OtherguyL
აგნოსტიკოს-პელაგიანისტ-ფემინისტი

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7663
წევრი No.: 97942
რეგისტრ.: 17-August 09
|
#28311083 · 14 Nov 2011, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი წაიკითხეთ და შეაფასეთ - იყო თუ არა პელაგი მწვალებელი.
პელაგი – წერილი დემეტრიას(ნაწყვეტები და ანალიზი)
დევნისას(რელიგიური), როცა პელაგი აღმოსავლეთში იყო, წერილი მისწერა რომაელ დემეტრიას(რომელმაც ქალწულობა გადაწყვიტა) და მორალური დარიგებები მისცა.
წერილის პირველი ნაწილი ეხება პელაგის აზრებს ადამიანის ბუნებას. იგი ასე იწყებს: “როგორც კი ვიწყებ საუბარს მორალურ დარიგებებსა და წმინდა ცხოვრებაზე, პირველ რიგში ვაჩვენებ შესაძლებლობასა და ხარისხს ადამიანური ბუნებისა და მის პოტენციალს”(2:1)
მორალური ცხოვრება სიწმინდისა პელაგისთვის, მიიღწევა მხოლოდ “კეთილი ბუნებითა და მადლით”.(9:1)
პელაგის აზრები წმინდა ცხოვრებაზე დიდად არ განსხვავდება აღმოსავლელი მამებისგან. მათსავით, პელაგი იზიარებს ადამიანის კეთილ ბუნებას, როგორც ღვთის ხატად ქმნილს. იგი წერს: “ადამიანის კეთილი ბუნება უნდა განსაჯოთ მისი შემქმნელის მიხედვით.”(2:2) პელაგისთვის, ადამიანი თავისუფალი ნებით შეიქმნა, რათა თავად აერჩია თავისი ბედი:
“სამართლიანობის ღმერთმა ისურვა, რომ ადამიანი ყოფილიყო თავისუფალი საკუთარი ქმედებებისას; სწორედ ამის გამო იყო რომ: ‘მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა’(ზირ. 15:14) და დაუდო მას წინ სიცოცხლე და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება, რათა ყველაფერი მიცემოდა რაც სურდა.”(2:2)
პელაგი აკრიტიკებს უგუნურ უმცირესობას, რომელიც ფიქრობს რომ რადგან ადამიანს ბოროტების ჩადენა შეუძლია, ესეგი კეთილად არ იყო შექმნილი. პირიქით, ამბობს პელაგი, ადამიანებს რომ მხოლოდ სიკეთის ქმნა შეძლებოდათ “ცვლილების გარეშე, მაშინ აღარ იარსებებდა ნამდვილი ჰუმანურობა, სათნოება და სიკეთე.”(3:1)
აი ეს თანდაყოლილი სიკეთე არ შეცვლილა, ამბობს პელაგი, ადამის დაცემის მერეც. ადამიანს თან მოყვება შექმნისას მიღებული კეთილი ბუნება. პელაგი ამის მერე იწყებს ამის მტკიცებას და მოჰყავს უამრავი წარმართის მაგალითი, რომელნიც იყვნენ “წმინდა ცხოვრების, მიმტევებელნი, კეთილნი, სიმართლისმოყვარენი და მოსიყვარულენი”(3:3). თუმცა მისი მთავარი არგუმენტი ძველი აღთქმიდანაა; მას მოჰყავს მაგალითი უამრავი მართლისა, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ რომ შესაძლებელია მცნებათა დაცვა.
