
საერთაშორისო BMW-ს კლუბების გაერთიანებაში შესვლის მიზნით კეთდება ე.წ. რებრენდინგი და იხსნება ახალი "საქართველოს BMW-ს კლუბი". ახალი კლუბი აღარ იქნება მხოლოდ სპორტზე ორიენტირებული და გათვლილი იქნება ნებისმიერი BMW-ს მძღოლისთვის კარგი სერვისის, შეღავათების და გართობის შექმაზე! იხსნება რუსთავის BMW-ს კლუბი და იგეგმება ასევე სხვა ქალაქებში გახსნა... გაზაფხულზე იგეგმება 1-ლი საერთაშორისო BMW-ს ფესტივალის ჩატარება... ასევე იქოქება ქალთა BMW-ს კლუბი, რომელიც მოაწყობს ასევე აქციებს და ღონისძიებებს... ავტოდრომის გახსნასთან ერთად ვაპირებთ BMW-ს კლუბის ავტოსკოლის გახსნას... გარდა ამისა იქნება ბევრი აქციები (უსაფრთხოებაზე) და ფოტო თუ ვიდეო გადაღებები...
13-ში პრეზენტაციაზე დასწრების მოთხოვნები:
ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება (ტერიტორიაზე შემოსვლა) შეუძლიათ მხოლოდ BMW-ს მარკის ავტომობილებს. 1 მამაკაცს უნდა მოყვებოდეს აუცილებლად 1 მანდილოსანი. მანქანაში 4 ადამიანზე მეტი ადამიანი არ შემოიშვება (2 წყვილი)...
ავტომობილები დალაგდება წინასწარ მითითებული სქემით, რის შემდგომაც მოხდება უკვე ახალი BMW-ს კლუბის პრეზენტაცია - სპონსორების, პირობების, სერვისების და 1 წლიანი გეგმის წარდგენა!

კლუბი სპონსორები და პარტნიორები არიან:
GT Group - Castrol
Amboli
BMW Omega Motors
Audio Mobile
საინფორმაციო მხარდაჭერა:
Music Box
ავტორადიო (FM 95.1)
რადიო არ დაიდარდო (FM 96.7)
რადიო ფორტუნა (FM 106.9)
რადიო ფორტუნა პლიუსი (FM 103,4)
Myvideo.ge
OUtdooR.ge
კლუბის პარტნიორები:
კინოთეატრები რუსთაველი, ამირანი, ახმეტელი, საქართველო და აპოლო.
Bowling Central
JBL
IMMI Karting
Lowenbrau
Pepsi
Sandora
Nemiroff
Motion Videographers
David Gogokhia
14 ნოემბრიდან კი იწყება ყოველდღიური ვიქტორინები BMW Club Georgia-ს Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/BMW.Georgia

ტრეკზე მიმდინარე სამუშაოების გამო ღონისძიება ჩატარდება ფორმულას ბოქსებში...
გელით ყველას! მიუხედავად ავტომობილის შესაძლებლობებისა. დანარჩენს ადგილზე შეიტყობთ.
სავარაუდო დიდი ინტერესის გამო - შესვლა იზღუდება 16:00-დან 17:00-მდე. ვიმეორებთ ხვალინდელ გეგმას:
არ იქნება არანაირი სპორტული ღონისძიება თუ დრიფტი (ასფალტის დაგების გამო).
უნდა მოხვიდეთ აუცილებლად გოგონასთან ერთად, ანუ მხოლოდ კაცებს არ შემოვუშვებთ. 1 მამაკაცს მოყვება 1 მანდილოსანი.
ნებისმიერი თვითნებური გამოვლინება - ასფალტზე შევარდნა ან ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება აღკვეთილი იქნება ადგილზე არსებული დაცვის და საპატრულო პოლიციის დახმარებით. ასევე გთხოვთ მძღოლებს არ მიირთვან ალკოჰოლური სასმელები! მადლობა და წარმატებები!
დამატებითი ინფოსთვის 599 43 00 80 გიორგი ჯორჯაძე
მიუხედავად თქვენი შეხედულებისა და ავტომრწამსისა - გთხოვთ წარმატება უსურვოთ კლუბს...
პ.ს. მოდერს ვთხოვ გაOFFების შემთხვევაში დახუროს თემა... მადლობა!
(კლუბის ადმინისტრაცია)
This post has been edited by GT_714 on 12 Nov 2011, 19:54