სანამ Tom-ი გახსნის ამ თემას რომელიმე მღვდელის ვიდეოთი მოდი დავასწრებ

))
ერთ კომენტარს გავუკეთებ უბრალოდ: არ ველოდი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს.
ამის შესახებ პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ის ქართველია. ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს", - ბრძანა ილია მეორემ.
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდა, რაც მან განაცხადა, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტებსაც ფლობს. საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესაც.