მე გურული ვარ, მაგრამ დედულეთი მაქვს სამაჩაბლოში. ხშირად შეცდომით მთელ მაგ მხარეს ეძახიან სამაჩაბლოს და მინდა გითხრათ, რომ სამაჩაბლო ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის ის 9 სოფელია, რომელიც დღეს ოკუპირებულია და ცხინვალსა და ჯავას შორის იმყოფება.
დღეს დაიდო ვიდეო აჩაბეთი-ქურთა-კეხვი, მანქანიდანაა გადაღებული... გული გამისკდა... დღემდე არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო, აღმოჩნდა, რომ ჩემი სახლი ბოლომდე არ დაუნგრევიათ, კარკასი დგას. 2:46-ზე ჩანს ჩემი სახლი....
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...