მეგობრები მინდა ის სტერეოტიპი დავარღვიო ,რომ ოთხ ცილინდრიანი ვალვეტრონიკი ცუდი ძრავია .მე საკმაოდ დიდი ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და დავაგროვე ამ ძრავზე და ძალიან მომწონს მისი მუშაობა,ნებისმიერ ხელოსანს შემიძლია დაუმტკიცო ამ ძრავის ეფექტური მხარეები .მინდა თქვენც გაგაცნოთ და გაგაგებინოთ ნამდვილ ვალვეტრონიკს რა შეუძლია
რათქმაუნდა ყველა ძრავს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები . მინდა ჩამოგითვალოთ ისინი .
დადებითი მხარეები :
1.მინიმალური წვა
2.მინიმალური წვით მაქსიმალური ცხენისძალების გამომუშავება.
3.საუკეთესო გაგრილების სისტემა(იქიდან გამომდინარე ,რომ ძრავი ისეთი მეტალისგანაა და ისეა აგებული სისტემა ,მიუხედავად მისი დატვირთვისა გადახურება თითქმის გამორიცხულია )
4.გაზი არ დგება( ეს ჩემთვისაა + )
5.სიმსუბუქე და ძარის წონის თანაბარი გადანაწილება.
უარყოფითი თვისებები
1.არ შეიძლება დაბალი ოქტანობა კლაპნები ურტყავს (სუპერზე მუშაობს მაგრად)
2.არ მუშაობს კარგად ცუდ ზეთზე(ქართულ 8 ლარიან ხლამობაზე)
3.ოდნავ ხმაურიანია ვიდრე ვანუსიანი (თუმცა კაპტის დაფარების შემდეგ არაფერი უნდა ისმოდეს ,თუ კაპოტს არ ახდით შეიძლება ვერც განასხვავოთ ხმით ვანუსიანისაგნ.
ასევე მინდა მოგიყვეთ ჩემი ოთხ ცილინდრიანი მანქანით რა მანქანებს ვასწრებ დრაგში .
ესენია
Mercedes Benz E320
Mercedes Benz E350
Bmw e39 520
Bmw e39 525
JAGUAR X-type 3.0
ML -350 ------------------------ ასევე მინდა დავამატო ყველას ვაჯობე 300 მეტრიანი დისტანციაზე , უწვალებლად )
ამის ვიდეოებს ნელ-ნელა დავდებ.
ამ შემთხვევაში მე არცერთ მანქანას არ ვაკნინებ,უბრალოდ მინდა გითხრათ ,რომ არაა საჭირო ბევრი ბენზინის წვა სისწრაფის მისაღებად.იყიდეთ ვალვეტრონიკები .
ეს თემა იმიტომ გავხსენი ,რომ ვიცი ბევრი ვისაც ეს ძრავი აქ იტანჯება ქართველი ხელოსნების ხელში. თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ დაწერთ და მაქსიმალურად შევეცდები იმ დონემდე მიგივანოთ ,რომ თქვენც იგივე თქვათ რასაც მე ვიძახი .
ველოდები თქვენს გამოხმაურებას და იმედია ეს თემა დიდხანს იცოცხლებსდ ა ბევრ ფორუმელს გაუხარებს გულს ,როგორც მე ვარ .
მიმაგრებული სურათი