ისევ ყბადაღებულ ომის დაწყებაზე.
ბევრი ვერ აცნობიერებს რატომ ატრიალებენ ამ საკითხს ასე დაჟინებით.
მთელმა მსოფლიომ მხარი დაგვიჭირა ომის დროს.
მთელი მსოფლიო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
მთელ მსოფლიოს მიაჩნია რუსები ოკუპანტებად.
ჩვენც მტრებად მიგვაჩნია რუსეთი და ვიცით, რომ დიდი ხანია ომის გამოუცხადებლად გვეომება. მე იმაზეც მაქვს პრეტენზია აქამდე რატომ არ დააყენეს რუსების მიერ ქართველთა ეთნოწმენდის საკითხი და რა უფლებით იდგა ე.წ. სამშვიდობოები(ისე მაგათ რომ მოვუდღან კეთილები) ჩვენს ტერიტორიაზე. მაგრამ...
ვინმემ თქვა საქართველოს უფლება არ ქონდა საკუთარ მიწაზე ომი დაეწყოო?
ხომ შეეძლო მიხუილას ომის დაწყებამდე გამოეყვანა მოსახლეობა, გაემაგრებინა პოზიციები, აეტეხა ვაი-უშველებელი(არადა როგორ ეხერხება), მოეთხოვა სამშვიდობოების გაძევება და ...
...და მერე დაერტყა!
შეცვლიდა ეს რამეს საომარ ვითარებაში? არც არაფერს. თუ რუსები არმიას არ შემოიყვანდნენ, ისედაც დავჩაგრავდით ტილიან ბოევიკებს. სამაგიეროდ მზად ვიქნებოდით მრავალდღიანი(კვირიანიც) ომისთვის და დიიიდი ფორა გვექნებოდა საინფორმაციო ომში. უფრო მეტიც, მიხუილას შეეძლო ომის მერეც ეთქვა, რომ რუსეთმა სერიოზული მზადება დაიწყო ომისთვის(ფაქტები სახეზეა) და აპირებდა სრულმასშტაბიან ოკუპაციას, ამიტომ, ჩვენ არ გვქონდა ლოდინის უფლება და გავრისკეთ პირველი დარტყმა, რათა მოგვეპოვებინა უპირატესობაო. ვინმე დაგვადანაშაულებდა ამაში? ვინ იტყოდა, რომ არ გვაქვს სამშობლოს დაცვისა და ოკუპანტების განდევნის უფლება? ერთადერთი მტყუანი გამოვდიოდით სამშვიდობოების წინაშე, მაგრამ პრიორიტეტი ქვეყნის მთლიანობაა და ნებისმიერი ხელშეკრულება მეორე პლანზე იწევს.
მაშ რატომ არ ითქვა სიმართლე, სადაც ჩვენი ქვეყანა 100%-ით მართალი იქნებოდა?
იმიტომ, რომ მაშინ მიხუილა გამოდიოდა პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე!
დღესაც კი, თუ დავუკვირდებით, ომის დაწყებაზე სააკაშვილს ამტყუნებენ გამოწვეული შედეგების გამო და პასუხისმგებლობას აკისრებენ ქვეყნის და იმ მსოფლიოს წინაშე, რომელიც მხარს გვიჭერდა, და არა ჩვენს ქვეყანას რუსეთის წინაშე, ამიტომაც აღიარეს რუსეთი ოკუპანტად და მოთხოვეს ომამდე პოზიციაზე დაბრუნება.
ასე რომ, ვინც ომის დაწყების თემას ატრიალებს ის ცდილობს მიხუილას დაცვას, და იმაზე არ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა მაგის გამო. მათ არ უნდათ სააკაშვილმა პასუხი აგოს თავის ქვეყანასთან, მათ უნდათ სამშობლოს ინტერესებს ამოაფარონ და თუნდაც ამ ინტერესების ხარჯზე დაიცვან თავიანთი კერპი.
ჩვენ გვაქვს უფლება სამშობლო გავათავისუფლოთ, მაგრამ არ გვაქვს უფლება მტერს მივცეთ საშუალება უფრო მეტად დაგვიპყროს.
ნუ დაიცავთ მიხუილას, დაიცავით თქვენი ქვეყანა!
http://www.myvideo.ge/?video_id=717800მძინარე და კონტროლირებადი ცხინვალი... (post #24556834)კვლავ 2008. რუსეთ საქართველოს ერთობლივი პროექტი? (post #28313240)პრეზიდენტის ბრძანებულება 402 2008 წლის 9 აგვისტო (post #28332311) This post has been edited by m e r a on 16 Nov 2011, 16:02