თითქმის ერთი კვირაა მარცხენა მხარეს მკერდში, წვის და სიმხურვალის შეგრძნება მაქვს. ხანდახან ტკივილია, ჩხვლეტისმაგვარი და ნეკნებს მიყვება ლავიწამდე და თითქმის კისრამდე, დაღლას და ტკივილს ვგრძნობ მარცხენა მკლავში. ტკივილის და წვის შეგრძნება მაქვს უკან, ბეჭთანაც.
ვიყავი მამოლოგთან. რადგან ეს წვა და ტკივილი მკერდში მაქვს, მარცხნივ. არც ხელით ისინჯება არაფერი და არც ექომამოგრაფიამ აჩვენა რამე.
შეიძლება ხერხემლის ბრალი იყოს? . დაზღვევა მაქვს ტატიშვილის და სათითაოდ ხომ ვერ ჩამოვივლი ყველა ექიმს. უბრალოდ ისე დავიბენი, ისიც არ ვიცი მორიგი ვიზიტი რის ექიმთან დავგეგმო
იმედია წესების შესაბამისად გავხსენი თემა. თუმცა ვერც ის მოვიფიქრე როგორ დამესათაურებინა.
წინასწარ გიხდით მადლობას რჩევისა და გულისხმიერებისთვის.
Just leave me in luxury's lap.