ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტ „წიგნების თაობის“ ფარგლებში, გუნდი „ტამელის ჰიპები“ გიწვევთ პერფორმანსზე სახელწოდებით „კედლებს გარეთ“.
მობრძანდით შაბათს, 12 მაისს, ინტელექტის დღეს, 17 საათზე, თსუ-ს I კორპუსის წინა ეზოში, წამოიღეთ თქვენი წიგნები, გახდით პერფორმანსის უშუალო მონაწილე და იკითხეთ კედლებს გარეთ! წაკითხვა არ იქნება საჯარო, თქვენ უბრალოდ ჩამოჯდებით სკამზე, გაზონზე, ბორდიურზე და წაიკითხავთ წიგნებს სრულ თავისუფლებაში, ღია სივრცეში, თქვენთვის, ისევე, როგორც კითხულობთ სახლში, ტრანსპორტში, ბიბლიოთეკაში და ა.შ.
ჩვენ გვსურს ინტელექტის დღეს ერთად შევკრიბოთ წიგნის მოყვარული ადამიანები. სწორედ ამიტომ, გაუზიარეთ ეს ღონისძიება თქვენს მეგობრებს და შეატყობინეთ ყველას, ვისაც უყვარს წიგნი. რაც მეტი ადამიანი მოვა პერფორმანსზე, მით უფრო შევძლებთ დავანახოთ ხალხს, რომ წიგნიერი თაობა დღესაც არსებობს ჩვენს ქალაქში. გამოვყოთ ყველამ თითო საათი ჩვენი გრაფიკებიდან და ვეწვიოთ თსუ-ს I კორპუსის ეზოს.
დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია !
უკეთესი იქნება თუ წამოიღებთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებს და მათ კითხვას დაუთმობთ დროს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე გაიყიდება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნები !
P.S. (პოსტერების დამზადებისთვის მადლობას ვუხდით თსუ-ს თვითმმართველობას)
თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, პასუხის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ტელეფონი : 598 15 81 82 / 598 47 33 80 / 598 20 30 50
Facebook :
http://www.facebook.com/anesthetized.blog
მიმაგრებული სურათი