მარიამ კოჩალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან.
ისინი არ იზიარებენ მკვლელობის იმ მოტივს, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა დასახელებული და თვლიამ, რომ მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე მოხდა და არა ძარცვის მიზნით.
“ჩვენ არ ვიზიარებდით გამოძიების იმ ვერსიას, რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით მოხდა. ფაქტია, რომ მარიამი რელიგიური მოტივების გამო მოკლეს, სასამართლომ კი დღევანდელი გადაწყვეტილებით ის მეორედ მოკლა. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით იმას, რომ გამოძიება რელიგიურ ნიადაგზე მკვლელობის კუთხით დაწყებულიყო, თუმცა ყურადღება არავინ მოგვაქცია. ვიცოდით, რომ საქმე ასე დასრულდებოდა, ამიტომაც ჩვენ სასამართლოში არ მივედით“,– განაცხადა მარიამ კოჩალიძის ნათლიამ ნატალია კვინტრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დღეს დაასრულა, მოჰამმადამინ როოინტანი წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და თავისუფლების უვადო აღკვეთა განუსაზღვრა.
http://frontnews.ge/ge/news/19937
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"