ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხთთან დაკავშირებით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშში შესწორება შედის. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ. დოკუმენტში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა აღწერილი.
შესწორება, რომელიც ანგარიშის ტექსტში უნდა შევიდეს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს ეხება. თუმცა, „თავისუფლების“ ცნობით, თავდაპირველი ვერსიით, შესწორებაში ივანიშვილის სახელი პირდაპირ იყო ნახსენები, ხოლო, როგორც შესწორების ავტორმა, ავსტრიელმა დეპუტატმა, ჰანეს სვობოდამ განუცხადა, შესწორების ტექსტი შეიცვლება.
„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ უარი თქვას პოლიტიკურ ოპონენტებზე არაპროპორციული პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაზე“, - განაცხადა ჰანეს სვობოდამ და დასძინა - „არ დავასახელებთ კონკრეტულ სახელს, რადგან ეს შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული, ისე, თითქოს ჩვენ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვუჭერდეთ მხარს“.
დეპუტატის თქმით, ეს პოზიცია ზოგადია და მათ, ვისაც პოლიტიკურად გააქტიურება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. მისივე განცხადებით, ამ შესწორების შეტანის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც „ამერიკის და ევროპის მხრიდან, ასევე ამერიკული არასამთავრობოებისგან“ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.
შესწორების თავდაპირველ ვერსიაში ასეთი ფორმულირება იყო: „ევროპის პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტის გამო მას შემდეგ, რაც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მან პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე გეგმები გამოაცხადა“.
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=5802&Itemid=1
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey