გამარჯობა
საღამოს კითხვა: როგორ ავარჩიოთ ფილმი?
თემატურად.
ამ განყოფილებაში არის რჩევები, არის კინოდღიური, არის ფილმები რეჟისორების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით..
თემატურად (და არა ჟანრობრივად) რომ აერთიანებდეს ფილმებს ასეთი თემა ვერ ვნახე და თუ არის, მიუერთეთ.
აიემბიდის რეიტინგები დიდად არ ინდობა, არც ტიტლიკანა ქალების ხათრით რაოდენობრივად რჩეული ფილმები.
ჰოდა, მე რა მაინტერესებს? ფილმები ჯაშუშებზე, აგენტებზე, სპეც დანიშნულების დანაყოფებზე, მისიებზე.
მოკლედ,
ფილმების თემა: დაზვერვა.
ჟანრი: ნებისმიერი.ძალიან მადლობელი დაგრჩებოდით განყოფილების წევრებს და არაწევრ სხვა განყოფილებიდან შემოხეტებულ კინომოყვარულებს,
თუ ამ თემაში დაპოსტავდით ამ თემაზე აუცილებლად სანახავ ფილმებს.
გნებავთ თქვენი ტოპ ხუთეულის, გნებავთ "ვნახე და მომეწონა" ფორმატში.
დანქე