ამის მერე პელაგი ხაზს უსვამს ადამიანში კეთილი ბუნების აღიარების აუცილებლობას:
“ჩვენ ვერასოდეს შევუდგებით სათნოების გზას, თუ არ გვექნა მისი მიღწევის იმედი; და თუ ვიფიქრებთ, რომ რამდენიც არ უნდა ვიწვალოთ, მას ვერასოდეს მივაღწევთ.”(2:1)
პელაგის ყველაზე მეტად სძულს ის, რომ ხალხი ტოვებს ცხონების გზას რადგანაც ის ძალიან რთულია, იმ მიზეზით რომ: “ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, ვერ ვერევით ცოდვილ ხორცს”(16:2). უარყოფა იმის, რასაც ავგუსტინე და იერონიმე აკეთებდნენ, რომ ადამიანს აქვს კეთილი ბუნება და შესაძლებლობა რომ მისდიოს წმინდა ცხოვრებას არამარტო მორალური პესიმიზმია, არამედ ღვთისგმობაც: რადგან გამოდის ღმერთმა არ იცის რაც გვიბრძანა, ან არ ახსოვს ადამიანთა სუსტი ბუნება და მან “გვიბრძანა შეუძლებელი რამის ასრულება”, რის გამოც იგი ჩვენ ცხონებას კი არა მარადიულ ტანჯვას ისახავს მიზნად.(16:2)
პელაგი ასევე ეწინააღმდეგება ავგუსტინეს აზრს ადამიანის დაცემულობაზე იმიტომ, რომ ეს იდეა ეჭვქვეშ აყენებს ცოდვის, როგორც მორალური არჩევანის იდეას. ეს კი იწვევს ბუნების და არა საკუთარი თავის დადანაშაულებას ცოდვის ჩადენისას, როცა რეალურად ადამიანის პირადი არჩევანი იყო. პელაგი წერს:
“თუ ისე უნდა ვიფიქროთ, რომ ბუნების ბრალია ვიღაცის უკეთურობა, მაშინ მაგალითებს მოვიყვან წმინდა წერილიდან, სადაც ყოველი ბრალდება ცოდვილებისადმი მათ თავისუფალ არჩევანს ბრალდება და არა მათ ცოდვილ ბუნებას. რადგანაც ორივეში, ახალ და ძველ აღთქმაშიც, ბოროტება, ისევე როგორც სიკეთე არა ბუნების, არამედ თავისუფალი არჩევანის შედეგია.”(7)
ამის მერე პელაგის მოჰყავს მაგალითი კაენისა და აბელისა, რომელნიც ერთი ბუნების მატარებლები არიან. იგი ხსის: “როცა საქმეები განსხვავდება ერთი და იგივე ბუნების მქონე არსებებში, ესეგი განძრახვასა და არჩევანშია მიზეზი.”(8:1) მაშ ადამის დაცემა ვერ შეძლებდა ადამიანის ბუნების ისეთ დაზიანებას, რომ კაცობრიობა გაეხადა ავგუსტინეს მიხედვით massa peccati (ცოდვის მასა), რომელსაც ცოდვის ჩადენის გარდა სხვა არაფერი შეუძლია. დაცემა უნდა გავიხილოთ უფრო გარემოებათა მიხედვით. პელაგი წერს:
“არ არსებობს არანაირი მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს რთული სიკეთის ქმნა ჩვენთვის გარდა იმ ცუდის ქმნის ჩვევისა, რომელიც ბავშვობიდან გამოგვყვა. ნელნელა ხდებოდა ამ ‘დაავადების’ გაძლიერება და დღეს იმდენად გვიჭირს მისგან გათავისუფლება, რომ გგვგონია რომ ადამიანის ბუნებაა ასეთი.”(8:3).
პელაგის მიხედვით ადამიანებს არ შეუცოდავთ ადამთან ერთად, თუმცა ადამიანები თავად აკეთებდნენ იმიტაციას ადამის დაცემისა საკუთარი დაცემით.
მიუხედავად ცრუ ბრალდებებისა, პელაგი არ აჭარბებდა ადამიანის პოტენციალს ისე, რომ მას ზედმეტად კარგი ჰგონებოდა ადამიანის ბუნება. რადგან მას ასეთი დაცვა უწევს ადამიანის კეთილი ბუნებისა მეტყველებს იმაზე თუ როგორი საოცარი ქმნილება წარწყმდა ცოდვების გამო: “რამხელაა სულის საუნჯე რომელიც გაგვაჩნია და ვერ ვიყენებთ”(6:3).
ასევე პელაგის ხშირად ბრალდებოდა ღვთის მადლის უარყოფა ადამიანის გაკეთილშობილებაში, თუმცა იგი ყველა წერილში ხაზს უსვამს მადლის აუცილებლობას. იგი დემეტრიასადმი წერილში წერს:
სანამ ჩვენი უფალი მოვიდოდა და რჯულს მოგვცემდა, იყვნენ ზოგიერთნი რომელნიც მართალი და წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ: მაშ რამდენად უფრო შესაძლებელია რომ დავიჯეროთ მისი მოსვლის ნათელში, რომ ქრისტეს მადლით განვიწმინდეთ და ხელახლა დავიბადეთ როგორც უკეთესი ადამიანები.(8:4)
მართალია, რომ მიუხედავად რამოდენიმე ფრაზისა, პელაგი ვერ ანვითარებს იდეას უფლის მადლის სრულ გამოვლინებაზე ადამიანთა მიმართ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი უფრო მორალურ დამრიგებლობას უფრო ეწეოდა ვიდრე თეოლოგობას. მას არასდროს ნდომებია ახალი ეკლესიის ან თეოლოგიური სისტემის ჩამოყალიბება. როგორც ადოლფ ვონ ჰარნაკი წერს, მას უბრალოდ უნდოდა ექადაგა სათნოებასა და სიწმინდეზე, მათი მიღწევის შესაძლებლობაზე და შეეწინააღმდეგა ყველაფერს რაც მისი აზრით ამას ეჭვქვეშ აყენებდა, რაც მის შემთხვევაში ცოდვილი ბუნება გამოდგა.
წერილის მეორე ნახევარში პელაგი დემეტრიას არიგებს მორალურ სრულყოფილებაზე. პირველ რიგში ეუბნება, რომ საჭიროა არამარტო საქმეების, არამედ ფიქრთა გაკეთილშობილებაც:
“კეთილის ქმნის ჩვევა უნდა გამოიწრთოს და გაძლიერდეს მუდმივი მედიტაციით; მხოლოდ კარგი აზრები უნდა იყოს გონებაში რათა სიმწინდე შიგნითაც გავითავისოთ და არა მხოლოდ ქცევებში.”(13)
ამასთანავე დემეტრიას შეაგონებს იმ მახეებზე რაც დაგებულია წმინდად ცხოვრების გზაზე:
“რამდენნი არიან, რომელნიც თვლიან სიამაყეს თავისუფლებად, პირფერობას თავმდაბლობად, მისდევენ ღვარძლს კეთილგონიერების ნაცვლად და არჩევენ ბოროტებებს სათნოებებს?”(20:1)
პელაგი აფრთხილებს დემეტრიას რომ ყველაზე მეტად ერიდოს ყალბ თავმდაბლობას. ადვილია, ამბობს იგი, რომ ჩანდე თავმდაბალი სიტყვებითა და უაზრო მიმიკებით, მაგრამ “შეურაწყოფის ატანა გამოაჩენს ნამდვილ თავმდაბალს.”(20:1) ასევე: “ნუ იქნება შენში იოტისოდენა სიამაყე ან ქედმაღლობა”(20:2), და ასევე: “ერიდე პირფერებს როგორც შენ მტრებს.”(21:1)
შემდეგ პელაგი ეუბნება დემეტრიას, რომ ქალწულობა არ ნიშნავს ცხონებას და მასაც ისევე მოეთხოვება ყოველი მცნების ასრულება როგორც ყველა დანარჩენს. აფრთხილებს, რომ არ მოტყუვდეს იმათი შემხედვარე, ვინც ქალწულობას ირჩევენ “მაგრამ არა სათნოებას მასთან ერთად”.(10:2) რადგანაც “სათნოება ყველას ერთნაირად მოეთხოვება”(9:2), თუნდაც იმაზე მეტს აკეთებდეს რაც მოეთხოვება – რაშიც ქალწულობას გულისხმობს.
და ბოლოს, პელაგი მოუწოდებს დემეტრიას სიფხიზლისკენ, რათა არ გამოეპაროს ბოროტი ფიქრების აღმოცენება და მათი მალევე მოსპობა. რადგან როცა სული არის “გასხივოსნებული ღვთაებრივი სიტყვებით” და “დაკავებული ზეციური აზრებით” , სატანა მყისვე განეშორება. (26:2)
პ.ს. შეგახსენებთ, რომ პელაგი დაიწყევლა კართაგენის კრებაზე, თუმცა გამართლებულ იქნა აღმოსავლეთში, პალესტინისა და დიოსპოლისის კრებებზე. ამის მერე დასავლეთის(კერძოდ ნეტარი ავგუსტინეს) ინიციატივით კიდევ ერთხელ დაიგმო აფრიკაში და ბოლოს(ამ დროს მკვდარი იყო) ეფესოს მსოფლიო კრებაზე. მას დაბრალდა ღვთის მადლის უარყოფა, ასევე ცოდვილი ბუნებისა და თქმა, რომ შეუძლია ადამიანს უცოდველი გახდეს.
This post has been edited by OtherguyL on 14 Nov 2011, 19:20
--------------------
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.
|