#28279439 · 12 Nov 2011, 15:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტრატეგია "სმარტის" სტრატეგია სუპერმარკეტების ფართო ქსელის განვითარებას გულისხმობს, რომელიც საცალო ვაჭრობის სფეროში მხოლოდ ლიდერის პოზიციებს დაიჭერს.
(1) სუპერმარკეტების ქსელის გაფართოება, (2) პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და (3) "სმარტის" მომხმარებლებისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება "სმარტის"სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.
ფასეულობები "სმარტის" ფასეულობები კომპანიის წარმატების ბაზისია. ჩვენ მოწოდებული ვართ უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ ხარისხი ყველა ასპექტში, როგორც შეთავაზებული პროდუქციის, ასევე სერვისის კუთხით. „სმარტის“ სპეციფიკური მახასიათებელია მუდმივად განახლებადი პროდუქცია ((1) მუდმივად ახალი პროდუქცია და (2) პროდუქტის ასორტიმენტის მუდმივი გაფართოება). ჩვენი კომპანია ზრუნავს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს და თავი აგრძნობინოს განსაკუთრებულ გარემოში. ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას სიახლეების დანერგვა წარმოადგენს. სმარტს ბაზარზე გამოარჩევს სერვისში ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელიც უზრუნველყოფს დახვეწილ, მოქნილ, გამარტივებულ და სასიამოვნო ყიდვის პროცედურებს. (პროდუქციის ეფექტური განლაგება , ნაკლები რიგები, კონსულტაციის გაწევა, მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება გაყიდვაში არსებული პროდუქტების შესახებ) სმარტის ერთ-ერთი უპირატესობას მისი მაღალკვალიფიციური, თავაზიანი და გულისხმიერი პერსონალი წარმოადგენს, რომლებიც გუნდურად მუშაობენ და კომპანიის მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევიან ((1) მათთვის სპეციალურად შემუშავებული განათლების სისტემა / ტრეინინგები (სმარტ აკადემიის ფარგლებში), (2) მათი ჩართვა კომპანიის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი წვლილის ადეკვატური დაფასება). ჩვენი სამართლიანი და გამჭირვალე მუშაობა გულისხმობს მომხმარებლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის მუდმივ შესრულებას. ჩვენ ვახორციელებთ პროდუქციის ხარისხის კონტროლს და ამით ვიცავთ ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოებას.
ხედვა მისია ჩვენი მისიაა შევქმნათ ლიდერი სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ საცალო ვაჭრობის კულტურას დანერგავს და თანაბრად მიმზიდველი, ემოციურად და მატერიალურად მომგებიანი იქნება როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის, ასევე ჩვენი პერსონალის, პარტნიორებისა და აქციონერებისთვის.
"სმარტის" წარმატების პერსპექტივა ინოვაციურ ტენდენციებს ეფუძნება სერვისის კუთხით, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია როგორც თანამედროვე სავაჭრო ტექნოლოგიებით და მაქსიმალურად კომფორტული გარემოთი, ასევე ეფექტური მენეჯმენტითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომლებიც მონაწილეობენ კომპანიის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ზრუნავენ მის კეთილდღეობაზე.
ისტორია სმარტის" სუპერმარკეტების ქსელმა 2010 წლის 14 დეკემბერს აიღო სტარტი. პირველი „სმარტის“ სუპერმარკეტი დ.აღმაშენებლის მე-13 კილომეტრზე, „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართ სადგურზე მდებარეობს. „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელის შემოყვანას საცალო ვაჭრობის ბაზრის ორწლიანი დაკვირვება და შესწავლა უძღოდა წინ. „სმარტში“ ამ მიმართულებით ანალიტიკური სამუშაოები გრძელდება. „სმარტის“ განვითარების სტრატეგიაში აქტიურად არიან ჩაბმული უცხოელი კონსულტანტები. პირველი „სმარტის“ სუპერმარკეტი დ.აღმაშენებლის მე-13 კილომეტრზე, „ვისოლის“ ბენზინ და გაზგასამართ სადგურზე მდებარეობს. „სმარტის“ უახლოეს გეგმებში შედის სუპერმარკეტების გახსნა გლდანში, რუსთაველის გამზირზე, საბურთალოზე, წყნეთში და კახეთის გზატკეცილზე.
This post has been edited by Beqs on 12 Nov 2011, 15:30
|