მოგესალმებით,
მოკლედ, მაქვს ავტორიზაციის სისტემა, რომელიც ამჟამად მოწმდება მხოლოდ სესიებით.
პრობლემა ისაა, რომ როგორც კი მომხმარებელი დახურავს ბრაუზერს და ხელახლა გახსნის, მას მეორედ უწევს ავტორიზაციის გასვლა (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღილაკ LOGOUT - ისთვის არ დაუჭერია).
გადავწყვიტე ამ პრობლემის მოგვარება COOKIE - ით.
ანუ, როდესაც მომხმარებელი გაივლის ავტორიზაციას, username და password - შევინახო cookie - სში და შევამოწმო, თუ არსებობს ეს 2 cookie, ესეიგი ავტორიზაცია გავლილი აქვს

თუ არ არსებობს, - არ აქვს.
რამდენად უსაფრთხოა ასეთი სქემა? მოაგვარებს ჩემ პრობლემას? ეხლა იუზერმა თუ ბრაუზერის ქუქიები და ქეშები წაშალა, აქ უძლური ვარ, მაგრამ რაც იყო იმას ხო აჯობებს?

თუ ვცდები, იქნებ მიახლოებითი სქემის მაგალითი დამიდოთ

მადლობა წინასწარ