მოკლედ სათაურიდან გამომდინარე ჩანს, რომ რაღაც შემემთხვა. დღეს.... ისეთი რაღაც, რამაც მთელი ჩემი ცხოვრების იდეოლოგია შემიცვალა. ასე ვთქვათ დღეს ვიხილე სასწაული იგი. თავი მტკიოდა და ცოტა ხნით წამოვწექი და ჩამეძინა. ამ დროს სიზმარი ვნახე. და დამესიზმრა თვით იგი. და მითხრა, რომ მე ვცდებოდი, უნდა დამეჯერებინა მისი და თუ დავუჯერებდი კაი კაი რამეებს დამპირდა, სამოტხეში ადგილს და ა.შ. რო გავიღვიძე კი არ მჯეროდასავით, მაგრამ შემდეგ გარეთ გავიხედე, და ჰოიი სასწაულიც. ღრუბლებზე ღმერთის სახე გამოიხატა. და მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. და ვაღიარებ რომ ვცდებოდი მთელი ამ დრიოს მანძილზე. და ვინც ათეისტები ხართ მოგიწოდებთ რომ მოექცეთ. დამავალა რომ ბევრი მოაქციე, ყოველ მოქცეულზე ბონუსები გექნებაო. მოკლედ, მეც დაბნეული მაგრამ, დავიჯერე სხვა რას ვიზამდი.
ისა, დღეს პირველი აპრილია და მეთქი რამეს დავწერ მეთქი.

კარგი ჩემით გავალ.
''whoever saves one life, saves the world entire''.