ადამიანების ჯგუფმა, რომელიც ჩვენი კომპანიის რეკლამას აკეთებს დააფუძნეს სარეკლამო კომპანია. ანკ კომპიუტერსი მიესალმება მათ წამოწყებას და მათთვის მადლობის მოხდის მიზნით აწყობს კონკურსს მათი კომპანიის ლოგოს დიზაინზე.
კომპანიას ქვია; "გაერთიანებული პიარ ჯგუფი", "united PR group" UPG
სლოგანი; "იდეას შეუძლია..." Idea can..."
ძირითადო საქმიანობა; ვებ პროგრამირება, ვებ დიზაინი, სეო, რეკლამა სოციალურ ქსელებში, რეკლამა ინტერნეტში.
კონკურსის პირობები; გამოვლინდება 4 გამარჯვებული; სამი LIKE–ების მეშვეობით, რომელთაგან პირველს გადაეცემა 100 ლარი, მეორეს 60 ლარი და მესამეს 40 ლარი.
ამასთანავე შეირჩევა საუკეთესო ნამუშევარი, რომელსაც გადაეცემა პრემია 200 ლარის ოდენობით. უპირატესობა მიენიჭება იმ ლოგოს, რომლის დეტალებიც იქნება გააზრებული და განმარტებული.
ნამუშევრები განათავსეთ ჩვენი კომპანიის ფეისბუქის კედელზე (
www.facebook.com/ANKcomputers ) ან გამოაგზავნეთ მისამართზე;
upg@ank.ge , ამ შემთხვევაში თქვენს მიერ შემოთავაზებულ ვერსიას ფეისბუქის კედელზე გამოაქვეყნებს გვერდის ადმინისტრატორი.
კომპანია უფლებას იტოვებს გამარჯვებული ნამუშევრები შემდგომში გამოიყენოს სარეკლამო მიზნით და მოითხოვოს მისი სამუშაო ფაილები.
კონკურსი დასრულდება 2011 წლის 20 მარტს 24 საათზე.
გისურვებთ წარმატებებს.
პატივისცემით; ანკ კომპიუტერსი