Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(106)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
☽ მთვარე
, (ქვეცნობიერი)
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
წერილები: 3942
წევრი No.: 88165
რეგისტრ.: 5-April 09
#16255361
· 1 Nov 2009, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მთვარე, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი...
დიამეტრი-3476კმ.
დედამიწიდან დაშორება-380000კმ.
დედამიწის გარშემოვლის პერიოდი-28 დღე.
ასტრონომიულად, ზუსტად არავინ არ იცის მთვარის წარმოშობის ზუსტი ისტორია. ყველაზე გავრცელებული ჰიპოტეზით მთვარე დედამიწასთან ერთად წარმოიშვა.
ასტროლოგიაში მთვარე შინაგან ბუნებას განაგებს...
მთვარე გამუდმებით მოქმედებს დედამიწაზე, მათ შორის ჩვენზეც... მთვარე სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვანაირად მოქმედებს..
არსებობს მთვარის კვიმატი დღეები.
ასტროლოგიაში ჩვეულებრივ მთვარის მდებარეობის გარდა, განიხილავენ შავ მთვარეს (ლილიტს-დედამიწიდან მთვარის ეკლიპტიკის ყველაზე შორეულ წერტილს) და თეთრ მთვარეს (სელენას-დედამიწიდან მთვარის ეკლიპტიკის უახლოეს წერტილს), ასევე არსებობს მთვარის კვანძები.. ჩრდილოეთის აღმავალი კვანძი და სამხრეთის დაღმავალი კვანძი (მთვარისა და დედამიწის ორბიტების გადაკვეთის წერტილი). ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე, განსაკუთრებით დაბადების მომენტში. მთვარე სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანშიც სხვადასხვაგვარად ავლენს თავს... ისიც მნიშვნელოვანია მთვარის მერამდენე დღეა...
დაწერეთ ვის სად გყავთ მთვარე..
რომელ ზოდიაქოში..
თუ რამე გამომრჩა დაამატეთ...
თემის სარჩევი
მთვარის როლი ჰოროსკოპში
მთვარის როლი ჰოროსკოპში II
მთვარის როლი ჰოროსკოპში III
მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში (კატრინ ობიეს მიხედვით)
მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში:
მთვარე ვერძში
მთვარე ვერძში 2
მთვარე ვერძში 3
მთვარე ვერძში 4
მთვარე კუროში
მთვარე კუროში 2
მთვარე ტყუპებში
მთვარე კირჩხიბში
მთვარე კირჩხიბში 2
მთვარე ლომში
მთვარე ლომში 2
მთვარე ქალწულში
მთვარე სასწორში
მთვარე მორიელში
მთვარე მორიელში 2
მთვარე მორიელში 3
მთვარე მორიელში 4
მთვარე მორიელში (ვრონსკის მიხედვით)
მთვარე მშვილდოსანში
მთვარე მშვილდოსანში 2
მთვარე თხის რქაში
მთვარე თხისრქაში 2
მთვარე თხისრქაში 3
სიყვარული და მთვარე თხისრქა
მთვარე მერწყულში
მთვარე მერწყულში 2
მთვარე თევზებში
მთვარე ასტროლოგიურ სახლებში:
I- II- III
IV -V -VI -VII -VIII -IX
X -XI -XII
მთვარე მე-7 სახლში
მთვარე XII სახლში
მთვარე მამაკაცის ჰოროსკოპში
თევზები / მერწყული / თხისრქა
მშვილდოსანი / მორიელი
სასწორი / ქალწული / ლომი / კირჩხიბი
ტყუპები / კურო / ვერძი
მთვარე ქალის ჰოროსკოპში
ვერძი / კურო / ტყუპები / კირჩხიბი / ლომი
ქალწული / სასწორი
მორიელი / მშვილდოსანი
თხისრქა / მერწყული / თევზები
როგორი ქალი სჭირდება მამაკაცს მთვარის მდებარეობის მიხედვით
როგორი ქალი სჭირდება მამაკაცს 2
მთვარე ტყუპებში vs მთვარე მშვილდოსანში
მთვარის დღეები:
მე-2
მე-4
მე-5
მთვარის მე-5 დღე (2)
მე-7
მე-11
მე-12
მე-13
მე-15
მე-16
მე-18
მე-19
21-ე
23-ე
24-ე
25-ე
27-ე
28-ე
29-ე
ახალმთვარეობა
აპექტები:
მთვარის შეერთება ურანთან
This post has been edited by
VlV
on 23 Dec 2011, 23:52
მიმაგრებული სურათი
--------------------
არ მწამს რელიგიები და სექტები!
ნაცისტები, რასისტები, შოვინისტები, ჰომოფობები და რელიგიური ფანატიკოსები ჩემგან შორს!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მო
ჯგუფი: Registered
მო
ჯგუფი: Registered
წერილები: 1515
წევრი No.: 89691
რეგისტრ.: 23-April 09
#16255534
· 1 Nov 2009, 15:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რამდენიხანია იმ ნახატს ვეძებ, თევზებზე რომ დგას მთვარე, და ვერ ვპოულობ.არადა ძან მაგარი ნახატია
ჰო,მთვარე ბაბილონში ჩამქრალი მზე იყო.მზე კი მთვარის შთამომავალი.
This post has been edited by
მო
on 1 Nov 2009, 16:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lazva
iazva
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Lazva
iazva
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5742
წევრი No.: 54772
რეგისტრ.: 2-March 08
#16255658
· 1 Nov 2009, 16:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მთვარე
ასტროლოგიურად მთვარეზე არაფერი არ ვიცი. ერთი გამიგია სავსე მთვარე გიჟებზე "კატალიზატორად" მოქმედებსო. რამდენად მართალია არ ვიცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Marco Materazzi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Marco Materazzi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08
#16255685
· 1 Nov 2009, 16:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კირჩხიბების მფარველი პლანეტაა მთვარე და რამე ზეგავლენას ახდენს ნეტავ ? მე ვარ კირჩხიბი და თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
წერილები: 3942
წევრი No.: 88165
რეგისტრ.: 5-April 09
#16255851
· 1 Nov 2009, 16:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
iazva
QUOTE
ერთი გამიგია სავსე მთვარე გიჟებზე "კატალიზატორად" მოქმედებსო. რამდენად მართალია არ ვიცი
კი ეგრეა.. სავსე მთვარე ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და გაუწონასწორებელი თუა ადამიანი უფრო აგრესიული ხდება...
მაგალიტად გრაფი დრაკულა, განსაკუთრებით სასტიკი იყო სავსე მთვარისას. ღარიბები რომ შეყარა სასახლეში და ცეცხლი წაუკიდა, სავსე მთვარე იყო იმ დროს. დიდებულები რომ სარზე აცვა, მაშინაც სავსე მთვარე იყო.. მერ ხალხი ძაან დაშინდა და სავემთვარეობისას ახლო-მახლო ვინც ცხოვრობდი, სხვაგან მიდიოდა..
სწორედ აქედან წამოვიდა ალბათ მითი იმის შესახებ, თითქოს სავსე მტვარეობისას ვამპირები და მაქციები გამოდიან...
გარდა ცუდისა, სავსე მთვარეს დადდებითი გავლენის მოხდენა შეუძლია სამედიცინო სფეროში წყლის პროცედურების დროს..
Marco Materazzi
მთვარე ყველაზე მოქმედებს, არამარტო კირჩხიბებზე...
ამ შემთხვევაში გააჩნია, შენი დაბადების მომენტში მთვარე რომელ ზოდიაქოში იყო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Marco Materazzi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Marco Materazzi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08
#16256214
· 1 Nov 2009, 16:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
V~V_nosferatu_V~V
და მაგის გაგება შეიძლება 1987 წლის 11 ივლის დავიბადე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Front National
პრაქტიკულად გაუქმებული პროფილი
ჯგუფი: Members
Front National
პრაქტიკულად გაუქმებული პროფილი
ჯგუფი: Members
წერილები: 11836
წევრი No.: 40257
რეგისტრ.: 20-August 07
#16256287
· 1 Nov 2009, 16:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მთვარე
მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა
მთვარე დედამიწის ერთადერთი თანამგზავრია. მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი დაახლოებით 380 000 კილომეტრია. აქედან გამომდინარე უძველესი ხანიდან ეს მნათობი ადამიანის ფართო ინტერესს იწვევდა, რადგან ის, ასე ვთქვათ, ადამიანთა "თვალწინ" იბადებოდა, იზრდებოდა, ილეოდა, ბოლოს კი საერთოდ ქრებოდა, შემდეგ ახლიდან იბადებოდა და ასე დაუსრულებლივ. ადამიანები მას აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ, სწავლობდნენ და ადრეულ საუკუნეებში აღმერთებდნენ კიდეც. ასე, რომ სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიებსა თუ წარმართულ რელიგიებში მთვარეს უდიდესი და ხანდახან მთავარი ადგილიც უკავია.
ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მთვარის კულტის მატარებელი ქალღმერთი იზიდა იყო და ეგვიპტელთა რწმენით სწორედ ის ადიდებდა ნილოსს, რომელიც სანუკვარი შლამით ფარავდა ეგვიპტელ გლეხთა მინდვრებს, ამის გამო ეგვიპტის მიწები ბარაქიანი ხდებოდა, რაც უხვი მოსავლის საწინდარი იყო. საინტერესოა, რომ ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში იზიდას მეუღლე ოსირისი მზედ მოიაზრება, ასე, რომ მზისა და მთვარის მეტაფიზიკურ კავშირზე თვით უძველეს ხანაშიც ჰქონდათ წარმოდგენა. პირველი კალენდარი რომელიც შუმერსა და ძველ ეგვიპტეში შეიქმნა, სწორედ მთვარის იყო. მთვარის კალენდრით თითქმის ყველა უძველესი ქვეყანა სარგებლობდა. როგორც ცნობილია მთვარე დედამიწის გარშემოვლას 29,5 დღე უნდება (სინოდური პერიოდი). მთვარის წელიწადი 354 დღისგან შედგებოდა და მას 11 დღეს უმატებდნენ, რომელსაც ძველქართულად ზედნადები ეწოდებოდა.
თუკი ძველ ეგვიპტეში მთვარე ქალს წარმოადგენდა და აქედან გამომდინარე მას მეტაფიზიკურ პლანში მდედრული ენერგეტიკა ჰქონდა, საქართველოში მას მამრული ბუნება გააჩნდა და მამაკაცი იყო. მაგალითად, არმაზის კერპს (რომელიც მთვარის ღვთაებას წარმოადგენდა) ხმალშემართული მამაკაცის ფორმა ჰქონდა (არმაზის კერპი საქართველოს პირველმა მეფემ ფარნავაზმა მცხეთაში აღამართვინა). მთვარის მამრულ ჰიპოსტასზე საუბრობს ცნობილი ქართული ხალხური ლექსიც:
"მზეა დედაჩემი,
მთვარე - მამაჩემი,
ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები
და-ძმებია ჩემი".
მთვარე აქაც მამას, ანუ კაცს წარმოადგენს. თუმცა, ქართულ მითოლოგიაში ვხვდებით მთვარის მდედრულ ჰიპოსტასსაც და მასზე ამირანის თქმულება მოგვითხრობს. როგორც ცნობილია ლეგენდის ბოლოს ამირანს ცოლად ყამარი მოჰყავს. ყამარი - მთვარის სპარსული სახელწოდებაა. ამას სულხან-საბა ორბელიანი თავის "სიტყვის კონა"-ში განმარტავს. იგივე ცნობას ვხვდებით "ეფრემ-ვერდშიც" (ე. ი. ამირანის ცოლი მთვარე ხდება). საერთოდ, ქართულ მითოლოგიაში მთვარეს გამორჩეული უკავია, მაგალითად, ძველ სამეგრელოში სწამდათ, რომ მთვარეს შეეძლო მათთვის ავადმყოფობა და უბედურება გამოეგზავნა, ამიტომ, მთვარის ღმერთს - თუთაშხას უდიდეს პატივს მიაგებდნენ. თუთაშხას დღე ორშაბათი იყო და ამიტომ, ამ დღეს ერიდებოდნენ სახლიდან რაიმეს გატანას, ხორცის ჭამას, სადმე გამგზავრებას, მგზავრობისას წყლის დალევას და ა. შ.
დღეს აქსიომაა და კამათს აღარ საჭიროებს, რომ როგორც დედამიწის, ისე ადამიანის 75% სითხეა და ამ სითხის მოძრაობას მთვარე განკარგავს (დედამიწაზე მთვარის ფაზების ცვლაზე დამოკიდებული ზღვებისა და ოკეანეების, ადამიანში საერთოდ სითხის მიმოქცევა). ასე, რომ ქართულ მითოლოგიასა და ზღაპრებში ტყუილად კი არ არის მთვარე არა მარტო ღამის, არამედ წყლის სამყაროს ბრძანებელიც. წყალს საკუთარი მეტაფიზიკური მეხსიერება გააჩნია და რიგ შემთხვევებში საკუთარი სტრუქტურების შეცვლაც კი შეუძლია, მაგალითად, როგორც ეს წყლის კურთხევის დროს ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთვარის მეტალი ვერცხლია და თუ ერთ ჭიქა უბრალო წყალში რაიმე ვერცხლის ნივთს ერთი დღით ჩავდებთ, მაშინ ის წყალი სამკურნალო თვისებებს შეიძენს. ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი წინაპრები უძველესი საკრალური რიტუალების დროს სასმელს ვერცხლის თასებით და აზარფეშებით მიირთმევდნენ.
ასტროლოგიურად მთვარე ადამიანის ემოციას, ინსტიქტებს და ქვეცნობიერს მართავს. ამ პლანეტის დადებითი თვისებები: მგრძნობიარობა, რომანტიულობა, მზრუნველობა, ტაქტიანობა, ათვისების უნარი. უარყოფითი თვისებები: მეოცნებეობა, ეჭვიანობა, ფანტაზიორობა, მერყეობა, სიმხდალე, ბუტიაობა.
ასტროლოგიურად მთვარე საკუთარ "ღირსებებს" ყველაზე პოზიტიურად კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი გავლენა ნეგატიურია მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოში.
მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში მთვარე მიუთითებს ქვეყნაში ფართო მასებზე, ხალხის ყოფით ცხოვრებაზე, სუსტ სქესის წარმოამდგენლებზე, საცხოვრებელი ადგილების გამო მომხდარ პრობლემებზე.
მთვარე განსაკუთრებით კირჩხიბის ზოდიაქოთი დაბადებულ ადამიანებზე მოქმედებს, რადგან, მთვარე ამ ზოდიაქოს მმართველია. თუ დავაკვირდებით კირჩხიბებს ძალიან სწრაფად ეცვლებად გუნება-განწყობილება, თუ ისინი ერთ წუთს მხიარულ განწყობაზე არიან, მეორე წუთს უმიზეზოდ ღიზიანდებიან და თვითონაც ვერ იგებენ რატომ. მათ შინაგან ბუნებას ცვალებადი მთვარე მართავს, ეს კი მათ ფსიქიკას ძალიან აფაქიზებს და ნებისმიერ წვრილმანს ისინი მტკივნეულად აღიქვამენ, განსაკუთრებით თუ საშიშიროება მათ მშობლებს, ოჯახს ან სახლს ემუქრება.
როგორც ზემოთ ვთქვით, მთვარე დედამიწის გარშემოვლას 29,5 დღეს ანდომებს, მთლიანობაში ეს ოთხი ფაზაა. თითოეული ფაზა დაახლოებით შვიდ დღეს მოიცავს. მთვარის ციკლი იწყება ახალმთვარეობით, როდესაც მთვარე და მზე დედამიწიდან ერთ წრფეზე განთავსდებიან, ამ დროს მთვარე მზის სხივებში ეხვევა და საერთოდ არ ჩანს, ეს ახალმთვარეობაა. შვიდი-რვა დღის შემდეგ მთვარე მზესთან ოთხმოცდაათგრადუსიან კუთხეს ქმნის, ასტრონომიაში ამას მთვარის პირველ მეოთხედს, ასტროლოგიაში კი აღმავალ მთვარეს უწოდებენ. ახალმთვარეობიდან თხუთმეტი დღის შემდეგ დედამიწა მზისა და მთვარის ზუსტად შუაში მოექცევა და ამ დროს ადამიანები მთვარეს მთლიანად ხედავენ, ეს სავსემთვარეობაა. სავსემთვარეობიდან შვიდი-რვა დღის შემდეგ უკანასკნელი მეოთხედია, ანუ მთვარე დაღმავალი ხდება, დაახლოებით შვიდი დღის შემდეგ ისევ ახალი ახალმთვარეობა დგება და ა.შ.
ძველთაგანვე მიიჩნევა, რომ მზე-მთვარის ეს ოთხი განთავსება პოზიტიური არ არის და ამ დროს დედამიწაზე უარყოფითი სახის ენერგია შემოედინება, რაც ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და მათ შორის ადამიანებზეც ნეგატიურად აისახება. ამ დროს ადამიანებში იმატებს დაძაბულობა, აღგზნებულობა, იმპულსურობა, მერყეობა. ამ დროს ადამიანები ჩვეულებრივზე ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც გარკვეულ პრობლემებსა და რიგ შემთხვევებში კატასტროფებსაც კი იწვევს.
ძველ საქართველოში უბირმა გლეხმაც კი იცოდა ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის მავნე ენერგეტიკის შესახებ და ამას საყოფაცხოვრებო-სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებდა, იცოდა, რომ ახალმთვარეობას არ უნდა მოეხნა მიწა, არ უნდა დაეთესა მოსავალი, არ უნდა ჩაესხა ქვევრში ღვინო – მან კარგად უწყოდა, რომ ამ დროს დათესილი მოსავალიც და ქვევრში ჩასხმული ღვინოც აუცილებლად წახდებოდა. ძველქართულ ეზოთერულ წიგნში "ხელთაი"-ში პირდაპირ მითითებულია: "არა სთესო რა ახალმთვარესა, არა დასძრა ღვინო, არა ილაშქრო"...
თუ მზე ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში შესვლისას ადამიანში ახდენს ამ ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების კოდირებას და ასევე ამ ადამიანში აყალიბებს ინდივიდუალობას და შინაგან ბუნებას, მთვარე ამას ქვეცნობიერულ და ფსიქიკურ დონეზე ახერხებს. ასე, რომ მთვარე როგორც ჩვენი პლანეტისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მთვარის თითოეულ დღეს თავისი პოზიტიური თუ ნეგატიური დატვირთვა გააჩნია, მიჩნეულია, რომ ახალი საქმეების დაწყება ახალმთვარეობიდან მესამე-მეოთხე დღეს არის რეკომენდებული, საქმის დამთავრება კი სავსემთვარეობის შემდეგ არის მიზანშეწონილი. ყველაზე ნეგატიურად მთვარის მეორე, მეცხრე, მეთხუთმეტე, მეცხრამეტე, ოცდამესამე, ოცდამეექვსე და ოცდამეცხრე დღეებია მიჩნეული. ასტროლოგები ამ დღეებში ადამიანებს მაქსიმალურ თავშეკავებას ურჩევენ, რადგან ერთი-ორად იმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. მთვარე დედამიწისთვის ერთგვარ ანტენას წარმოადგენს, რომლის საშუალებით ჩვენი პლანეტა კოსმოსთან მიმართებაში ჰარმონიულ მდგომარეობას ინარჩუნებს.
© geoastrolog
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zanzaron3
Crazy Member
ჯგუფი: Members
zanzaron3
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3537
წევრი No.: 63093
რეგისტრ.: 31-May 08
#16257605
· 1 Nov 2009, 18:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Marco Materazzi @ 1 Nov 2009, 16:39 )
V~V_nosferatu_V~V
და მაგის გაგება შეიძლება 1987 წლის 11 ივლის დავიბადე
მთვარე თხის რქაში გყავს, ანუ ოპოზიციაში კირჩხიბის მზესთან
მეც ოპოზიცია მაქვს, მთვარე - ვერძი, მზე - სასწორი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#16257701
· 1 Nov 2009, 18:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მეც ოპოზიცია მაქვს, მთვარე - ვერძი, მზე - სასწორი
მეც და ნოსფერატუსაც. ანუ სავსემთვარეობას ვართ დაბადებულები......
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Marco Materazzi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Marco Materazzi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16939
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08
#16258455
· 1 Nov 2009, 19:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(zanzaron3 @ 1 Nov 2009, 18:11 )
მთვარე თხის რქაში გყავს, ანუ ოპოზიციაში კირჩხიბის მზესთან
და ეგ რას ნიშნავს იქნებ ცოტა გამარკვიოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ghost_reveries
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ghost_reveries
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 720
წევრი No.: 67970
რეგისტრ.: 23-July 08
#16258687
· 1 Nov 2009, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დაწერეთ ვის სად გყავთ მთვარე..
გულში
უი, მე ვის სად გიყვართ წავიკითხე
This post has been edited by
ghost_reveries
on 1 Nov 2009, 19:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane Eyre
member
ჯგუფი: Registered
Jane Eyre
member
ჯგუფი: Registered
წერილები: 238
წევრი No.: 100192
რეგისტრ.: 17-September 09
#16258884
· 1 Nov 2009, 19:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
V~V_nosferatu_V~V
და მე სად მყავს მთვარე?
დავიბადე 1990 წლის 19 ივნისს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
წერილები: 3942
წევრი No.: 88165
რეგისტრ.: 5-April 09
#16259005
· 1 Nov 2009, 19:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
folkman
QUOTE
მეც და ნოსფერატუსაც. ანუ სავსემთვარეობას ვართ დაბადებულები...
ალბათ მაგიტომ ვარ გიჟი...
მოკლედ..
მე მაქვს ცხრილი რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი წლის ნებისმიერ თვეში შეიძლება ახალმთვარეობის დადგენა, საათის და წუთების სიზუსტით, გრინვიჩის დროით...
ეს ცხრილი ხელით გადმოვხაზე, ჩემი ბლოკნოტიდან, ხოდა, იმედია გასაგებად მიწერია..
ცხრილის გამოყენების წესი..
ავიღოთ თარიღი.. მაგალითად ეხლანდელი თვე.. .. 2009 წლის ნოემბერი..
1)ავიღოთ ჩვენი ათასწლეულის შესაბამისი კოეფიციენტი, ჩვენ შემთხვევაში 20. (თუ მაგალითად 1957 წელია, ირებთ 19-ს.. თუ 1895 18-ს და ა.შ.)
2)მესამე სქემაში მოვძებნოტ 20-ის შესაბამისი კოეფიციენტი.. ჩვენ შემთხვევაში ესაა 11,2.
3)მეორე სქემაში მოვძენბოთ ციფრები რომელიც შეესაბამება ამ წლის ათეულებს და ერთეულება, ანუ ამ შემთხვევაში 0 და 9. მათი გადაკვეთის წერტილზე მოცემულია საჭირო ციფრი.. ჩვენ შემთხვევაში ესაა 20,4.
4)პირველ სქემაში მოვძებნოთ თვის რიგითი ნომერი. ამ შემთხვევაში XI-ნოემბერი და მისი შესაბამისი კოეფიციენტი-15.3
5)შევკრიბოთ მოცემული კოეფიციენტები.
11,2+20,4+15,3=46,9
6)თუკი მიღებული ციფრი თვის დღეების რიცხვზე მეტია, მას ვაკლებთ 29,5-ს. ეს ის ციფრია, რა რაოდენობის დღეცაა თვეში..
46,9-29,5=17,4
ესე იგი, ახალი მთვარე იქნება 17 ნოემბერს..
17,4-17=0,4
ეხლა გავიგოთ საათი.. დარჩენილი 0,4 გავამრავლოთ დღეში საათების რაოდენობაზე, ანუ
0,4 x 24=9,6
ე.ი. 9,6 საათი
ამ თვეში ახალმთვარეობა, ანუ მთვარის პირველი დღე იქნება 17 ნოემბერს 9,6 საათზე გრინვიჩის დროით..
ზეტში გადავამოწმე და იქ 16 ნოემბერი წერია.. თუმცა ოქტომბრის ახალმთვარეობა დაემთხვა.. 18 ოქტომბერი..
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ARIESTHERAM
Super Member
ჯგუფი: Registered
ARIESTHERAM
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 115
წევრი No.: 98921
რეგისტრ.: 2-September 09
#16259223
· 1 Nov 2009, 19:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
V~V_nosferatu_V~V
მორიელებს აგიჟებს ხოლმე მთვარე!
სირცხვილი მორიელებს!
უკვე 2-ე თემაზე ხართ და გალაქტიონი არ გიხსენებიათ, ჰო, მგონი მასეა, თუ არ ვცდები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
V~V_nosferatu_V~V
♏ ფემინისტი ♏
ჯგუფი: Members
წერილები: 3942
წევრი No.: 88165
რეგისტრ.: 5-April 09
#16259298
· 1 Nov 2009, 19:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jane Eyre
კუროში გყავს.. სხვათაშორის მეც..
ARIESTHERAM
ვიცოდი მოგეწონებოდა ეს თემა..
მე არ ვარ პოეზიის დიდი მოყვარული..
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(106)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0511 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.