გადავწყვიტე 03.02 2006 წლით დათარიღებული ჩემი ძველი ჟურნალისტური გამოძიება მომეძებნა.
ეს სტატია თავის დროზე მხოლოდ "კვირის პალიტრას" შევთავაზე, რომლისთვისაც მაშინ ბიზნესმენების პორტრეტებს ვწერდი საავტორო რუბრიკისათვის -" კაცი და საქმე".
თუმცა, დაბეჭდვაზე უარი მივიღე. რაც არ გამკვირვებია . სხვა გაზეთები კი რადგან თავად არ მაინტერესებდა, ამიტომ, პირველად დღის სინათლე ამ ტექსტმა ჩემს "ფეისბუქის" კედელზე იხილა "ქართუს" სიების
გამოქვეყნების შემდეგ.
http://www.facebook.com/profile.php?id=100000421963353რატომ სჭირდებოდა კულტურის სფეროს მეცენატობა? იმიტომ რომ ხაზინა კულტურას გერად მიიჩნევს არამარტო 2003 წლიდან, არამედ, მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე...
არადა, თავისუფლება კულტურის ენაზე მეტყველებს და არაფერს წარმოვადგენთ კულტურის გარეშე.
სანახაობა სჭირდება ბრბოს, კულტურა -ერს!
კულტურის უგულვებელყოფა ჩვენისთანა ქვეყნისთვის შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს: თუკი დამოუკიდებელი აზროვნების უნარს დავკარგავთ, ეროვნულ დამოუკიდებლობასაც მივაყოლებთ ზედ...
მაჯლაჯუნები. (ჟურნალისტური გამოძიება)
" ჩვენში ოფიციალურად ორი რევოლუცია მოხდა, მაგრამ იყო მესამეც, გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველი,
ოღონდ სინამდვილეში , მართლაც რომ დამანგრეველი . ჩვენს შეგნებაში დამყარდა
პროვინციალიზმის დიტატურა". (თ. ჭილაძე)
I. შტაბ-ბინა 2005-06 წლების გასაყარზე, მერიამ დედაქალაქს, რომლის მაღალი კულტურითა და დახვეწილი გემოვნებით თავის მოწონება ასე გვიყვარს "მაჯლაჯუნ -შოუ" დაგვიდგა. ოღონდ ,შარშანდელ 300 ათას ლარად ღირებულ საახლწლო "ლაზერ-შოუზე" იაფად. ამჯერად, " სულ რაღაც "122 ათასი გავფლანგეთ.
სცენარის მიხედვით, 10 სავსე ავტობუსი დაიძრა გარეუბნებიდან ე.წ. "წლის შემაფერხებლების " საპოვნელად და მე რომ მკითხოთ, სწორი კოორდინატებით რომ ეძებნათ, პირდაპირ მერიის კულტურისა და განათლების შტაბ-ბინას უნდა მისდგომოდნენ, რომელ სამსახურსაც კულტურის მთავარ შემაფერხებელად მივიჩნევ.
განათლებისა და კულტურის სფერო ბიუჯეტის კომბინატორებისთვის ყველაზე მოხერხებული შირმა აღმოჩნდა, რომლის მიღმაც საეჭვო პროექტებით ხაზინიდან ასეულ ათასებსა და მილიონებს აქრობენ და მერე ასეთი უაზრო მასკარადებით ფუთავენ , როცა 2005 წელი ისტორიაში "შავად" თუნდაც მარტო იმ ერთი სამარცხვინო ფაქტისთვისაც ჩაიწერება , მერიის კულტურის და განათლების სამსახურმა , რომელმაც დედაქალაქის შარშანდელი ბიუჯეტის თითქმის მეხუთედი გაფლანფა ( თანაც, დაგეგმილ 65 მილიონის ნაცვლად 1, 3 მილიონით მეტი გადახარჯა), ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლსა და მთელი საუკუნის განმავლობაში " ქართული მწერლობის აკვანს" რომ ვერ უპატრონა და ჟურნალ " მნათობს" დაფინანსების შეწყვეტის გამო შეველიეთ.
285 ათასი რომელიღაც უსახელი " ბიგ-ბენდს" ერგო. (შედარებისათვის : 11 თეატრს ერთად 144 ათასი მისცეს , ხოლო მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელ სახ. კონსერვატორიას მხოლოდ 120 ათასი ამყოფინეს); 90 ათასი იღბალმა "ფორტუნა-97 "-ს ჩაუთვალა; 32 ათასი გაურკვეველი სახელწოდების პროექტს-"შენ დაგიტოვებ ? "-საც კი ერგო ; 60 ათასად ე.წ "ღირსების წიგნი" დაუწერიათ და საჭირო 50 ათასი ვერ გაიმეტეს "მნათობისათვის" , რომელიც , ერის ღირსების სიმბოლოს თავად წარმოადგენს.
II. "გრილი მზე" და 27 მლნ "დასაქმებული " დედაქალაქის მერიას ფული ნამდვილი მწერლობისთვის ენანება, თორემ, გარე-განათების აბდაუბდა "პოეზია" - "მტკვარი ქრება, როგორც ცრემლი , თბილსა და საყვარელს , თუ გულით ატარებ მზეს ”–ტელეეკრანებიდან მთელი თვე არ ჩამოუხსნიათ და იმდენჯერ დაატრიალეს,იქნებ , სატელევიზიო ხარჯმა, თავად ელექტროენერგიის ციფრებსაც გადააჭარბა .
