გამარჯობა. თუ ვინმე წაიკითხავს, ვინც ზემოთ პოსტავდით. მაინტერესებს, როგორია თქვენი მდგომარეობა.
პირადად მე, ბელის დამბლა ორსულობის მერვე თვეზე დამემართა. მას შემდეგ 2 წელი და 10 თვე გავიდა და ამ დრომდე ჩემთვის ღიმილი, სიმეტრიული მოძრაობები თითქმის მიუღწეველია.
ინტერნეტში გააქტიურება კი გადამაწყვეტინა საქართველოში არსებულმა ბურუსმა, არასწორმა თერაპიებმა, რაც ჩემი ახლანდელი მდგომარეობის მიზეზია.
მინდა რამდენიმე რჩევა დავწერო:
1. როგორც კი ეს დაგემართებათ, პირველ რიგში, არ ინერვიულოთ. ნერვიულობა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა სიტუაციის გართულების. დაისვენეთ მაქსიმალურად და გათიშეთ ყველანაირი ნეგატიური ფონი. აჩუქეთ საკუთარ თავს მაქსიმალური კომფორტი.
2. მიმართეთ ექიმს, რომელიც, სავარაუდოდ დაგინიშნავთ სტეროიდებს. 10-14 დღის განმავლობაში
3. არ გაიკეთოთ ელექტროსტიმულაცია (ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა). უკანასკნელი კვლევები ცხადჰყოფს, რომ ელექტრო სტიმულაცია არანაირად არ შველის ნერვს და შემდგომ ეტაპზე კონტრაქტურის მიზეზი ხდება.
4. არ დააძალოთ საკუთარ თავს ვარჯიში, განსაკუთრებით დასაწყის ეტაპზე. ნერვმა და კუნთებმა უნდა დაისვენონ.
5. ყოველდღიურად შეისწავლეთ ეს პრობლემა. გაეცანით უახლეს კვლევებს. დღეს ეს უკვე აღარაა პრობლემა, მთავარია გარკვეულ დონეზე ფლობდეთ ინგლისურ ენას.
6. არ ენდოთ ყველას. შეუძლებელია თქვენ დაგეხმაროთ ექიმი (თუ არ გაუმართლა), რომელსაც არ აქვს სპეციალიზაცია ბელის დამბლაში. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრია თვითმარქვია ექიმი, რომელიც გვპირდება გარკვეული ეფექტის მიღწევას და სინამდვილეში მხოლოდ ინტუიტიურად მუშაობს, ექსპერიმენტებს ატარებს პაციენტებზე. ამიტომაც იყავით ყურადღებით და კარგად შეისწავლეთ, ვისთან მიდიხართ და რას იკეთებთ.
გიზიარებთ ძალიან მნიშვნელოვან ბმულებს, რომლებიც დაგეხმარებათ ბელის დამბლასთან ბრძოლაში:
პირველი ეტაპისთვის ძალიან ბევრ რჩევას მიიღებთ ფეისბუქ-ჯგუფში:
https://www.facebook.com/groups/SurvivingBellsPalsyთუ თქვენი პრობლემა ჩემსავით გახანგრძლივდა, აუცილებლად გაწევრიანდით ამ ჯგუფში:
https://www.facebook.com/groups/124206701469946ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექიმის პრეზენტაცია:
https://www.youtube.com/watch?v=eQkIMO-BRRM...AKf_G4hvUumX0L8 ეს საიტიც:
https://www.facialpalsy.org.uk/causesanddia...es/bells-palsy/