#52872382 · 8 Jun 2018, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2013 წლის 16 აპრილს ქეთევანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე თედოს გამოსახლება ბინიდან მდებარე ქ. თბილისში, .. ¹43–ში. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 2012 წლის 28 მაისს ქეთევანსა და თედოს შორის სანოტარო წესით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით ბინაზე მდებარე ქ. თბილისში .. ¹43- ; გამოსყიდვის ვადად, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2012 წლის 28 აგვისტო; ბინა გაიყიდა 4840 აშშ დოლარად; თედომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო ბინის გამოსყიდვა და დღეის მდგომარეობით ბინა საჯარო რეესტრში ირიცხება ქეთევანის საკუთრებად. თედო არ დაეთანხმა სარჩელს მეტიც, აღძრა შეგებებული სარჩელი სასამართლოში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელის საფუძვლად თედომ მიუთითა შემდეგზე: სადავო 2012 წლის 28 მაისის ხელშეკრულება დაიდო სხვა გარიგების დასაფარად, რადგან სინამდვილეში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე და სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... ¹43-ში; სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი შეადგენდა 840 აშშ დოლარს; სადავო ხელშეკრულების დადება განაპირობა თედოს მეუღლის ავადმყოფობამ: თედოს მეუღლის მკურნალობისათვის სასწარაფოდ სჭირდებოდა თანხა და სურდა კრედიტის აღება; მისმა ”კარის მეზობელმა” ქეთევანმა, იცოდა რა თედოს ოჯახის ამბავი, შესთავაზა ფული სესხის სახით; თედომ მეზობლებისაგან ყურმოკვრით იცოდა, რომ ქეთევანს მეუღლე უცხოეთიდან ფულს უგზავნიდა, რომელსაც ქეთევანი ”აპროცენტებდა” და ამით მევახშე მეზობელი კარგ შემოსავალს იღებდა.თედომ ქეთევანს შესთავაზა წერილობით გაეფორმებინათ ურთიერთობა, მაგრამ ქეთევანმა უარი უთხრა და სესხის მიცემის წინაპირობად დათქვა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება თედოს სახლზე თბილისში; თედოს სასწრაფოდ სჭირდებოდა თანხა კრედიტის მიღება კი ხანგრძლივ პროცესებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ქეთევანს დაეთანხმა. თედომ თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარადგინდა საბანკო დაწესებულებიდან ცნობა მის ანგარიშზე ქეთევანის მიერ 4 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შესახებ 2012 წლის 28 მაისს, თავისი ქორწინების მოწმობა, რომლის მიხედვითაც იგი დაქორწინებული იყო ნანასთან 1995 წლიდან და შპს „მკურნალიდან“ ნანას ავადმყოფობის ისტორია. ამ უკანასკნელით ირკვეოდა, რომ ნანამ ოპერაცია 2012 წლის 01 ივნისს გაიკეთა და გადიოდა მკურნალობის კურსს მოცემულ სამკურნალო დაწესებულებაში. სამედიცინო მომსახურების ღირებულება დაფარული იყო სრულად – 7500 ლარის ოდენობით.
კითხვა: არსებობს თუ არა ქეთევანისა და თედოს მოთხოვნათა დაკმაყოფილების საფუძველი?
|