილი მესიაა. არაა ამის გამხელა საჭირო. გულში შეინახეთ.
3. როდესაც მიშისტები ბიძინას რუსეთში ნაშოვნ მილიარდებზე დაიწყებენ საუბარს, მყისვე ახსენეთ ბენდუქიძე, ნაყოფია და ვაშაძე.
4. როდესაც გაწვიმდება, აუცილებლად გაიხსენეთ გოგა ხაჩიძე.
5. არასოდეს დაუნგრიოთ მერცხლებს ბუდე.
6. დაალაიქეთ პირწიგნაკის ეს გვერდი:
http://www.facebook.com/group.php?gid=65902851859. ის დაარქივებისთვისაა განწირული და ნუ მისცემთ ზახაროვიჩს მისი მოშთობის საშუალებას. გაუზიარეთ მეგობრებსაც.
7. ხოტბა შეასხით ალასას და რესპებს. დღეში სამჯერ, ყოველ კენტ საათზე.
8. ნაადრევად ნუ გალანძღავთ ქრისდემებს, ლეიბებს და სხვა ოპოპარტიებს. მერე რა რომ დღეს ბიძინას აგინებენ და ბიძინა მათ აგინებს. ხვალ ისინი მაინც ბიძინასთან იქნებიან და გაგიტყდებათ მერე.
9. არ დაგავიწყდეთ კნინობითი სიცილაკებისა თუ ჟესტების განსაკუთრებული რაოდენობით მობილიზება იმ თემებში, სადაც ნატოს წევრობაზე და ევროინტეგრაციაზეა საუბარი.
და ბოლოს
10. იდექით მტკიცედ, ძალიან დიდ იმედებს ნუ მიეცემით. თავი შეამზადეთ დიდი იმედგაცრუებისთვის. რა იცით რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს.
პ.ს.
ჯერჯერობით ეს იყო.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და მის მიხედვით ახალ პუნქტებს ჩავამატებთ ალბათ კიდევ.
პ.პ.ს.
ჩოხამაპატიე, რომ გბაძავ
This post has been edited by didou nana on 10 Nov 2011, 23:55
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი....
- აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu
- მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს