პეტრე ცისკარიშვილს "პულტზე თითის დამჭერი" ჰყავს?!
პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას კენჭისყრის გაყალბების ფაქტები, ახალი არ არის.
"სხვისი პულტების გამოყენება", პარლამენტის ჩვეული და გადაუჭრელი პრობლემაა.
თუმცა, "სხვა დეპუტატის" პულტს დეპუტატი თითს მაშინ აჭერს, როცა ეს "სხვა დეპუტატი" დარბაზში არ იმყოფება ან სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს და ან დარბაზში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ არის და სხვისი პულტის გამოყენება, საკითხის გატანის ერთადერთი საშუალებაა.
მიუხედავად ამ ტრადიციული პრობლემების გამეორებისა, "პალიტრა ტვ"-მ აღმოაჩინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დარბაზში ყოველთვის ზის, თუმცა პულტს თავად არ აჭერს თითს და ამ ფუნქციას, მისი გვერდით მჯდომი გიორგი იმნაძე ასრულებს.
თავად ცისკარიშვილი ამბობს, რომ მის მაგივრად ხმას ხანდახან აძლევენ და იქვე დასძენს, რომ ასე, "ოკულტური ქვების რჩევით" იქცევა.
წყარო:
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...eriq-hyavs.html