საკრებულომ ახლახანს დაამტკიცა ფინასური ანგარიშები, (2006 წლის იანვარი იგულიხმება) რომლის "მომუშავეთა გრაფაში" დაფიქსირებულია განსაცვიფრებელი, უფრო სწორად პირდაპირ ფანტასტიკური ციფრი- 27 მილიონი (!), რომელიც ყოველგვარ ლოგიკას იმდენად სცილდება, ქალაქში მობოდიალე ყველა მაჯლაჯუნაც რომ დავაჯამოთ, ვერაფრით მოგროვდება.
თავად განსაჯეთ : 4, 5 მილიონიანი ქვეყნისა და 1, 3 მილიონიანი დედაქალაქის განათლებისა და კულტურის სამსახურს შარშან, თურმე არც მეტი არც ნაკლები- 27 010 400 სული დაუსაქმებია !
და თანაც, როგორც კი 31 დეკემბრის ღამის 12 საათმა ჩამოკრა, აქედან 24 მილიონი ააორთქლეს და დამდეგი წლის ბიუჯეტის ცხილებში, თუმცა მაინც დაუჯერებლად გაბერილი, მაგრამ შედარებით ნორმალური-3, 7 მილიონი კულტ. მუშაკიღა შემოგვრჩენია , ოღონდ კატასტროფულად მთელი 80%-ითაა (!) შემცირებული დაფინანსება. (შარშან გაფლანგული 66, 3 მილიონის შემდეგ , წელს კი მხოლოდ 12 569 400 ლარი დაუგეგმავთ. ) .
და თუკი მარტო "კრიტალები" გაიტაცეს ახალ წლის ღამეს, როგორც " მაჯლაჯუნ-შოუში" ჩაბმული მასმედიის ყველა რუპორი გადმოსცემდა და წინ მართლა არნახული ეკონომიკური ზრდის ტემპით მივექანებით , როცა არც საგადასახო კოდექსი შეგვიცვლია და ომიც ნამდვილად არ გვიწარმოებია , (ჯვარი გვეწეროს) , არ უნდა ვიკითხოთ: წინა წელს "დასაქმებული" 27 მილიონიდან 20 მილიონი სული ერთ " საბედისწერო" წუთში რამ გაწყვიტა?
და იმ 27 მილიონთან დაკავშირებული საბუღალტრო ანგარიშები არ უნდა შეისწავლოს კონტროლის პალატამ?
თავად განსაჯეთ:
მოწაფეებით გაჭედილი 10-10 ავტობუსი მარტო ერთხელ კი არა, ყოველ დღეც რომ გამოსულიყო მერიიდან, ამ გზით ნახევარ მილიონ მგზავრსაც ვერ "დავასაქმებდით" . 2 ყველაზე მასობრივ მოვლენაზე (თბილისობა და ბუშის ვიზიტი) დასასწრებად ქუდზე კაციც რომ გამოგვეყვანა და ვინც ღონისძიბებს ტელე-ეკრანიდან მოჰკრა თვალი ისინიც "დასაქმებულებისთვის" დაგვემატებინა, ციფრი მაქსიმუმ 3 მილიონამდე აქაჩულიყო .
ეტყობა, "ლაზერ- შოუს" ყველა სხივი და ფოერვერკის ყველა ნაპერწკალიც დასაქმებულებს მიათვალეს თორემ, ასეთ მაჯლაჯუნურ მონაცემები რანაირად დაგროვდებოდა ? ვითომ გართობთ, თორემ სასაცილო არითმეტიკასთან სულაც არ გვაქვს საქმე. დასაქმებულების აბსურდულად გაბერვა, საგანგაშო ანონსივითაა, რომ დანარჩენ ცხრილებშიც ამ ციფრების შესაბამისი დარღვევები და მაქინაციები იმალება. მილიონებით რომ არ გადაგღალოთ, მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის ოფისის გასული წლის წყლის ხარჯს- 12 ათასს ავიღებ საზომ მეტრად, რა ციფრითაც ხაზინიდან მერიის უნიტაზებში მინიმუმ 10 ათასი ლარი ზედმეტად ჩაირეცხა.
და სხვათაშორის, ეს მაქინაცია წლევანდელმა გეგმამ თავადვე შეკვეცა და ამოაგდო. რადგან ამ პუნქტით მხოლოდ 3, 3 ათასი ლარიღაა დასახარჯად გამოყოფილი. რაც 51 თანამშომლიან უშხაპო ოფისისთვის მაინც ბევრია , ვინაიდან, მაგალითად, რესტორანის წყლის მრიცხველი კი ყოველთვიური 10- ათას ლარიანი ბრუნვისა და ასობით კლიენტის გასასტუმრებლად მხოლოდ ამის ნახევარს აღრიცხავს.
და როგორი უყაირათოც იყო მერიის აპარატი ამ შემთხვევაში, ასეულ ათასებსა და მილიონებსაც ისევე ხელგაშლილად მფლანგავდა და როგორც კულტურის ოფისის ავარიული ვაი-საპირფარეშო გამოიყურება იმ სართულზე დახარჯული 100 ათასიანი "კაპიტალური დაფინასების" ფონზე , (ოფისისათვის გამოყოფილ 25 ათასსა და პლუს კომუნალური ხარჯების 37, 3 ათასზე რომ აღარ შევჩერდეთ) მერიის ამ სამსახურის ყველა სხვა გიგანტურ ხარჯსა და შედეგებს შორისაც ანალოგიური მყვირალა შეუსაბამობაა.
მოკლედ, მერიის 51- ჩინოვნიკიანმა აპარატმა შარშან ჯამში 1,2 მილიონი ლარი ასე არხეინად მოიხმარა. რაც დედაქალაქის განათლებისა და კულტურის სამსახურის მთელი წლევანდელი ბიუჯეტის მეათედს შეადგენს.
03.02 2006 წ. (გაგრძელება იქნება )
This post has been edited by vibla80 on 17 Nov 2011, 08:09